თავი 15

239 29 6
                                    

-ჯოშუა მიყვარხარ.
-მეც_ჩაიცინა და ხელი გადამხვია.
-ხვალ ერთმანეთს ხო შევხვდებით?
-რა თქმა უნდა!
-ახლა მომწონხარ.
-ჩემს ძმას გავხარ.
-ვარ კიდეც.
-ხო ხარ._ცოტახანი ასე ვიჯექით და ცას ვუყურებდით,თანდა თან ერთმანეთსაც შევხედავდით ხოლმე. ეს მშვენიერი წუთები კი უჯის ძახილმა გაგვიფანტა, დრო იყო.

დაბლა ჩავედით, ყველა საკუთარ ადგილს იკავებდა. რა თქმა უნდა,მეც. გარეთ გავედი, ჩემს გარშემო კი ბიჭები დადგნენ, ჯერ არაფერი არ ჩანდა ცოტახანში კი ტყეში ასობით ციცინათელა აციმციმდა უფრო სწორას თვალები, მონადირენი და მგელნი უკვე აქ იყვნენ, ჩვენი სისხლი სწყურდათ. მოგვიახლოვდნენ,უკვე ჩვენს ტერიტორიაზე იდგნენ, წინ მინგჰაო გამოვიდა და დიქეი ხესთან საიმედოდ მიაბა. განწირული ხმით ჩემს სახელს გაჰყვიროდა, სინკვანს ევედრებოდა მაგრამ ამაოდ. გასაკვირი მხოლოდ ის იყო რომ ესქუფსი არ სად ჩანდა.
ერთმანეთის პირისპირ ვიდექით, ჩუმ ღამეს მგლების ღრენა არღვევდა, პირიდან ქაფი სცვიოდათ და თვალები მუქ ყვითლად უკაშკაშებდათ. შემეშინდა ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი მაგრამ მაინც არ დავიხიე.
-იუმინ,დაგვნებდით!_დინოს ხმა გაისმა. პასუხი არ გავეცით,შერკინებისთვის მზად ვიყავით.
Authors Pov:
მგლები წინ გადმოხტნენ და პირველნი გაემართნენ დასაგლეჯად, ვამპირებმა ძალა მოიკრიბეს და შეტევაზე გადავიდნენ.
ჯოშუა და ჯონჰანი ხელის გაუსვრელად იგერიებდნენ მაქციებს, უჯი და ჯუნი დაუნდობლად და სასტიკად კლავდნენ მათ, მინგიუც არ იშურებდა ძალას, მის ზურგს კი ვონუ ამყარებდა, ბრძოლა დაუნდობელი იყო. არც იუმინი იდგა გულხელ დაკრეფილი, ისიც ჩაერთო ბრძოლაში, არც ერთხელ არ დაუხამხამებია თვალი როცა გულს აგლეჯდა თითოეულ მაქციას, დაუნდობლად კლავდა მათ. დრო რომ არა ალბათ აწამებდა კიდეც,თვალები გაუშავდა სახე წაეშალა, გიჟს დაემსგავსა, ყველას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა თითქოს ის ამით სიამოვნებას იღებდა, ხელში გული ეჭირა და იცინოდა.
დრო იწელებოდა, სანამ რამოდენიმეს მოვკლავდნენ ახალი ხროვა მოდიოდა. ფაქტი ერთი იყო,მოწინააღმდეგენი რიცხოვნობით ძალიან აღემატებოდნენ მათ.
ორი მაქცია მინგიუს მივარდა, ერთი ფეხებში წვდა მეორე მხრებში მისი გაწევა დაიწყეს. მინგიუს ყვირილი აღმოხდა პირიდან, წელთან უკვე სისხლი სდიოდა, ცოტაც და შუაზე გახლეჩდნენ, ერთ-ერთი მაქცია უეცრად ძირას დავარდა მეორეს ხელი უკნიდან შეარჭო იუმინმა, გული, გულმკერდის ძვლის გამოველწვით წინ გამოწია და შემდეგ უკან. ხელში გული დაიჭირა ძირს დააგდო და ფეხით გასრისა,პირველი მაქცია შხამიანმა ისარმა მოკლა,რომელიც სახლის სახურავიდან იყო მიუს მიერ ნასროლი. მინგიუს ხელი მოჰკიდა იუმინმა და თვალის დახამხამებაში ოთახში აღმოჩმდნენ, მიუც მათ მივარდა.
-სისხლი გჭირდება._იუმინმა ხელზე გამავალ ვენას კბილი გაჰკრა და მისი მაჯიდან სისხლმა გაუჩერებმივ დაიწყო დენა. მინგიუს პირთან მიუტანა და მანაც დაუყონებლივ,დალევა დაიყო. ცოტახანში გობს მოეგო, ყველაფერი აღუდგა და ფეხზე წამოდგა.
-მოიცა... შენც ხომ ვამპირი ხარ, როგორ დაეხმარა შენი სისხლი_მიუ გაკვირვებას ვერ მალავდა მინგიუმ კი მოკლედ მოუჭრა.
-განსხვავებულია._ პასუხის შემდეგ ორივე გარეთ გავიდა და მოუ მარტო დატოვეს. ბრძოლაში ჯვლავ ჩაერთნენ, მაქციებთან ერთად უკვე ჰანთერები იბრძოდნენ, ისრებს,ტყვიებს და ელექტრობადეებს იყენებდნენ.
-ეს ჯერ კიდევ დასაწყისია_გაისმა მინგჰაოს ხმა. ყველა სისხლში იყო ამოსვრილი და დაღლილი.
ვამპირები ალყაში მოაქციეს გასაქცევი გზა აღარ იყო.
-დაგვნებდით_ვერნონმა იარაღი ვონუს დაუმიზნა. ვონუმ სწრაფად იმოქმედა და იარაღი ხელიდან გამოგლიჯა უკვე შეიცვალა სამიზნე. ლულა ვერნონის მიმართულებით იყო.
ალყის და მიუხედავად მაინც იბრძოდნენ, უჯი ხან ერთს დააგდებდა ძირს ხან მეორეს.
ჰანთერების მოკვლა არც უცდიათ, ჯონჰანმა დინოს თავსი მაგრად ჩაარტყა და გათიშა.
-ერთი გავარდა._ღიმილით თქვა და გაუჩინარდა თვალთა ხედვიდან, მაქციას უკან დაუდგა.
-მგონი მომიწევს ხელის გასვრა._გული ამოგლიჯა და ძირს დააგდო, ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და ხელები შეიმშრალა.
-შენსას არ იშლი არა?_მიაძახა მინგიუმ და გაუცინა.
-დასვრილი ხეთ ხომ არ ვივლი._ უპასუხა ჯონჰანმა და მომავალ მაქციას ყბაში ჯოხი შეარჭო ისე რომ ტვინამდე ააღწია.
-მოშორდით მოედანს_მიუს შეძახილი გაისმა და ვამპირები თვალის დახამხამებაში მოშორდნენ ადგილს,იქაურობა კი ისრებით დაიფარა. ერთდროულად ნასროლმა რამდენიმე შხამიანმა მშვილდმა ექვსი მაქცია შეიწირა.
-ყელში ამოვიდა უკვე!_დაიყვირა მინგჰაომ და იქვე მდგომ ვონუს კისერი მოტეხა, ის ძირს დავარდა უგონოდ.
-ნორმალურად იჩხუბეთ!_დაიყვირა და განაგრძო ვამპირების დაჭრა. მინგჰაო ჯუნისკენ გაემართა და მუცელში ხმალი გაუყარა რომელმაც მეორე მხრიდან გამოყო თავი. ხმლის გამოცლის შემდეგ თავის წაჭრა დააპირა მგარად იუმინი სწრაფი აღმოჩნდა და მინგჰაო კედელს მიახეთქა ისე რომ გონება დაკარგა და თამაშს გამოეთიშა.
-კარგად ხარ?_ჯუნს მივარდა და ჭრილობაზე ხელი დაადო.
-უკეთესადაც ვყოფილვარ_უპასუხა ჯუნმა და წელში გაიმართა.
სანამ ჯუნი და იუმინი ლაპარაკობდნენ ჰანთერებმა დრო იხელთეს და ტყვიები ყველა მათგანს დაახალეს.
-აზრი აღარ აქვს ჩხუბს._ დაიყვირა ვერნონმა. იუმინი ბრაზმა აიტანა და ვერნონს ყელში წვდა, ძირს დააგდო ზემოდან მოთავსდა.
-რატომ არ დამიჯერე იუმინ?_ნაცნობი ხმა მოესმა გონება გაეფანტა, გაკვორვება და შოკი ტკივილმა ჩაანაცვლა, გულში ბასრი საგანი ჰქონდა შერჭობილი. სანამ წაიქცეოდა და გაქვავებას დაიწყებდა მკვლელს გახედა, თვალიდან ცრემლი ჩამოუვარდა და ესქუფსს ცივი საგანი რომელიც იუმინის გულში იყო გატარებული ხელით ეჭირა და უფრო ღრმად მიაწვა,გოგონას პირიდან სისხლი გადმოვარდა, ორგანიზმა გაქვავება დაიწყო,წინ მდგომ ესქუფსს დაეყრდნო და ამომავალ წითელ მთვარეს გახედა რომელმაც წამებში სიბნელით დაფარული არემარე წითლად გაანათა. ესქუფსსმა უსულო იუმინის სხეული ძირს დააგდო და ბრძანება გასცა.
-დანარჩენებიც მოკალით._ სანამ რომელიმე ადგილიდან გაინძრეოდა ჯუნს გული წავიდა და ძირს უგონოდ დაეცა, იმ დღეს ორი უძლიერესი არსების სხეული უგონოდ ეგდო ძირს, იუმინის ორგანიზმი უკვე გაქვავებულიყო, ჯუნის ორგანიზმა კი გაქვავების პროცესი დავარდნისთანავე დაიწყო, ცოტახანში ორივეს სხეული ჰაერში გაიფანტა.
-რა ჯანდაბა მოხდა?! როდიდან იქცევა ვამპირის სხეული მტვრად!_დაიყვირა დინომ. ჰაერში გაფანტული მტვერი ერთმანეთს შეერწყა, ტრიალი დაიწყო და კვლავ ორად გაიყო, მტვარი მიწიკენ დაეშვა. მიწაზე ორი სხეული ხელ ჩაკიდებული იდგა და ცინიკურად იცინოდა. მთვარემ სიკაშკაშე დაკარგა და კვლავ თეთრი გახდა.
-არ არსებობს, შეუძლებელია_ქალის განწირულ ყვირილზე ვონუც გონს მოეგო და "დამყვირებლის" დანახვისას ენა მუცელში ჩაუვარდა. ტყესთან ახლოს ჰელენის სხეული შენიშნა, ხელები გაშლილი ჰქონდა, მტევნებზე კი მწვანე გარსი ეკრა,
რომელიც ნელნელა უფრო კაშკაშა ხდებოდა. ვონუ მისკ3ნ დაიძრა, წამში მასთან აღმოჩნდა ხელები დაუკავა და სახით ხეს მიახეთქა.
-ვონი ხელი გამიშვი!
-არა, მიუხედავად ყველაფრისა ის ჩემი ძმაა არ მოგცემ მისი მოკვლის საშუალებას.
-შენ არავინ გეკითხება! მასაც მივკლავ და შენც ზედ მიგაყოლებ!_ვონუ უხილავმა ძალამ უკან იგდო და ხეზე გამოზრდილ ტოტს დაესო, ტკივილისგან ყვირილი აღმოხდა.
-გიკვირს არა? სიკვდილამდე მაწამე! ერთხელაც არ გინანია!
-ცდები....
-შეიძლება,მაგრამ ის შენი ძმაა როგორც შენ ასავე ის მოკდება.
მთლიანი შენი მოდგმის სისხლი დაიღვრება დღეს._ჰელენი შეშლილივით იცინოდა. ვონუმ ხელები ხეს მიაყრდნო ძალა მოიკრიბა და მთელი ძალით თავი წინ წასწია, ტკივილმა ერთი ორჯერ დააძალა ეყვირა. ბოლოს ძირს ჩამოვარდა და ღრმად დაიწყო სუნთქვა. ორგანისმში შეხორვების პროცესი უკვე მიმდინარეობდა ამიტომ ტკივილი წამი წამზე უმსუბუქდებოდა.
სანამ ვონუ ფეხზე წამოდგა ჰელენი უკვე მოშორებული იყო იქაურობას. ვონუმ ყურადღება იმ ორი სხეულისკენ გადაიტანა რომელიც ადგილზე გაუნძრევლად იდგა.
იუმინს გრძელი ჩავი კაბა ეცვა, თმები გაშლილი ჰქონდა და თავზე შავი გვირგვინი ედგა.
ჯუნიც შავებში იყო შემოსილი, ჩვეულებრივ შავი შარვალი და შავი ზედა ეცვა, ყელს კი შავი ჩოკერი ამშვენებდა რომელზეც იუმინის სახელი იყო ამოტვიფრული.
-აი თურმე ჯუნს რა ბედი ჰქონია..._ჩაილაპარაკა უჯიმ და ჩაიცინა.
-როგორც ჩანს გეგმა ჩაგეშალა._ სუმინმა თვალები გაახილა და ესქუფსს გახედა.
-სამწუხაროა..._კვლავ განაგრძო მან -არაფრისთვის გიწვალიათ, ბოლოს მაინც წყევლამ გაიმარჯვა, ოღონდ ამჯერად მსხვერპლის სასარგებლოდ.
-წარმოუდგენელია._ჩაილაპარაკა ესქუფსმა და მაქციები კვლავ შეტევაზე გადავიდნენ. იუმინმა ჯუნს ხელი გაუშვა ისიც წამში მოწყდა ადგილს უკან კი რვა გულით ხელთი დაბრუნდა.
-არ დანებდეთ! _მინგჰაოს ხმამ სიჩუმე დაარღვია, მაქციებმა ყმუილი ატეხეს და შეტევაზე გადავიდნენ, ბრძოლოს მოედანს ყველა გამოეცალა გარდა ჯუნისა და იუმინისა.
-მოსაბეზრებელია_ჩაიცინა და ხელი ჰაერში ასწია, მტევანი მარჯვნივ მიატრიალა მაქციები გაშეშდნენ,შემდეგი მოძრაობა ნაზად და ნელა შეასრულა იუმინმა, მაქციები ჩაიკეცნენ, ბოლოს მუშტი შეკრა და მაქციებს პირიდან სისხლი წასკდათ, ძირს დავარდნენ და ნაფლეთებად იქცნენ.
-კიდევ გააგრძელებთ ბრძოლას?_დამცინაცი ხმით იკითხა იუმინმა.
-ჯერ ვხურდებით_გაისმა დინოს ხმა.
-წარმატებები.
-საკმარისია, ყელში ამოვიდა ბავშვური კინკლაობა_მოედანზე ჰელენიც გამოჩნდა, ხელები გაშალა და თვალები დახუჭა რამოდენიმე გაუგებარი სიტყვა წარმოსთქვა და მკვდარი მაქციები გაცოცხლდნენ.
-ეგ არც ისეთი ძლიერი შელოცვაა._ იუმინმა ჰელენისკენ დაიწყო სიარული,მაქციები მას მიცვივდნენ.
-დავიღალე უმოქმედოდ ყოფნით,სისხლი მინდა!_იუმინის ხმაა ყვავების ხმა მოჰყვა. თითოეულ მაქციას რიგრიგობით ყელში წვდა და ეშვებით გამიფატრა, ღრმად კბენდა და შემდგომ ძლიერად გამოგლეჯდა ხოლმე. უკვე ჰელენს უახლოვდებოდა როდესაც მან პატარა წინადადება წარმოთქვა და ჯუნის გვერდით გაჩნდა.
-ბნელეთის პრინცესას საკუთარი მონის მეშვეობით თუ დაამარცხებ, რა მაგარია ერთი გასროლით ორ კურდღელს მოვკლავ._ჯუნი გააქვავ და თხემებზე ხელები ნაზად მოათავსა, თვალები დახუჭა და მისი ტვინის განადგურებას შეუდგა. ჯერ ერთუ ფეხი მოეკეცა იუმინს მერე მეორე, გრძნიბდა როგორ კვდებოდა ჯუნი. სწორედ ეს იყო მისი სუსტი წერტილი. ბნელეთის პრონცესას თან ახლავს მონა რომელიც მისგვერდით იქნება სამუდამოდ. მონა პრინცესას მოკვლის გასაღებად ითვლება. თუ მას მოუღებ ბოლოს,ბნელეთის პრინცესაც მოკვდება.
იუმინმა ძალა მოიკრიბა და ჯუნთან მივიდა,მისი ტვინის განადგურებოთ დაკავებული ჰელენი გათიშული იყო ისევე როგორც ჯუნიც. იუმინმა არ დააყოვნა და ხელი გაიჭრა, ვენიდან მომავალი სისხლი ჯუნს ტუჩებზე მოაცხო. მისმა გემომ ის გამოაფხიზლა და დაუფიქრავად შეუდგა იუმინის სისხლის დალევას. სხეულზე ვენები დაებერა,ფერი დაუბრუნდა. ხელი ბაგეებიდან მოიშორა და გაიცინა, წამებში მოტრიალდა და ჰელენის თავი მის მტევანში მოიქცია.
-სისხლის მონის შეაახებ გსმენია?_ღონე მიცლილი იუმინი გაფითრებულ ჰელენს მიუბრუნდა.
-ჯუნი ჩემი სისხლის მონაა. მანამ სანამ მას ჩემი სისხლი გააჩნია არ მოკვდება, ეს ფაქტორი გაუთვალისწინებელი დაგრჩა, საბოლოო სიტყვები გაქვს?
-მე მაინც დავბრუნდები!
-ნუ იიმედებ თავს საყვარელო, უბრალო ვამპირის მიერ არ კვდები, შენ თვით ბნელეთის პრინცესის მონა გკლავს,მგონი ხვდები რასაც ვგულისხმობ, თუ ვერადა ნება მომეცი აგიხსნა.
გარდა იმისა რომ ახლა ჩვეულებრივი გზით მოკდები, ენერგია სიგრძნობ, რომელიც უკან დაბრუნების გზებს გადაგიკეტავს და სამუდამოდ გამოგამწყვდევს იქითა სამყაროში. ნახვამდის, მომიკითხე შენი მაქციები._ხელი დაუქნია და ჯუნმაც მისი მოკვლა არ დააყოვნა,მუჭის შეკვრა დაუწყო და თავის ქალა ნაფლეთებად იქცა, მის ხელში კი ტვინის ნაწილები შემორჩა.
-მგონი ეს დაგჭირდება_ჯონჰანმა ხელსახოცი გაუწოდა.
-ცხოვრებაში პირველად მიჭირავს ხელში ადამიანის ტვინი_ჩაიცინა ჯუნმა და ხელები შეიმშრალა, ძალა მოკლებული იუმინი ხელში აიყვანა და სახლისკენ დაიძრა.
-ჯანდაბა დანარჩენებმა გაქცევა მოასწრეს.
-ნუ ნერვიულობ მინგიუ ისინი აღარასდროს აღარ დაბრუნდებიან. წადი გირჩევნია ხეს მიბმული დიქეი გაათავისუფლო და სახლში შემოიყვანო._მინგიუც დაუყოვნებლოვ მასთან მივიდა და მაგრად მოჭერილი თოკები შეხსნა.
-ვერ გადარჩა ხო?
-ცოცხლია მაგრამ შეცვლილი.
-გასაგებია.....

Slave Of Bloodحيث تعيش القصص. اكتشف الآن