ის ჰკოცნის ბექიონს, ხელისგულით მსუბუქ წაბლისფერ თმებზე ეფერება და თითებს მის თხელ, ქათქათა კისერზე აცაცუნებს.
ბაეკი მას კოცნითვე პასუხობს, ნაზად ხვნეშის და თბილ ხელებს ბეჭებზე ჰხვევს.
ჩანიოლი მისი შეხებისგან დნება და იწვება. ის მთელი სხეულითა და სულით ეწებება ბაეკს, მაგრამ გონება კარნახობს, რომ ასე არ შეიძლება.
- არა, ბექიონ. - ის ძალისძალით შორდება ტკბილ ცდუნებას და თავს აქეთ-იქით აქნევს. - არა.
ბექიონი ვერ ხვდება მისი მოულოდნელი უარის მიზეზს და გაოცებული უყურებს. ჩანიოლი ნაზად უსვამს თავზე ხელს, გულდაწყვეტილი ამოიხვნეშებს და ამბობს :
- ასე გაგრძელება აღარ შემიძლია. ის, რაც ჩვენ შორის ხდება, შენც გულს გტკენს და მეც.
ბაეკი რაღაცის თქმას ცდილობს, მაგრამ ჩანიოლი თავის ქნევას აგრძელებს :
- არ გინდა ბექიონ. არ გინდა, გთხოვ. აქამდე მე მხდალი ვიყავი და საკუთარი ტკივილისგან თავის დაღწევის მიზნით, შენ გაყენებდი მას. მაგრამ, ამიერიდან... - ის ყოყმანობს. - აღარ მინდა ჩემ გამო იტანჯებოდე.
გული ისე სწრაფად უცემს, თითქოს მკერდიდან ამოხტომას ლამობს. ჩანიოლი იგუდება ამ ახალი, მისთვის აქამდე უცნობი გრძნობისგან და ემოციებს ვეღარ მალავს.
- მე... მე...
მას იმდენი რამის თქმა სურს ბაეკისთვის, მაგრამ არ იცის, როგორ გადმოსცეს სიტყვებით. ამის მაგივრად, ის თვალებს ხუჭავს და საკუთარ თავს ბოლოჯერ აძლევს უფლებას იგრძნოს ბაეკის სხეულის სითბო.
ჩახუტების შემდეგ კი ჩანიოლი მოშორებით ჯდება საწოლზე და ხმამაღლა ამბობს :
- წადი.
ცოტა ხანს, ბექიონი ჩუმად აკვირდება მას. შემდეგ კი დგება და ნელი ნაბიჯით გასასვლელისკენ მიდის.
ჩანიოლი მუხლებზე იწყობს ხელებს და იბუზება.
ბექიონის გარეშე, მომენტალურად გრძნობს სიცივესა და სიცარიელეს. ისეთს, როგორიც უკვე დიდი ხანია არ უგრძვნია.
ბაეკი ჯერ ოთახიდანაც არ გასულა. ჩანის კი უკვე ენატრება მისი იშვიათი, მაგრამ გადამდები ღიმილი, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის. მისი დიდი და საოცრად ნათელი თვალები, რომელშიც დაუსრულებლად შეუძლია ყურება. მისი თბილი ხელები, რომლებიც ღამის კოშმარებისგან იცავს და სულიერ სიმშვიდეს ანიჭებს.
უდედობა მტკივნეულია. ბექიონის გარეშე ყოფნა კი უფრო უარესი...
უეცრად, მას ესმის სწრაფი ნაბიჯების ხმა და ხედავს, თუ როგორ ჯდება მის გვერდით ბაეკი.
წუთიც და ჩანიოლს აღარ ჰყოფნის ჰაერი იმის გამო, რომ ბაეკი მის სახეს გულში იკრავს და შუბლზე ნაზად ჰკოცნის.
- ეი, პაკ ჩანიოლ, - ბაეკს ხმა უკანკალებს, - როგორც არ უნდა ვეცადო, მე ვერ შეგიცვლი დედას, მაგრამ მე შემიძლია ისევე ძლიერად მიყვარდე, როგორც მას ეყვარებოდი.
ჩანიოლი გაუბედავად აწყობს ბაეკს მხრებზე ხელებს და თავისკენ ეკაჩება. მისი სული უსაზღვრო და ყოვლისმომცველი ბედნიერებისგან ივსება.
- მე... - იწყებს ის, მაგრამ ისევ არ იცის, რა თქვას. როგორ გამოხატოს სიტყვებით საკუთარი გადამეტებულად გიჟური გრძნობები.
- ვიცი. - ბექიონი ნაზად იღიმის. - ვიცი, რომ შენც გიყვარვარ, სულელო.
ESTÁS LEYENDO
Mutter / დედა
Fanficმთავარი გმირები : Park Chan Yeol და Byun Baek hyun ჟანრი : იაოი, დრამა, ფსიქოლოგია გაფრთხილება : არაცენზურული სიტყვები, 18+ ავტორის შენიშვნა : Rammstein - Mutter Die Tränen greiser Kinderschar მრავალი მოხუცი ბავშვის ცრემლე...