კოშმარი

128 11 2
                                    


  თვალები რომ გავახილე ,მივხვდი რომ უცნობ ადგილას ვიყავი.თავიდან ცოტა გაბრუებული ვიყავი მაგრამ საბოლოოდ რომ გამოვფხიზლდი ვიგრძენი რომ ფეხები და ხელები თოკით მქონდა გაკოჭილი,ხოლო პირი ნაჭრით მჭიდროდ შეკრული. მიმოვიხედე ვიყავი პატარა ცატიელ ოთახში,ეტყობოდა რომ ძველი ოთახი იყო შპალერი ჩამოხეული კედლები გაშავებულუ პარკეტი საერთოდ აყილი იყო ადგილ-ადგილღა შერჩენოდა. რა მოხდა აღარ მახსოვდა გონება ჯერ კიდევ ბინდში მქონდა გახვეული. არ ვიცი აქამდე რატომ არ შევამჩნიე მაგრამ ოთახში სულ მარტო ვიყავი ტონიც არსად იყო.. სადაა ტონი? ნეტა მოვიდა აზრზე? ტონი ? რა ხდება არაფერი მახსოვს!! წამოდგომაც ვერ მოვახერხე სხეული დამძიმებული მქონდა. უცბად კარი გაიღო და ოთახში ოდნავ დაბალი და ძვალმსხვილი ახალგაზრდა შემოვიდა.
- ოჰ გაიღვიძე?! ვაიმე არ გინდა ნუ მჭამ მზერით. გაგიკვირდა აქ რომ ხარ ? ალბათ არც გახსოვს რა მოხდა არ გემახსოვრება აბა ორი დოზა ძილის წამლის შემდეგ.- ძილის წამალი?! აა გამახსენდა ის სასმელი რომ დავლიეთ აი თურმე რა იყო. ესეიგი ეს ერთ-ერთი იმათგანია სახლში რომ მოგვაკითხეს~ მაგრამ რატო ?! რას გვერჩიან!!- რა იყო გაგიკვირდა? აბა რა გეგონა ხუთი კაცი რომ დაგვისახიჩრე და ერთი მოკალი კიდეც ! ჩვენ მაფიოზები არაფერს ისე არ ვტოვებთ ამიტომ შენ შენსას მიიღებ გაიგე ლამაზო. რას ანერვიულდი რა იყო შენს საყვარელს ეძებ. ჰაჰ ის შენზე სუსტი აღმოჩნდა ჯერ არ გამოღვიძებია გაკოჭილი შენს გვერდით ოთახში გდია- ტონიი !!- კარგი წყნარად და ჩუმად იყავი სანამ დიდი ძმა არ დაბრუნდება მერე კი რამეს მოგიხერხებთ ჰაჰა თუ ჭკვიანად იქნები სიკვდილის გზას თვითონ აგარჩევინებთ~~ ცოტახანში შემოგივლი - თქვა ეს და გავიდა. ხუთი კაცი ? მოიცა ეს იმ ბრძოლაზე ამბობს? ესეიგი ისინი მართლა მაფიოზები იყვნენ?! ო ღმერთო ეს რა ჩავიდინე ~~ ტონი !! სადაა ? აი ამ კედლის უკან ხო ?! მივცოცდი კედელთან მხრით მივეყუდე და მთელი ძალით ვურტყავდი პასუხი არ გამცეს.. ალბთ ისევ უგონოდაა~~ გადავხედე ჩემს თავს, უკვე საღად ვიყავი დავიხედე ხელებზე ჰაჰ და ამით უნდათ ამათ რომ შემაჩერონ~~ უპრობლემოდ გამოვიხსენი ხელები თოკისგან შემდეგ ფეხებიც და პირიც განვითავისუფლე. მივიწიე უფრო ახლოს კედელთან ფაკტიურად მივეკარი, კედელი საკმაოდ თხელი იყო არამგონია აგურისგან ყოფილიყო, ყური მივადე და შევეცადე რაღაც მაინც გამეგო, მომესმა სუნთქვის ხმა ალბათ ეს ტონი იყო და რადგან ასე კარგად მესმოდა სუნთქვა ესეიგი ისიც კედელს იყო მობჯენილი. ხელი ოდნავ დავაბრახუმე მაგრამ მან ხმა არ გამცა ალბათ ისევ უგონოდ იყო. უცბად შემომესმა ფეხის ხვა ვიღაც მოდიოდა. შემოხიხვიე თოკი ფეხებზე და ხელებზე პირი გავიკარი და დავბრუნდი ზუსტად იმ ადგილას. ოთახში ისევ ის ტიპი შემოვიდა.
-ოჰ ვხედავ ჭკვიანად იქცევი აქ საჭმლის და წყლის მოსატანად გამომიშვეს მაგრამ მე მგონია რომ ის შენ არ გჭირდება და გადავყარე ჰაჰაჰა დიმარკოს ოჯახი არასდროს არავის შეიწყალებს კარგი მე წავალ და მალე დავბრუნდები.-შეტრიალდა და წასვლა დააპირა. მე კი წამებში უჩუმრად ავდექი მივუახლოვდი და ძლიერი დარტყმით გავთიშე. ეს მოხდა რამდენიმე წამში გამოვათრიე უკან,გავხადე ტანსაცნელი,მას ეცვა შარვალკოსტუმი და ეფარა ქუდი,ის ჩემი სიმაღლის იყო თან მე დიდად წანწკლა არ ვიყავი ამიტომ ფიზიკურად დიდი განსხვავება არ იყო მთავარი პრობლემა თმა და სახე გახლდათ. ჩავიცვი მისი ტანსაცმელი კარგად მომერგო. რადგან მისი ქუდი ოდნავ დიდი მქონდა თმა ავიკეცე, ქუდი დავიხურე და სახეზე ჩამოვიწიე ისე რომ თვალები არ მიჩანდა დანარჩენს შევეცდებოდი თავი დახრილი მქონოდა. 

RevengeOnde histórias criam vida. Descubra agora