თავი 10

58 7 0
                                    


- გრძელი.. ცივი.. მტანჯველი ღამეე ~~ - ღიღინით მივედი კარადასთან, ნაზად გამოვიღე, დამატებით ნაკურთხი წყალი, ვერცხლის დანები, ნაჭრები, ტყავის ხელბორკილები, თოკები და რევოლვერი სადაც ნამდვილი ტყვიის მაგივრად მარილით სავსე ტყვიები იყო. - გამხნევებას აზრი არ აქვს, ვიცი რომ გეტკინება თან ძალიან .. ძალიან.. ძალიან.. - ჯამში ჩავასხი და მთლიანად შევასხი ნაკურთხი წყალი ეს მათთვის ისეთი მწარეა, როგორც ადამიანისთვის ცეცხლში ცოცხლად დაწვა, მაგრამ მათი რეგენერაცია სწრაფად მიმდინარეობს, გული წაუვიდა და იატაკზე დავარდა. უცბად მივირბინე სკამზე დავსვი , ხელები და ფეხები შევუკარი, სახეზე შევხედე, დამწვრობის კვალი უკვე აღარ ეტყობოდა , ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი და ყურში ნაზად ჩავრჩურჩულე - ძალიან ვწუხვარ... - ზუსტად ამ დროს გამოფხიზლდა და შავი თვალები მომაპყრო, - კი მაგრამ რანაირად... შეუძლებელია... ვიცი რომ ადამიანი წინააღმდეგობის შემცველი საოცარი ცხოველია, მაგრამ ასეთ დონეზე? მე ვხედავ შენს გულში წუხილს და სინდისის ქენჯნას? ააჰ ადალიდნა გეცოდება? გასაგებია გასაგებია! ოუუუ... ეს რა საინტერესოა... - ჩაიღიმა- სხვათაშორის მეც იგივე მინდა გითხრა, არის რაღაც შენში რაც მიზიდავს.. თან ძალიან... - თავისი სახე ჩემ სახესთან უფრო ახლოს მოწია და მრავლისმეტყველად ამომხედა, - სამწუხაროა რომ აზრების, ფიქრების, გონების და დაფარული სურვილების მხოლოდ დანახვა და წაკითხვა შემიძლია და არა მართვა თორემ უკვე მკვდარი იქნებოდი. - ეს გავიგონე თუ არა მაშინვე მოვშორდი პენტაგრამას, ოდნავ შიშმა შემიპყრო, მაგრამ ამავე დროს უფრო დიდი ჟინი გამიჩნდა, უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა ყველაფერი, ვხალისდებოდი...

- სანამ არ მეტყვი ჩემგან რა გჭირდებათ, არ გავჩერდები. - ავიღე ნაკურთხ წყალში დასველებული დანა და მკლავზე ჩამოვუსვი ბასრი მხარე, წითელმა სისხლმა გზა გარეთ იპოვა და გადმოვიდა, ჭრილობაში წყალი შევიდა და აუწვა ხელი ტყვეს, მეორე ხელი, კისერი, ლოყა.. გაჩერება მინდოდა მაგრამ ვერა, ვერ ვჩერდებოდი, სისასტიკე სისხლში გვაქვს ჩვენ, და ყოველთვის შეგახსენებს თავს ბრძოლებში ეს გახსოვდეს.

Artificial LoveTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang