2016 წლის 17 მაისია, მე და ჩენი ლაბორატორიაში ვართ ჯერ კიდევ, გუშინ რვა საათიდან შევუდექით საქმეს და კვლევა ალბათ ჯერ კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება. უკვე ოთხი თვეა ამ საქმეზე ვმუშაობთ და თითქოს ბოლო არც უჩანს. დილის რვა საათია, მე კი მხოლოდ ჩენის ჩაწითლებულ, დაღლილ თვალებს ვხედავ, დანარჩენი ყველაფერი კი გარშემო უსიცოცხლოა. ჩენი მაინც ნაძალადევად მიღიმის, თითქოს არ სურს მაჩვენოს რომ დაღლილია, რათა სტიმული არ დავკარგო და ეს ზედმეტად დამღელი საქმე ორივესთვის ღიმილით შეამსუბუქოს. თუმცა მე მასზე მეტად მიხარია ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი.
ცოტა ხანში ახლოს მოვიდა და დაღლილი ტონით მითხრა: -იქნებ შეგვესვენა?
თავი დავუქნიე, მაშინვე მობილური აიღო და დარეკა...
-ჩენიოლ, გაგაღვიძე? .... მაპატიე, თუ შეგიძლია ჩაიცვი და ორი ყავა მოგვიტანე.
YOU ARE READING
More special than H2O
Romanceმინდა გითხრათ, რომ ჩენს ძალიან უხდება სამეცნიერო სფერო, აი ჩენიოლი კი, თვითონ შეაფასეთ.