თავი 2

101 13 0
                                    

მე სულ რაღაც 6 თვეა რაც ჩენთან გადმოვედი საცხოვრებლად, მშობლებთან ერთად მადრიდში ცხოვრება და იქ სწავლა ცოტა არ იყოს მომბეზრდა და დეიდაშვილთან, იაპონიაში გადავწყვიტე გადმოსვლა ახალი აღმოჩენების საძებნელად. ჩენმა დიდი სიხარულით მიიღო სტუდენტი დეიდაშვილი, რომელიც მარტო ცხოვრობს მეგობართან ერთად. მის სახლში ერთი კვირის ცხოვრების შემდეგ ერთი დიდებული ოთახი აღმოვაჩინე. ლაბორატორია. ვიცოდი, რომ ჩენი ახალგაზრდა ქიმიკოსი იყო, თუმცა ასეთ საოცარ ლაბორატორიას მის მოკრძალებულ სახლში ვერც წარმოვიდგენდი. სიმართლე რომ ვთქვა ჩენი წარმატებული მეცნიერი გახლდათ და ალბათ დიდი ხნის მუშაოვა და მჭირდებოდა, რომ მეც მის დონემდე მივსულიყავი. ძალიან მახარებდა ეს ფაქტი, ვინაიდან დეიდაშვილის დამხმარე გავხდი და მასთან ერთად უამრავ ახალ რამეს ვსწავლობდი, თანაც, იმდენად მხიარული და თბილი იყო, რომ არასოდეს ეზარებოდა ცოდნა გაეზიარებინა, ჩემს შეცდომებს კი ღიმილითა და მშვიდი ახსნით პასუხობდა.
ნახევარ საათში მისი მეგობარი ჩენიოლი გამოჩნდა და თავაზიანად მომესალმა. ამ სახლში სიცოცხლის 10 წელი მემატება, ზოგჯერ მთელი კვირა გვიწევს მუშაობაში გათენება, თუმცა მუდამ მხიარულება სუფევს. ჩენიოლი ყოველთვის ცდილობს მეგობარი გაამხიარულოს, ხოლო, მიუხედავად 6 თვის თანაცხოვრებისა, ჩემი ჯერ კიდევ ერიდება. ზოგჯერ თავაზიანად გამიღიმებს ხოლმე.
მე და ჩენი ყავის სმას შევუდექით, ჩენიოლმა კი დილით მომხდარი სახალისო ამბავი მოახსენა მეგობარს და ორივე ერთხმად ახარხარდა. მეც ჩუმად გამეცინა, თანაც შევამჩნიე რომ ჩენიოლმა ჩუმად გადმომხედა, ხოლო როცა დაინახა, რომ მეც ვიცინოდი სიცილს უმატა, შემდეგ მორიდებულად თავი დახარა და გავიდა.

More special than H2OWhere stories live. Discover now