ნოუთბუქი ვიყიდე, ჩემთვის ახალი ტანსაცმელი, ჩენსაც ახალი ფეხსაცმელი ვუყიდე საჩუქრად და სახლში დავბრუნდი. ჩენი სამსახურში იყო, ჩენიოლი კი სამუშაო ოთახში იჯდა და წერდა. დავუკაკუნე და კარი თვითონ გამიღო, მაშინვე ვუთხარი, რომ რაღაც მქონდა სათქმელი და თავისი ლამაზი ღიმილით მანიშნა დაჯექიო. ვიცოდი, რომ ახალ ნოუთბუქზე შეიძლება უარი ეთქვა, ამიტომ გადავწყვიტე ისე მეთქვა, ვითომ მე მინდოდა ახალი და ძველი უკვე აღარ მჭირდებოდა, მოკლედ, ჩავუსუნთქე და დავიწყე:
-ჩენიოლ, დღეს ჩენმა თავისი ჰონორარის ნაწილი მომცა და ახალი ნოუთბუქი ვიყიდე, უნივერსიტეტი მეწყება, შებ წიგნს წერ, მე იმდენად მაინტერესებს ის, რომ არ მოგცემ უფლებას უარი მითხრა და დამიბრუნო. ვიცი ახალზე უარს მეტყვი და ამიტომ გადავწყვიტე ეს მე დავიტოვო და ჩემს ჩველ ნოუთბუქში შენ გააგრძელებ წერას. - ეს სიტყვები ისე მკაცრად წარმოვთქვი, თითქოს ჩენიოლი ვალდებული იყო, მე კი მისი უფროსი ვიყავი.
მან თვალები ფართოდ გაახილა, ჩაიცინა და უცებ სერიოზული სახე მიიღო:
-მე გთხოვე ნოუთბუქი გეთხოვებინა და იქ დამეწერა? ან ახლა გთხოვე ახალი გეყიდა?
-არა, მაგრამ არ მაინტერესებს.
-სურვილუ რომ მქონოდა, ჩენსაც გამოვართმევდი. -გაიბუტა ჩენიოლი.
-კარგი რა, მოდი ასე ვქნათ, როდესაც შენ იყიდი ახალს, ეს მე დამიბრუბე, ახლა კი დამშვიდდი. -ხელები ყელზე შემოვიხვიე, მოვახერხე მისი დაყოლიება, თავი მოაბრუნა და ცხვირზე მიკბინა.
სასეირნოდ გავედით. მთელი დღე სეირნობასა და სისულელეებში გავატარეთ. სახლში მისვლამდე ჩემს ცხვირს დასცინოდა, რომელზეც მხოლოდ ერთხელ, შემთხვევით ნაყინი მოვისვი. ნუთუ შეიძლება ადამიანი ერთსა და იმავეზე ამდენი ხანი იცინოდეს? თუმცა მის სიცილზე მეც მეცინებოდა.
გადავწყვიტეთ მეორე დღეს დიდ პარკში წავსულიყავით, რამდენი ხანია აქ ვცხოვრობ და ერთხელაც არ ვყოფილვარ განთქმულ პარკში, სადაც უამრავი გასართობია.
YOU ARE READING
More special than H2O
Romanceმინდა გითხრათ, რომ ჩენს ძალიან უხდება სამეცნიერო სფერო, აი ჩენიოლი კი, თვითონ შეაფასეთ.