9.

129 27 133
                                    

წვიმიანი ამინდები მიჰყვა ერთმანეთს გადაბმულად რამდენიმე დღის მანძილზე. ჯონგუკი ფიზიკურად გასაკვირად კარგად გრძნობდა თავს, თუ აწ უკვე შეჩვეულ მგრძნობელობას არ ჩავთვლით. თეჰიონთან საუბრის შემდეგ კიდევ უფრო მტკიცედ გადაწყვიტა საკუთარ პოზიციაზე დარჩენა, თუმცა რაღაცები შეიცვალა ამ დღეების მანძილზე. კიმის საქციელზე ბევრს არ ფიქრობდა, რადგან მაგას ცუდ აზრებამდე შეეძლო ომეგის მიყვანა. ახლა ერთადერთი რამ, რაც სურდა, ყველაფრის სწრაფად მოგვარება იყო, რათა საბოლოოდ დაბრუნებოდა საკუთარ ცხოვრებას.

კორეაში ჩამოსვლამდე უამრავი გეგმა ჰქონდა, მათ ხომ არ დაივიწყებდა. ამდენი რაღაცის ფონზე ცდილობდა, რომ საღ აზრზე დარჩენილიყო და ეფიქრა სასიამოვნო რაღაცებზე, მაგალითად, სამომავლო სამსახურზე. უნივერსიტეტში მისი ლექტორის სტატუსით შესვლა უკვე დიდი ნაბიჯი იქნებოდა. მაგ დროს მოუთმენლად ელოდა. საკუთარ თავს გამოცდიდა, ნახავდა, იყო თუ არა სტუდენტების წინ უზარმაზარ აუდიტორიაში დგომა და სალექციო კურსის წაყვანა მისი საქმე. გამოცდილება ჯერ არ ჰქონდა, მაგრამ ლონდონში ყოფნისას შანს არ უშვებდა ხელიდან სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის მიღებაში. ფართო აუდიტორია არ აღელვებდა, ლაივებში ხომ გადიოდა, ეგ იგივე უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ახლა ნაკლებ ღელავდა და საკმაოდ მოხარული იყო მომავლის პერსპექტიული სამსახურით.

თავი გაირთო ამ თემაზე ფიქრით, გონება დაასვენა, ცოტა ხანს სხვა რამეზე გადაერთო და ჯიმინის მოლოდინით გაიტრუნა სავარძელში მიწოლილი. პაკმა დაუგვიანა, ჯონგუკი ბოლო წუთებში მოთმინებადაკარგული ათამაშებდა მობილურს თითებში. სახლში არავინ იყო, კიდევ კარგი, რადგან მის ღელვას სომინი აუცილებლად შეამჩნევდა.

-ვაგვიანებ, ჯიმინ, სად ჯანდაბაში იყავი ამდენი ხანი?_აგრესია ვერ გააკონტროლა იმ წამს, როცა პაკმა შეატყობინა, რომ გარეთ ელოდა და ომეგაც წამში აალებული დაადგა თავზე ატუზულ მეგობარს.

TRIALISM - K.TH ☆ J.JKWhere stories live. Discover now