მანქანის საქარე მინიდან გადაშლილი ხედი საშუალებას იძლეოდა ავტომობილში მსხდომთ თავისუფლად დაენახათ ღამის ცა. სრული სიჩუმე სუფევდა, დაძაბულობა კი ზღვარს ზემოთ იყო, ამას სხეულის თითოეული უჯრედით გრძნობდა ჯონგუკი. ცხადი იყო, რომ ყველაფერი იცოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ გაიგო, მაგრამ მისი უეცარი გამოჩენა და აურა, რომელიც მისგან მოდიოდა, მხოლოდ ამაზე მიანიშნებდა.
-აქ არცისე ლამაზი ცის სანახავად მომიყვანე თუ აპირებ ლაპარაკის დაწყებას?_ყელში რომ ამოუვიდა ეს სიჩუმე, გაღიზიანებულმა გახედა კიმს.
-უკვე მოიშორე?_მზერა არ მოურიდებია იმ წერტილისთვის, რომელსაც საქარე მინიდან ბურღავდა მთელი ეს დრო, პარალელურად ნერვიულად აწვალებდა ენით ლოყას შიგნიდან.
-რა?
-თავს ისულელებ თუ მე მთვლი სულელად?_პირველად გამოხედა მას შემდეგ, რაც ჯეონი მანქანაში ჩაუჯდა.-მიპასუხე.
-შენ არ გეხება.
-ჩემია? იყო? რომელი დრო გამოვიყენო, ჯონგუკ, ნუ მაგიჟებ.
-არა._დაუფიქრებლად წამოსცდა სიტყვა ჯონგუკს. გვერდით, კიმის მზერისგან საპირისპირო მხარეს გაიხედა.-სახლში უნდა დავბრუნდე.
-მატყუებ.
-იმას გეუბნები, რისი მოსმენაც გინდა, კიმ._გაღიზიანებულმა გადმოხედა.-ყველანაირი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებ, არ გეხება, ვერავინ გაიგებს, ნუ ღელავ._ჯერ კიდევ ნესტიან თმაში შეიცურა თითები.-განსახილველი არაფერია. წამიყვანე ან გადავალ და ჩემით წავალ.
-დასწყევლოს._ბრაზისგან საჭეს დაარტყა ხელის გული.-ჯეონ, რას ნიშნავს არ მეხება? მოიშორე? აბორტი გაიკეთე?
-ჯერ არა._კიმის სიბრაზისგან აალებულ სახეს დააკვირდა, მისმა მზერამ რაღაც ძალიან ღრმად ამოუწვა.-არ ვაპირებ დატოვებას. რაც შეიძლება მალე მოვაგვარებ. გითხარი, რომ არ გეხება და მორჩა. ნუ გაამწვავებ.
YOU ARE READING
TRIALISM - K.TH ☆ J.JK
Fanfiction-მეცოდინება ყველაფერი, რას ჭამ, სად ხარ, ვისთან ხარ, ყველაფერი. -ისიც გაინტერესებს, რა ფერის საცვალი მაცვია?_დამცინავად ჩაიდო პირში ლუკმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. -შენი საცვლით ერთხელ დავინტერესდი და სანანებელი გამიხადე._დაუფიქრებლად ამოილაპარაკ...