რა ვქნა? არ მაინტერესებს რა დაემართება იუმინს მაგრამ მაინც შიგნიდან რაღაც მჭამს და არ მასვენებს. მისი დახმარების სურვილი არ მაძლევს უფლებას მასზე არ ვიფიქრო, ჯანდაბა! როდიდან გავხდი ასეთი?
ფიქრებში ისე ჩამეძინა ვერც კი ვიგრძენი. შუა ღამეს მანქანის ხმამ გამაღვიძა უცებ წამოვდექი და დაბლა ჩავირბინე. ექვსივე კარებთან იდგა და მე მიყურებდა.
-მიუ,შენს მეგობრებს დაურეკე და რაც შეიძლება სწრაფად მოვიდნენ.
-კარგი.
ტელეფონისკენ გავიქეცი და ესქუფსის ნომერი სწრაფად ავკრიფე.
-ქუფს,რაც შეიძლება მალე მოდით.
-რატო? რამე მოხდა? ხო კარად ხარ?
-კიკი კარგად ვარ ყველანი მოდით, წამოიღეთ ბარგი რაც მოგინდებათ, აქ იცხოვრებთ ცოტახნით.
-რა?
-მოდით და ისე მოიქეცით როგორც მე ვიქცევი, ნიღაბი აიკარით სახეზე და ზიზღი არ გამოხატოთ,როცა მოხვალთ ყველაფერს აგიხსნით.
-კარგი ახლავე შევატყობინებ დანარჩენებს.
ყურმილი გავუთიშე და ღრმად ჩავისუნთქე.
-რა იყო? მალე მოვლენ?
-კი მალე აქ იქნებიან.
-კარგი,ბიჭებო გაამზადეთ რაც წასაღებია და მანქანაში ჩაალაგეთ მალე მოვლენ.
-აუუ რა გაყვირებთ?_ნახევრად მძინარე იუმინი ჩამოვიდა დაბლა თან თვალებს ისრესდა.
-მივდივართ ბეიბ დაგავიწყდა?_ჰანი აეტუზა უკან.
-აუ მერე ჩუმად ვერ წახვიდოდით?
-უკაცრავად რომ ვიხმაურეთ პრინცესავ და დაგიფრთხეთ ტკბილი ძილი, მაგრამ ისევ შენს გამო მივდივართ._ირონიულად გაუცინა ჯუნმა.
-უკაცრავად? რამე მომესმა? ვინ გითხრათ წადითო? დაყვედრებული არაფერი მინდა!
-ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული საერთოდ არ წავიდოდი და არც დაგეხმარებოდი.
-ხოდა ნუ მიდიხარ!_ტონს მოუმატა იუმინმა
-კარგით გეყოფათ_ჩაერია უჯი და ჯუნი გარეთ გაიყვანა.
-რას მიარტყა თავი? სულ გაგიჟდა._ჩაილაპარაკა იუმინმა
-არ გაგიჟებულა.... ტკბილი ჯუნის ნიღაბი მოიშორა. ეს მისი ნამდვილი სახეა,გულქვა და უხეში._მიუგო მინგიუმ
-ჰაჰ? ხვლიკის ჯოგები არავის არ დაუფრთხოს რა.
ცოტახანში ტელეფონის ხმა ისმის და ავტომატურად ვპასუხობ.
-გამოდი დაგვხვდი იეჭვებენ პირდაპირ რომ მოვიდეთ.
-რატო?
-რა რატო? საიდან უნდა ვიცოდეთ ჩვენ მათი სახლი?
-გამოვდივარ.
-სად გადიხარ?_უჯიმ მკითხა.
-დავხვდე მათ, გზა არ იციან.
-კარგი,მალე მოდი ჩვენი გასვლის დროა.
-მალე მოვალ.
ფანარი ავიღე და გარეთ გავედი. სირბილი დავიწყე რომ მალე მივსულიყავი მათთან, შორიდან შევნიშნე მინჰაო და დავუძახე მას.
-წამოდით მოვიდა.
-რა ხდება? მოყევი.
-მოკლედ, სადღაც მიდიან არვიცი სად მაგრამ რამოდენიმე დღე შეიძლება ვერ დაბრუნდნენ ან მეტი, იუმინის წაყვანა სახიფათო არისო ამიტომაც მე შევთავაზე იდეა და დათანხმდნენ.
-რა იდეა?
-რას ვერ მიხვდი დინო? ის იდეა რომ თქვენ იცხოვრებთ მათ სახლში.
-რა სისულელეა? როგორ დათანხმდნენ სართოდ ეგეთი დებილები არიან?
-ვერნონ,მეც ეგ გავიფიქრე მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ.
-კარგით წავიდეთ მაშინ.
ESTÁS LEYENDO
Slave Of Blood
Fanficგოგონა სახელად იუმინი დაწყევლილია. ის ბედისგან გაწირულია, არავინ არიცის გადარჩება თუ მოკვდება? იქნებ სრულიად საშინელი ცხოვრება ელოდება წინ?. ექვს ვამპირის ხელში. სისხლის მონებიის ხელში. მათთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება უწევს... საბოლოოდ რა ბედი ეწევა იუმ...