თავი 11

189 11 9
                                    


- მოიცა მოიცა.. ანუ.. მე მას.. არა რა თქმა უნდა. დემონებს თუ ენდე ესე იგი ჭკუა არ გქონია ადამიანს თავში. მაგრამ მისი თვალები.. - ნუ მოკლედ ახალგაზრდა ბაბუაშენს ჩემო შვილიშვილო, ასეთი აზრები აწუხებდა. ამ ფიქრებით უთქმელად გამოვედი კაბინეტიდან, ოთახიდან ორი ბალიში და პლედები წამოვათრიე, უკან დავბრუნდი და ისევ წყვილი შავი თვალის მზერა ვიგრძენი.

- რა აკეთებ?

- ისეთს არაფერს , რაც გაგაკვირვებს- ადალინდასთან მივედი, ფეხები გავუსხსენი, ბალიში მივაწოდე და პლედი გადავაფარე. მას შემოვუარე და ბუხარიც ავანთე რადგან ძალიან ციოდა.

- მადლობა..

- ჯობია დაიძინო. - უხეშად ვუპასუხე და მეც სავარძელში თბილად მოვკალათდი და სიზმრების სამყაროში თავით გადავეშვი.

დილით კლოდის კაკუნმა გამაღვიძა, ადალინდას ეძინა და ამიტომ ჩუმად გავედი კაბინეტიდან, რატომღაც არ მინდოდა მისი გაღვიძება, მოკლედ მოვყვები რომ უფრო დავახლოვდით, თითქმის რამოდენიმე დღეში უკვე თავისუფლად ვსაუბრობდით ერთმანეთში, არ მქონდა იმის დარდი რომ ვაიმე ეს ხომ დემონია, სულაც არა, ადალინდა მართლაც განსხავებული აღმოჩნდა, ის ოდესღაც ადამიანი იყო, როგორც ყველა დემონი. მაგრამ თავისი ცოდვების გამო ჯოჯოხეთში აღმოჩნდა. თვითმკვლელობა, ეს არის ისეთი რამ, რის გამოც ადამიანს პირდაპირი რეისით ჯოჯოხეთში უშვებენ და გასაგებია რატომაც. ყველაზე მეტად ის გამიკვირდა რომ მას ახსოვდა თავისი წარსულიდან რაღაცები რაც დასაფასებელია ანუ თავიდანვე ის ცდილობდა ადამიანობის შენარჩუნებას, აი ზუსტად ამან, ადამიანობის სურვილმა მიიქცია ჩემი ყურადღება და ამით გამოარჩევდი მის შავ თვალებს, სხვისი ბანალური შავისგან. გავიდა კვირები მას უკვე ისე ვენდობოდი როგორც კლოდს. არ მყავდა დაბმული, ისიც ძალიან მომეჩვია და ვაღიარებ და ის იყო ჩემი პირველი სიყვარული, ადალინდა - დემონი.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Nov 29, 2016 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Artificial LoveWhere stories live. Discover now