დილით ჩენიოლი ჩემს ოთახში აღარ იყო, თუმცა ყველაფერი კარგად მახსოვდა, ყოველი მისი შეხება და გახსენებაც კი ტანში ჟრუანტელს მგვრიდა. უკვე პირველი საათი იყო, მაშინვე ავდექი. ჩენიოლს საუზმე გაემზადებინა, არ ვიცოდი ბლინების გაკეთება თუ იცოდა. თავისი გაბრწყინებული ღიმილით შემომხედა, მინდოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი თუმცა ჩენიც სახლში იყო და ვერ გავბედე. ცოტა ხანში ჩემი დეიდაშვილი სამსახურში წავიდა, ჩენიოლმა კი მითხრა, რომ დღეს არ ეცალა, საქმეზე იყო წასასვლელი, შუბლზე მაკოცა და თვალი ჩამიკრა ღამით გავისეირნოთო. მე კი მთელი დღე სახლში გავატარე. ძირითადად მეძინა. არ ვიცი როდის მოვიდნენ ჩენი და ჩანი, არც ის ვიცი როდის ივახშმეს, ჩენიოლმა გამაღვიძა წასვლის დროაო. სადღაც ძალიან მაღალ ადგილას ავედით.
-ადრე, ძალიან მიყვარდა აქ ამოსვლა, ვარსკვლავების ყურება, თუმცა არა იმიტომ რომ ვარსკვლავებია, თითოს ჩემს მოგონებებს ვუტოვებდი ხოლმე. ძირითადად ყველაზე დიდ ვარსკვლავს. - და ჩენიოლმა ისევ გამიღიმა.
მართლაც, ულამაზესი იყო იქაურობა, მეგონა ხელითაც შევეხებოდი. თვალები დავხუჭე და ფიქრებმა გამიტაცა. ყცებ ჩენიოლმა გამომაფხიზლა, უკვე გვიანიაო და დავბრუნდით.
დილით ლაპარაკის ხმამ გამაღვიძა, ჩემი დეიდაშვილი და ჩენი ცოტა ხმამაღლა საუბრობდნენ.
''არაფერი ხდება ჩვენს შორის
-დავინახე ღამით როგორ შემოხვედით ერთად... არ გაქვს უფლება ჩენიოლ...
-შენ არ გაქვს იმის უფლება ჩემს პირადში ჩაერიო.
-ჩემი დეიდაშვილია, და არ მოგცემ საშუაკებას გული ატკინო, გინდა ისე მოექცე როგორც ლიზას? არ გაპატიებ, ამდენი ხანია ერთად ვცხოვრიბთ და ჩუმად ხვდები ჯენის? გგონია ლიზასნაირად გამოიყენებ?
-შენ არაფერი იცი ჩენ!
ჩენიოლმა ხმამაღლა დაიყვირა, პირველად გავიგე მისი ყვირილი. შემეშინდა. ფეხის ხმა გავიგე, ზემოთ ამოდიოდა, თავის სამუშაო ოთახში შევუდა და იქედან ფურცლებითა და წიგნებით გამოვიდა. მე კი ჩუმად ვუყურებდი, არ მეგონა თუ ოდესმე ასეთ ჩენიოლს ვნახავდი, საოცრად გაბრაზებულს, ხელებზე ვენები დაბერვოდა და თვალებს თითქოს სიბრაზისაგან ბრწყინვალება ნაპერწკლებად ექციათ. ოთახში ჩავიკეტე, არ ვიცოდი რა ხდებოდა, რატომ უმალავდა ჩენიოლი ასე ძალიან ჩენს? ვინ არის ლიზა? რა გააკეთა ჩანიმ? ან ახლა რატომ წაიღო ქვემოთ თავისი ნივთები? უამრავი კითხვა დამიბრუნდა, თუმცა პასუხი არც ერთზე მქონდა.
YOU ARE READING
More special than H2O
Romanceმინდა გითხრათ, რომ ჩენს ძალიან უხდება სამეცნიერო სფერო, აი ჩენიოლი კი, თვითონ შეაფასეთ.