Part 1

1.5K 89 8
                                    

    ერთადერთი მოგონება, რასაც ინახავს პაკ ჩანიოლის მეხსირება დედაზე არის მშობლის ხელების სითბოს შეგრძნება, რომელიც ძლიერ იხუტებს მას. ხელები დიდი და საოცრად ნაზია. ამ ხელებში მოგცეული ჩანი კი ნამცეცს ჰგავს. ის ხომ ძუძუმწოვარა ბავშვია, რომელმაც სულ ახლახანს გაახილა თვალები და პირველად ჩაისუნთქა ჰაერი. ჩანიოლი გრძნობს, თუ როგორ მჭიდროდ იხუტებს მას დედა გულში და მის სხეულში სითბო იღვრება. ნაზი, მსუბუქი სითბო, რომელსაც მხოლოდ დედის ჩახუტება გაგრძნობინებს...
ის უკვე ჩვიდმეტი წლისაა და დედა ერთხელაც არ უნახავს. უსამართლობის შეგრძნება ბავშვობიდანვე ღრღნიდა მის გულს. მის ყველა მეგობარს ლამაზი და მხიარული დედა ჰყავდა. ისინი ყოველ ღამე უკითხავდნენ ზღაპრებს თავის შვილებს, ძილის წინ კი შუბლზე კოცნით აჯილდოებდნენ. ხან და ხან კი უწყრებოდნენ ცუდი საქციელებისთვის და ტუქსავდნენ მათ.
ჩანიოლს კი მხოლოდ მამა ჰყავდა. კარგი, კეთილი მაგრამ დაძაბული სამსახურისგან გადაღლილი მამა.
ხუთი წლის იყო, გაბედულება რომ მოიკრიბა და დედაზე შეკითხვა დასვა. მამამისმა კი წარბები შეკრა და უპასუხა, რომ დედამისი გაუჩინარდა. ჩანიოლი მიხვდა, რომ ამ თემაზე შეკითხვა აღარასდროს უნდა დაესვა, მაგრამ დედაზე ფიქრი არ შეუწყვეტია : "ის არ გარდაცვლილა, არ მივუტოვებივარ და არც სხვა ოჯახი შეუქმნია. ის უბრალოდ გაუჩინარდა, აორთქლდა, ისე როგორც თებერვლის თოვლი ქრება გაზაფხულის დადგომასთან ერთად."
ჩანიოლს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სპეციალურად ამოუშალეს გონებიდან ყველა მოგონება დედაზე. მან ქალაქში არსებული ყველა არქივი გადაქექა და წლების განმავლობაში ეძებდა დედის საფლავს, მაგრამ ყველაფერმა უშედეგოდ ჩაიარა.
ჩანიოლს მთელი არსებით ენატრებოდა დედა. მან ხომ სიცოცხლე აჩუქა და ახალდაბადებული ჩანი გულში ნაზად ჩაიხუტა. სწორედ დედამისია მტკიცებულება იმისა, რომ ჩანი ახლა ცოცხალი და ნამდვილია. მას არასდროს უოცნებია ძვირადღირებულ მანქანებზე, ლამაზ გოგოებზე ან პრესტჟულ სამსახურზე. მას მხოლოდ ერთი ნატვრა ჰქონდა. ჩანიოლს მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტად დედასთან კიდევ ერთხელ ჩახუტება უნდოდა, თუნდაც ეს მომენტი მხოლოდ ერთ წამს გაგრძელებულიყო...  

Mutter / დედაWhere stories live. Discover now