თავი 5

99 13 2
                                    


 „შემთხვევითობა ყოველთვის არაა შემთხვევითი" - გაახსენდა ლუჰანს ეს გამონათქვამი და წიგნს დახედა, ტყავის გარეკანს ხელი ჩამოუსვა, მშვენივრად ახსოვდა ბაბუა, როგორ წერდა ამ წიგნში რაღაცებს, ხან ნასიამოვნები, ხან კი ანერვიულებული სახით, მას ეგონა რომ ბაბუა იქ თავის ლექსებს წერდა, მაგრამ თურმე საშინლად ცდებოდა. ჯონმა ერთხელ უთხრა რომ ეს წიგნი მისი გახდებოდა ოდესღაც და მას გამოიყენებდა ცხოვრებაში. წიგნი ცოტა ხნით, გვერდზე გადადო და სკივრში ჩაიხედა, რაღაც უცნაურ ნივთებთან ერთად იპოვა პატარა ბლოკნოტი. ლუჰანმა ამოიღო ის და ინტერესით გადაშალა, ეს აღმოჩნდა ბაბუის დღიური რომელსაც ახალგაზრდობაში აწარმოებდა, ყველაფრის ახლავე წაკითხვა სურდა მას, მაგრამ ვერა, რაღაც არ ასვენებდა, თავი ოდნავ გააქნია უკმაყოფილების ნიშნად და ყველაფერი რაც სკივრიდან ამოიღო უკან ჩადო და ჩაკეტა. შემდეგ სკივრი აიღო და თავის ოთახში გაიტანა რომელიც აქედან სამი კარით გვერდზე იყო. ჩუმად გავიდა და ჩუმადვე დაბრუნდა უკან, როდესაც მიხვდა რომ არავინ უთვალთვალებდა ნივთების დათვალიერება განაგრძო. კაბინეტის ბოლოს ოთახი იყო შეტეხილი, ამ პატარა ნაწილში ნივთები ელაგა, რომელსაც დიდი ხანია არავინ მიკარებია, მოკლედ ოთახის ეს ნაწილი საკუჭნაოს როლს ასრულებდა. მიათვალიერა ყველაფერი მემკვიდრემ და კუთხეში შეამჩნია ძალიან დიდი რაღაც, რასაც ჭაობისფერი ქსოვილი ქონდა გადაფარებული, ცნობისმოყვარეობამ სძლია ისევ და მოხსნა ეს ქსოვილი, მტვრის სქელი ფენა ძირს და ჰაერში მიმოიფანტა, მას ხველება აუტყდა და ძლივს გაჩერდა, როდესაც დაწყნარდა შეამჩნია რომ ეს იყიო ლამაზი ქალი პორტრეტი, იქიდან ცბიერად იყურებოდა ორი შავი თვალი, სქელ ტუჩებზე ცინიკური, ეშმაკური ღიმილი იყო ასახული, გრძელი შავი თმა მხრებზე ქონდა გადმოყრილი, ხოლო ხორბლისფერი კანი მას ეშხს უფრო მატებდა. ყმაწვილი აკვირდებოდა მას და მიხვდა რომ სურათებზე აღბეჭდილი ქალი და პორტრეტზე დახატული ქალი ერთი და იგივე პიროვნება იყო, ისინი ძალიან გავდნენ ერთმანეთს. როდესაც მიხვდა რომ ეს პიროვნება ადალინდა იყო ყურადღება მიიქცია ერთმა ნივთმა, რომელიც კისერზე ქონდა ჩამოკიდებული მას. ლუჰანს სახეზე გაოცება და გაურკვევლობა გამოესახა, მან დაინახა კრისტალი ზუსტად ისეთი როგორიც თვითონ მას ეკეთა კისერზე, დაბნეულმა ქსოვილი ისევ უკან გადააფარა ნახატს და სკამზე ჩამოჯდა. მიუხედავად ამისა რომ ადალინდა რაღაც ეჭვებს უღძრავდა, მისმა სილამაზემ ძალიან მოხიბლა და წამიერად ჩაფიქრდა ნახატზე, მაგრამ უცბადვე გამოფხიზლდა, ფიქრებში ისევ ელენი შემოიჭრა და მსგავსი აზრები გაუფანტა, აჩრდილი აიძულებდა ბიჭს რომ ის ყოფილიყო ერთადერთი ქალი მის ცხოვრებაში, სხვა გზას არ უტოვებდა. ელენი თითქოს იმ ქვეყნიდანაც არ უტოვებდა წასასვლელს, მარტო დარჩენა თითქმის არ იცოდა ლუჰანმა რა იყო. უცბად წამოხტა, მივიდა ისევ ნახატთან და მოხსნა ეს ნაჭერი, შეხედა ადალინდას, მისი ნაზი და ეშმაკური ღიმილი მას ძალიან ხიბლავდა.

Artificial LoveWhere stories live. Discover now