რატომღაც ძალიან მომინდა მეც დამეწერა პატარა მოთხრობა, ვუყურებდი როგორ გულმოდგინედ მუშაობდა ორივე, ჩემი დეიდაშვილი და მისი მეგობარიც, მაგრამ ჩენის საქმიანობის თვალყური მალე მბეზრდებოდა, ხოლო ჩენიოლისთვის შემეძლო მთელი საღამო მეყურებინა.
ორი დღის შემდეგ მეც დავიწყე პატარა სასიყვარულო მოთხრობის წერა, თუმცა ფურცელზე მიწევდა ჯღაბნა, ვინაიდან ჩემი ნოუთბუქი დიად მწერალს ვათხოვე. ერთი სული მქონდა დაემთავრებინა თავისი წიგნი, არ ვიცოდი მომცემდა თუ არა წაკითხვის ნებას, მაგრამ ალბათ ძალიან თუ ვთხოვდი მქონდა რაღაც შანსი. ჩემი მოთხრობის მთავარ გმირად კი ჩენიოლი ავირჩიე. სასაცილო გარეგნობის ბიჭი მხოლოდ წერის დროს მომეჩვენა სიმპათიური. მაღალი, ცოტა დიდი ყურებით, თუმცა კარგი ტანითა და ლამაზი ღიმილით, თუ არ ჩავთვლით ოდნავ დაგრეხილ ფეხებს. წერის დროს წამოვხტი, იმის ინტერესით მართლა ასეთი სიმპათიური იყო, თუ მე გამოვიგონე. ქვემოთ ჩავირბინე, სადაც მწერალი ფილმს უყურებდა. აქამდე არ შემიმჩნევია მისი ლამაზი ნაკვთები, ქათქათა სახე, თვალები, რომელიც თითქოს ბრწყინავდა, სახესთან შესაფერისი ზომის ცხვირი და ტუჩები, რომლებმაც გამსაკუთრებით მომხიბლა. 10 წუთი ვუყურებდი თითქის მომაჯადოებელ სახეს და უცებ გამომხედა.
-ჯენი, დაჯექი შენც უყურე, ისეთი სასაცილოა...
ამ ხმამ გამომაფხიზლა, თუმცა ხმა? რაღაცნაირი ჩახლეჩილი, დაბალი და სასიამოვნო მოსასმენი. გამოვფხიზლდი, შეშინებულმა კიბეები ავირბინე და ოთახში ჩავიკეტე. ''მე და ჩენიოლი?'' ვიმეორებდი ამ ფრაზას და ვერ გამერკვია მართლა მომეწონა თუ უბრალოდ მისი წოგნით ვიყავი გატაცებული. მთელი ღამე წერაში გავათენე და საკმაოდ ბერვი გამომივიდა.
YOU ARE READING
More special than H2O
Romanceმინდა გითხრათ, რომ ჩენს ძალიან უხდება სამეცნიერო სფერო, აი ჩენიოლი კი, თვითონ შეაფასეთ.