თავი 3

121 10 0
                                    


  მარტოდ დარჩენილი ლუჰანი ადგილს ვერ პოულობდა, თან აწუხებდა კითხვა: რატომ დატრიალდებოდა სხვა პატრონის გამოჩენის შემთხვევაში უბედურება ? ბოლოს გადაწყვიტა სანამ კლოდი დაბრუნდებოდა, უზარმაზარი სახლის დათვალიერება. მისაღები ოთახიდან დარბაზში გამოვიდა, დაინახა კარი რომლითაც შემოვიდა, დაათვალიერა უზარმაზარი ჭაღი, კიბეებს აჰყვა და მარჯვენა კორიდორი გაიარა, გული რატომღაც სულ ბოლო ოთახისკენ უწევდა და მივიდა კიდეც ,მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა, სახელურს წევდა ქვემოთ, მაგრამ კარი არ იღებოდა. - ბიძია ლუჰან, ეს კარები ჩაკეტილია და სანამ ბაბუა ჯონს არ მოუნდება არ გაიღება.- ლუჰანმა შიშისგან კინაღამ დაიყვირა, თავის ძლივს შემოატრიალა, მის უკან პატარა გოგონა იდგა მომღიმარი სახით, ხელში დათუნია ეჭირა, რომელსაც ცალ თვალზე სახვევი ეკეთა და რაღაც ბოროტულად იღიმოდა. - ვინ ხარ გოგონა შენ? ან აქ საიდან მოხვდი? - ლუჰანმა ძლივს ენა ამოიდგა.- მე მარია მქვია, დღეიდან მე და თქვენ ამ სახლში ერთად ვიცხოვრებთ. - ღიმილით უთხრა გოგონამ. -გთხოვ, თქვენობით ნუ მომმართავ, უბრალოდ ლუჰანი დამიძახე. - ღიმილითვე უპასუხა სახლის ახალმა პატრონმა. - აბა მარია მომიყევი აქ საიდან გაჩნდი? მე აქ დიდი ხანი არ ვყოფილვარ. ბევრი რამ არ ვიცი, თუ დამეხმარები ძალიან მადლიერი ვიქნები და იმედია კარგი მეგობრები გავხდებით. - ხელი გაუწოდა ლუჰანმა და ისეთი გულწრფელი ღიმილით გაუღიმა, რომ გოგონა ძალიან მოიხიბლა. - ბიძია ლუჰანი ძალიან , ძალიან გავს ბიძია ჯონს. - ხელი ჩაჰკიდა და ლუჰანი ერთ ოთახამდე მიიყვანა. ეს მარიას ოთახი იყო და მთელი გულით შეიპატიჟა სტუმარი. ლუჰანი გაოგნებული დარჩა, როდესაც დაინახა ასეთი მყუდრო, არც ისე პატარა ოთახი ლამაზი კედლებით, ფარდებით, სათამაშოებით, მაგრამ კუთხეში თვალს მოკრა დანაწევრებული სათამაშოების გროვას და ლუჰანი ამის გამო დაეჭვდა. - რა მოუვიდათ იმ სათამაშოებს? - მზერით ანიშნა კუთხეში დაყრილ ნაწილებზე. - არაფერი, უბრალოდ გამაბრაზეს. ჩაის ხომ დალევ ჩემთან ერთად? - ღიმილით უთხრა გოგონამ, მაგრამ ეტყობოდა ამ ღიმილს სიყალბე და არავინ არ იცოდა რა იმალებოდა ამ ღიმილის უკან. - ვაიმე ჩაი!.. კლოდი მელოდება, ბოდიში მარია, უნდა წავიდე სხვა დროს იყოს!.. ხომ იცი კლოდმა როგორი გაბრაზება იცის..- უხერხულად ჩაიცინა ლუჰანმა და კარებისკენ გაწია - კი, ვიცი სხვადროს გამომიარე მაშინ, ბიძია ლუჰან - ისევ გაუღიმა ლუჰანს. - სტუმარი კი, გავიდა ოთახიდან და მისაღები ოთახისკენ გაემართა. მაგრამ ლუჰანმა ვერ დაინახა მარიას სახე როდესაც მან ოთახი დატოვა, შურით, ბოროტებით, ბოღმით სავსე სახე ჰქონდა გოგონას, მისი თვალები მხოლოდ სიძულვილს ანთხევდნენ. - სამაგიეროს გადაგიხდი. - თქვა გოგონამ, ერთერთ თოჯინას თავი მოაგლიჯა და დანარჩენ დანაწევრებულ სათამაშოებთან მიაგდო. 

Artificial LoveWhere stories live. Discover now