ივნისის შუა რიცხვებში ექიმთან ვიზიტზე პირველად გაყვა ჯონგუკს ალფა. დაიჟინა და ომეგამ ვეღარაფერი გააწყო კიმის წინააღმდეგ. ბოლო კვირების მანძილზე, უფრო კონკრეტულად, მთელი ის დრო, რომელიც ერთად გაატარეს ერთ სახლში, ჯონგუკი კიდევ უფრო მეტად ჯიუტი, უკომპრომისო და ემოციური გახდა. თეჰიონი მარტივად დანებდა, ყოველ შემთხვევაში, მისი მოდუნება ამაზე მეტყველებდა. მასთან საკუთარი წესებით თამაშმა შედეგი საპირისპირო აჩვენა. ეგ ხისთავიანი მაინც იმას აკეთებდა, რაც სურდა.
აქამდე ვიზიტის შემდეგ ხვდებოდნენ ხოლმე, ამჯერად თვითონაც იქ იყო, იმ პატარა, ოთკუთხედ მონიტორზე აცეცებდა თვალებს აღელვებული და არად აგდებდა ჯონგუკის დამცინავ მზერას. ცამეტი კვირის ორი ნაყოფი ბევრად მარტივი აღსაქმელი იყო, ვიდრე იმ ფოტოში, რომელიც თეჰიონის გალერიაში იკავებდა ადგილს. ექიმს მოსწონდა ნაყოფების განვითარების ტემპი, მაგრამ სიფრთხილე მშობიარობამდე უნდა გამოეჩინა როგორც ჯონგუკს, ისე ყველა იმ ადამიანს, რომელიც მის გვერდით იქნებოდა ეს პერიოდი. გულის ცემამ ერთობ დარია ხელი ალფას. მამობის იდეამ სრულიად შეცვალა ამ რამდენიმე კვირაში. ჯონგუკზე მეტად ბედნიერი იყო, ხან ისე ჩანდა, თითქოს ომეგისთვის სულერთი გახლდათ ისინი, ვისაც მუცლით ატარებდა. თეჰიონი მაგაზეც ფიქრობდა და საშინლად ბრაზობდა, როცა ჯონგუკი ბავშვებზე ისე საუბრობდა, როგორც დამატებით ტვირთზე, რომელსაც რაღაც პერიოდის შემდეგ მოიხსნიდა საკუთარი სხეულიდან. ყოველ ჯერზე, როცა ცდილობდა, რომ ჯონგუკთან საერთო ენა გამოენახა და მათი დიალოგი რამენაირად არ დასრულებულიყო უაზრობით, კიმი უბრალოდ ფლავდებოდა.
-სახლში დაგტოვებ და კომპანიაში წავალ, თათბირია, უნდა დავესწრო._შუქნიშანთან შეჩერებისას თქვა ალფამ, ახალი გამოსულები იყვნენ საავადმყოფოდან და ჯონგუკი აწ უკვე ჩვეული უხასიათობით იყურებოდა წარბებსქვემოდან.
YOU ARE READING
TRIALISM - K.TH ☆ J.JK
Fanfiction-მეცოდინება ყველაფერი, რას ჭამ, სად ხარ, ვისთან ხარ, ყველაფერი. -ისიც გაინტერესებს, რა ფერის საცვალი მაცვია?_დამცინავად ჩაიდო პირში ლუკმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. -შენი საცვლით ერთხელ დავინტერესდი და სანანებელი გამიხადე._დაუფიქრებლად ამოილაპარაკ...