Part 5

921 82 12
                                    

  - არ მომიახლოვდე! არ შემეხო, გთხოვ!
ბექიონი შეშინებული სახით უკან უკან იხევს და ბოლოს ბეტონის ფართო კედელს ზურგით ეკვრება. ყველა გასაქცევი გზა მოჭრილია.
ჩანიოლი თვალს არ აცილებს მსხვერპლს და თავდაჯერებული ნაბიჯებით აუჩქარებლად უახლოვდება.
- ამას უყურე ერთი, ვიღაცამ ენა ამოიდგა?!, - ირონიულად იღიმის ის და სიამოვნებით აკვირდება ბაეკის თაფლისფერ თვალებს, რომლებიც უიმედო უჟასით ივსება.
ჩანიოლი თავისუფლად სუნთქავს და გულის ტკივილიც ცოტა ხანს მაშინ უვლის, როცა ვიღაცას მთელი ძალით ულეწავს ყბებს.
ჩანის სულიერი ტკივილი მტაცებელ მხეცს ჰგავს. ის გულ-მკერდს უფლეთს და მიაქვს ყველაფერი კარგი, რაც მის სულში იბადება. ამის შემდეგ კი რჩება მხოლოდ სიცარიელე. ის ცდილობს სხვისი ემოციებით ამოავსოს ეს სიცარიელე, მაგრამ ამის ნაცვლად, მხოლოდ სევდას გრძნობს.
მოულოდნელად, ბექიონი დაიყვირებს და თავს ესხმის ჩანის. სუსტი და თხელი ხელებით კისერში სწვდება და უიმედოდ ცდილობს მის შებოჭვას.
ამის პასუხად ჩანიოლი ხარხარს იწყებს. მის გაბარიტებთან შედარებით ბაეკი ცინგლიან ბავშვს ჰგავს, რომელიც აშკარად ითხოვს, რომ სახე პირდაპირ კედელზე არტყმევინო.
ჩანი სიცილს მაშინ წყვეტს, როცა აცნობიერებს, რომ ბაეკის ხელები თბილია. სითბო მთელ სხეულში ეღვრება და მის სულში ჩასახლებულ გარეულ მხეცს ათვინიერებს. მისი გული სწრაფად იწყებს ფეთქვას.
ბექიონი დარტყმას ელოდება, მაგრამ არაფერი ხდება. ამის მაგივრად, ჩანი მას ხელებში ამწყვდევს და ხმამაღლა სუნთქავს. ბაეკს პანიკა იპყრობს და თავის დაღწევას ცდილობს, მაგრამ, უეცრად ჩანი მას მხრებით იზიდავს თავისკენ და სახეში აცქერდება.
ჩანიოლის თვალებში ერთდროულად იკითხება შოკი და სევდა. გაცოფებული ბაეკი კი უფრო ძლიერად უჭერს ხელებს კისერში.
- ხელი არ გამიშვა, - მოულოდნელად ჩანი ჩურჩულს იწყებს და ყრუდ სლუკუნებს. -უფრო მაგრად ჩამეხუტე... გეხვეწები...
ის მუხლებზე ეშვება და გაქვავებულ ბაეკს თავისკენ ქაჩავს.
ბაეკი უხერხულად ჯდება ბინძურ ასფალტზე, ზურგით კი ისევ ცივი ბეტონის კედელს გრძნობს. იმ ტკივილის მიუხედავად, რაც მისთვის ჩანის აქვს მიყენებული, მაინც არ სძულს იგი. პირიქით - ეცოდება.
ახლა ხომ მის წინ დაჩოქილი ჩანი პიჯაკზე ებღაუჭება და ჩახუტებას სთხოვს. ინსტიქტურად, ბაეკი მას ცალი ხელით ბეჭებზე ეფერება და ჩანი გულამოსკვნით იწყებს ტირილს.
ჩანიოლი უფრო ძლიერად იხუტებს ბექიონს და მთელი სხეულით ისრუტავს მისი ხელებიდან მომდინარე სითბოს.
ბაეკის ხელები თხელი და საოცრად ნაზია. თითქმის ისეთია, როგორიც ...
დედა... -ჩურჩულებს ტირილისგან გულამომჯდარი ჩანიოლი და მსუბუქად ურტყამს მუშტს ბეტონის კედელს. - დედიკო!  

Mutter / დედაDove le storie prendono vita. Scoprilo ora