მამამ ტელეფონი აიღო და ზარი განახორციელა, სახეზე დაძაბულობა ეტყობოდა, ზარზე მოპასუხე ადამიანს მხოლოდ ის უთხრა რომ მოსულიყვნენ რაც შეიძლებიდა სწრაფად. მივხვდი რაზეც იყო საუბარი რადგან მოსმენილი მქონდა ისტორია დედასგან რომ „ერთ დღეს მოვიდოდა ჩემი მეგობარი და წამიყვანდა მათგან შორს“ ყოველთვის მეშინოდა ამ ამბის რადგან ვიცოდი რომ ის მეგობრები „ვამპირები იყვნენ“ და ისინი სისხლით იკვებებიან, მიუხედავად იმისა რომ მამამ მითხრა ისინი ხელს რ დამაკარებდნენ მე მაინც მეშინოდა. ერთი საათის შემდეგ კარზე დააკაკუნეს , დედა გაიქცა კარებისაკენ და გააღო ის, მე მხოლოდ სიბნელეს ვხედავდი რომელიც სავსე მთვარით იყო განათებული.
დედამ კარები დახურა და უკან შემობრუნდა მისაღებ ოთახში , უცბად უკნიდან ხმა მომესმა.
-გაიზარდე იუმინ!!
-ჰა?!_შემეშინდა როდესაც ბიჭის ხმა ჩამესმა და წამოვხტი სავარძელიდან, დავინახე ექვსი ბიჭის სილუეტი.
-ყველა მოხვედით, გმადლობთ!_მამამ მათ მიესალმა და ჩაეხუტა.
-რა მოხდა? ჯერ კიდევ რვა თვეა დარჩენილი სანამ წყევლა მოქმედებას დაიწყებს, რატომ დაგვირეკე ასე ადრე?_ კითხა ერთ ერთმა მამას
-ვიცი მაგრამ.........ის უკვე მოქმედებს
-როგორ? არარსებულია ჯერ ძალიან ადრე.
-შეიძლება შეგეშალა?_გრძელ თმიანმა ბიჭმა უთხრა
-არა არ მეშლება, გუშინ ღამე იუმინი ადგა ლოგინიდან და დაიწყო წინ და უკან სიარული მთელს სახლში , შემდეგ ის გავიდა გარეთ და შევიდა ტყეში, მე მას გავყევი და დავინახე რომ მას ხელში სისხლიანი დანა ეკავა და უბიწო შველს თავს დაესხა და ყელი გამოფატრა შემდეგ ის დაბრუნდა სახლში და დაიძინა ,მისი ტანსაცმელი სისხლში იყო ამოსვრილი. მეორე დილით როდესაც თავისი ტანსაცმელი დაინახა შეეშინდა და ვერაფერი გაიხსენა რაც წინა ღამეს მოხდა.
-ამ უკაცრავად და ესენი ვინები არიან მამა?
-ესენი ჩემი მეგობრის შვილები არიან, ესენი ის ბიჭები არიან რომელზეც დედა გიყვებოდა.
-გამარჯობათ , მე იუმინი მქვია სასიამოვნოა თქვენი გაცნობა..._ყველანაირად შევეცადე შიში დამემალა
-მე ვონუ მქვია, ეს ჯონჰანია, ის ჯოშუა, შემდეგ მინგიუ,უჯი და ჯუნუი , მას შეგიძლია უბრალოდ ჯუნი დაუძახო.
თავდაპირველად არ ჰგავდნენ უცნაურ ბიჭებს როგორებიც წარმომედგინენ.
-იუმინ , ჩაიცვი, ჩაალაგე ბარგი და გაემზადე , მივდივართ_თქვა ჯოშუამ
-ეხლა???
-ხო არ შეიძლება დროს დაკარგვა მალე_ თქვა ჯონჰანმა
-კარგით ავიღებ ყველაფერს._
მივბრუნდი კიბისკენ ,რომ ჩემს ოთახში ავსულიყავი მაგრამ უეცრად....
-ყველაფერი ჩალაგებულია_თქვა ჯუნმა რომელსაც ჩემი ჩანთა ეჭირა ხელში.
-ჰეი!!! რატომ შეხვედი ჩემს ოთახში!!!_დავუყვირე ჯუნს
-ძალიან ნელი ხარ!!_მანაც დამიყვირა.
-აიშ!!_შევხედე მას და გავედი გარეთ.
დედამ და მამამ გაგვაცილეს ,დედამ დაიწყო ტირილი
-ომა , ნუ ტირი გთხოვ_ჩავეხუტე მას მაგრად და დავემშვიდობე.
-მამა მიხედე დედას.
ვონუმ მანქანაში შემაგდო და კარები დაკეტა შემდეგ მინგიუმ ნატურალური წვენი მომაწოდა.
-მადლობა_ მე
-არაა საჭირო მადლობის გადახდა, ის კარგია შენი სისხლისთვის
-ჰა?!!_შემეშინდა და ვიკივლე
-ნუ გეშინია , ის არ გიკბენს_ დამამშვიდა ჯოშუამ
მიუხედავად იმისა რომ ჯოშუამ დამამშვიდა მაინც მაგრად მეშინია მათი , ისინი ჩემს სისხლს დალევენ და მომკლავენ...დე , მა სახლში მინდა.
მანქანით თითმის სამი საათი ვიარეთ, გზა გძელი და საშიში იყო არ წარმომედგინა ასეთი ადგილი თუ არსებობდა, უცებ მანქანა ჰაერში ავარდა და გადაბრუნდა შიშისგან თვალები დავხუჭე......... მაგრამ ვერაფერი ვიგრძენი. -იუმინ გაახილე თვალები.
-ჰმ?_დავინახე ჯუნი რომელსაც ხელში ვყავდი აყვანილი
-ჯანდაბა! მონადირეები იყვნენ აქ_თქვა უჯიმ
-კარგით , გვირჩევნია სწრაფად წავიდეთ მათ უკვე გაიგეს მის შესახებ.
-ვინ გაიგო ჩემს შესახებ?
-უბრალოდ წინ იარე_მითხრა უჯიმ.
ტყეში შევედით გარკვეული დროის შემდეგ საბოლოოდ მივაღწიეთ სახლს რომელიც უდიდესი იყო ,როგორც სასახლე , მაგრამ ის მთლიანად დაფარული იყო ნისლში იქაურობა სიბნელეს ჰქონდა შეპყრობილი შიშმა ამიტაცა სახლის ხედის დანახვისას.
როდესაც სახლში შევედით არც ისეთი საშიში იყო როგორიც გარედან,ყველაფერი სუფთა იყო და ბზინავდა მიუხედავად იმისა რომ მთელს სახლში მხოლოდ ბიჭები ცხოვრობენ..თუ არა?
-იუმინ!!!_გავიგე როგორ ყვიროდა ვიღაცა ჩემს სახელს , რაღაცნაირად მეცნო მისი ხმა , გამიგია ოდესმე? , მისი ხმა მეორდება ჩემს თავში....“იუმინ,იუმინ,იუმინ!!!!“..... თავი ამტკივდა, გეყოფა ნუ მეძახი -საკმარისიააააა_ვიკივლე
-რა მოხდა?_ჯონჰანმა მკითხა აღელვებული სახით.
-არვიცი ვიღაცა მეძახდა_მე ვუპასუხე
-კარგი დაწყნარდი_მან მითხრა და ჩამეხუტა. ეს რა იყო? ვისი ხმა იყო?
-გამარჯობა,იუმინ, მე ჩანმი ვარ_ორი გოგო დამიდგა წინ
-იოო!! ჰაჰ მე სუნმი მქვია_ როგორი ლამაზები არიან. ჩანმიმ გამიცინა და შემდეგ ხელი კრა ჯონჰანს.
-ჩვენ დები ვართ არ ვგავართ ერთმანეთს?_ თქვა ჩანმიმ მაგრამ სუნმიმ მას ხელი ჰკრა
-წამოდი, გაჩვენებ შენს ოთახს იუმინ_მითხრა სუნმიმ. საყვარელ ოთახში ამიყვანეს რომელიც სულ ღია ფერებში იყო შემკული. გამიკვირდა არ წარმომედგინა ამ სახლში თუ არსებობდა ასეთი ოთახი.
-მოგწონს_მკითხა სუნმიმ
-კი მადლობა.
-მიდი დაიძინე ძალიან დაღლილი ჩანხარ._ მას გავუღიმე და წამოვწექი ლოგინზე , დავხუჭე თვალები და ვცადე დამეძინა მაგრამ რაღაც უცნაურად ვიგრძენი თავი,თავი ამტკივდა ,სუნთქვა შემიკავდა თითქოს ვიღაც მახრჩობდა მაგრამ წამებში ყველაფერმა გამიარა..... უბრალოდ ცარიელი სივრცე მთელს ჩემს სხეულში. ჩემმა სხეულმა თავისით დაიწყო მოძრაობა მე მას ვერ ვაკონტროლებ როგორც წინა ღამეს დამემართა მაგრამ ამჯერად ყველაფერს ვხედავდი და ვიმახსოვრებდი. ჩავედი პირველ სართულზე და შემოსასვლელი კარის გაღება ვცადე..
-იუმინ_ გავიგონე ჯუნის ხმა ვერ გავმოძრავდი , არ მემორჩილებოდა ჩემი სხეული , ქანდაკებასავით ვიყავი გაშეშებული. ჯუნი მომიახლოვდა და შემომხედა
-იუმინ გამოფხიზლდი, იუმინ!!!_მან მაქანავა , რა არ მიქნა რომ გამოვეფხიზლებინე მაგრამ შედეგი ნული იყო, შემდეგ მან დაიხედა ძირს და თქვა
-მაპატიე_რისთვის ჯუნ? გამიკვირდა მან შემომხედა სისხლიანი თვალებით,მის სახეზე თვალებთან ახლოს ვენები მუქი ლუჯი გაუხდა რომელიც შავსი გადადიოდა, ხელი ზურგზე მომკიდა და მისკენ მიმიზიდა ,თმები კისრიდან ზურგს უკან გადამიყარა და გაშიშვლა ჩემი კისერი შემდგომ გააყო პირი და დავინახე მისი თეთრი ეშვები..........
YOU ARE READING
Slave Of Blood
Fanfictionგოგონა სახელად იუმინი დაწყევლილია. ის ბედისგან გაწირულია, არავინ არიცის გადარჩება თუ მოკვდება? იქნებ სრულიად საშინელი ცხოვრება ელოდება წინ?. ექვს ვამპირის ხელში. სისხლის მონებიის ხელში. მათთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება უწევს... საბოლოოდ რა ბედი ეწევა იუმ...