თავი 7

84 8 0
                                    

* საუკუნის შემდეგ დავასრულებ ალბათ ამას.. მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი შენიშვნასთან დაკავშირებით აქ იქნება ისეთი ფრაზები რომელთა განმარტებაც არ გეცოდინებათ ამიტომ ტექსტის ბოლოს იქნება განმარტებული.  სასიამოვნო წაკითხვას გისურვებთ :3 *

- მოდის?

- არა მგონი არა - სიცილით უთხრა მარიამ ლუჰანს - გადავრჩით , მაგრამ ხვალ უეჭველი მოგხვდებაა

- იქნებადა გადავრჩეთ... ჰმმმ.. არა უეჭველი მოგხვდება. - გაიცინა ლუჰანმაც და კალათაში ჩაიხედა ნაირნაირი ტკბილეული იყო შიგნით,

- ნადავლის გაყოფის დროააა შეიძლება მერიანმა შეგვამჩნიოს. - დოინჯი შემოირტყა გოგონამ და სერიოზული სახით შეხედა.

-მართალი ხარ. - დაეთანხმა ლუჰანიც

ნადავლი ზუსტად შუაზე გაიყვეს, კმაყოფილებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს როგორც მეგობრებმა და დაშორდნენ.

- ძილინებისა მარია.. - ღიმილით უთხრა ლუჰანმა.

- ძილინებისა .. - უპასუხა გოგონამაც, სევდიანი ღიმილით გაემართა ოთახისკენ, სახეზე ალმური ეკიდებოდა, რა სჭირდა? რა დაემართა? ისევ აწუხებდა მსგავსი კითხვები, ნუთუ?... არაა ხელი ლოყაზე მიირტყა და თავი გააქნია, თითქოს სულელური აზრების ტვინიდან გამოყრა სურდა. მაგრამ არა კალათას ჩახედა, გაახსენდა რომ კალათა დაუთმო, რათა ტკბილეული ხელით არ წაეღო და არ დაფანტვოდა.

გრძნობები? ჩემნაირ ადამიანს? ჯერ ადრეა, არცაა საჭირო. სიყვარულის გამო იტანჯებიან, ადამიანები რომლებსაც შეიყვარებ ან გიღალატებენ ან მიგატოვებენ, ამ ქვეყნად მარტო დაგტოვებენ. ეს გარდაუვალია. განგება ასეთია, ოდესღაც მიადგები შენი ცხოვრების იმ ფურცელს სადაც მარტო ყოფნა გიწერია. საკუთარი გამოცდილებით თუ არა, წიგნებიდან მაინც ვიცი ეს ყველაფერი. ადამიანი კი რომელიც ჭკვიანია სხვის შეცდომებზე სწავლობს და არა თავისაზე. ამიტომ მარია გამოდი მაგ ოცნებების სამყაროდან და შავთეთრ რეალობას დაუბრუნდი, შენ აქ დავალება გაქვს შესასრულებელი. - თავის თავს ესაუბრებოდა გოგონა, ოთახში შევიდა და ლოგინზე შეხტა. მერე ისევ ჩამოხტა ტანზე გამოიცვალა, სარკე ბალიშის ქვეშ შემალა, ღამის პერანგი ჩაიცვა, ზემოთ აწეული კოსა გაიშალა და გრძელი თმები მის მხრებს გადაეფინა, დაივარცხნა, ჩაიწნა და დასაძინებლად მოემზადა. თვალები დახუჭა.. მაგრამ უეცრად ბალიშის ქვევიდან სიმხურვალე იგრძნო, ხელი შეყო და სარკე გამოიღო, საწოლის გვერდზე მყოფი ლამფა აანთო და სარკეში ჩაიხედა.

Artificial LoveHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin