თავი 8

211 30 2
                                    

Wonwoos POV: მანქანა დაიძრა და წავედით ჩამოვშორდით სახლს

Ops! Esta imagem não segue nossas diretrizes de conteúdo. Para continuar a publicação, tente removê-la ou carregar outra.


Wonwoos POV:
მანქანა დაიძრა და წავედით ჩამოვშორდით სახლს.
-რას ვაპირებთ?_ჰანი
-არვიცი... მართლა არვიცი_ჩაილაპარაკა ჯოშუამ.
-გამოსავალი უნდა იყოს.
-მართალი ხარ მინგიუ, გამოსავალი არის მაგრამ რთული.
სადაც ჩვენ მივდივართ, იქაურობა სავსე იქნება გამოცდებით და ხაფანგებით.
-ჰმმ~ იმ გოგოს გამო საკუთარ თავს საფრთხეში რატომ ვიგდებთ?
-ვონუ ნუ სვავ ისეთ კითხვებს რაზეც პასუხი თავად იცი.
-..... მაშინ რა ვალდებულნი ვართ? პირობა ჩვენ არ მიგვიცია.
-სამაგიეროდ მამაჩვენმა მისცა,სწორეადც რომ ვალდებულნი ვართ დავეხმაროთ.
-მინგიუ ნუ გამოხვედი მშვიდობის მტრედი.
-გეყოფათ! გაჩუმდით!
-უჯი რა გაყვირებს?
-მოკეტეთ,ამოვიდა თქვენი ჩხუბი ყელში.
-სად მივდივართ?
-აფრიკაში, კერძოდ ეგვიპტეში.
-ეგვიპტეში?!
-იმედია რამზეს პირამიდაში არ მივდივართ....
-სწორედაც რომ იქ მივდივართ.
-იქ რა გვინდა? ის ხომ განადგურდა და მისგან მხოლოდ ნამსხვრევები დარჩა?
-მართალი ხართ,მამაჩვენის და ლეოს ბრძოლის შედეგად იქაურობა დაინგრა, მაგრამ საიდუმლო მიწისქვეშა გვირაბები არ დანგრეულა. რა გვინდა პირამიდაში თუ არა მისი საიდუმლოებანი?
-იქ რა ხდება?
-გვირაბებში ბევრი თავსატეხი შეგვხვდება,მის ბოლოს უკვე ზეციურ ძალებთან მოგვიწევს პირისპირ შეხვედრა, არვიცი იქ რა მოხდება... მაგრამ თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, იუმინის გადარჩენის გზას ვიპოვით.
-მაგრამ ამ ყველაფერს შეიძლება რომელიმე ჩვენთაგანი შეეწიროს?
-არვიცი ჯონჰან არაფერი.
ყველა დადუმდა, ხმას არავინ არ იღებდა. თითოეული მათგანი ფიქრებმა შეიპყრო, რათქმა უნდა მეც.
ვნერვიულობ,არვიცი რა მოხდება ეგვიპტეში. არმინდა რომელიმე ჩვენთაგანი შეეწიროს ამ ყველაფერს,არც ის მინდა იუმინი რომ მოკვდეს, მაგრამ არჩევანი ჩემზე რომ ყოფილიყო, ძმებს ავირჩევდი და არა იმ გოგოს.
სამწუხაროა ეს ბედი რომ ეწია, მაგრამ ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია?..  ჯუნი რომ არა აქ არც ვიქნებოდი, ისიც დაწყევლილ დღეს დაიბადა, იუმინის გადარჩენის გზით იქნებ ჯუნიც გამოკეთდეს. მისი ხასიათი დღითი დღე ფეთქებადი ხდება, ბოროტდება.
მართალია ვამპირები ვართ და სიბნელის ნაწილნი ვართ, მაგრამ ვიცით რას ნიშნავს "სინანული" "ტკივილი" და "შენდობა"
ხო ვამპირებმა ვიცით სიტყვა შენდობის განმარტება. ცივსისხლიან მკვლელებს გვეძახიან,სისხლის მსმელ მონსტრებს, დიახ ჩვენ ვართ სისხლის მსმელი მონსტრნი,ხალხსაც ხშირად ვკლავთ მაგრამ არა დაუმსახურებლად, სისხლის დალევისას, ერთი წვეთიც საკმარისია იმის გასაგებად თუ როგორი პიროვნებაა, სისხლში ბევრი გრძნობაა არეული, შიში,სინანული,ბედნიერებაც კი.
სიკვდილის ზღვარზე მყოფი ადამიანი შენდობას ითხოვს იმათგან ვისაც რამე დაუშავა, აი ამ დროს კი ის არ იმსახურებს სიცოცხლეს, რამდენი სერიული მკვლელი შემხვედრია, ყველა ნელი სიკვდილით დამისჯია. დავაბავდი ხოლმე და მშიერ მწყურვალეს მივაგდებდი სარდაფში.
თაგვებთან და ქვეწარმავლებთან.
უმეტესი მათგანი ამ საზიზღარ არსებებსაც კი ჭამდა შიმშილისგან.
მათი წყურვილი სიცოცხლისადმი დიდი იყო და ეგ უფრო მიმძაფრდება მათი სიკვდილის სურვილს, თუმცა გამონაკლისიც იყო.... გოგონა... ის ძალიან ლამაზი იყო დღემდე ვერ ვივიწყებ მის სილამაზეს და აცრემლიანებულ თვალებს.
შავი ბროლივით თვალები,გრძელი სწორი ყავისფერი თმა სხეულს უფარავდა,წითელი ხასხასა ტუჩები და ღია რბილი კანი.
ისეთი იყო რომ მოგინდებოდა სამუდამოდ დაგება და გეწამა.
მაგრამ მის დანახვაზე გული მწყდებოდა, საგულედან მივარდებოდა, არვიცი რას ვგრძნობდი მის მიმართ, ეს გრძნობა დღითი დღე იზრდებოდა ჩემში.
ვგრძნობდი როგორ იზრდებოდა მისი გავლენა ჩემზე, ვიცოდი ერთი სიტყვა რომ ეთქვა ჩემთვის იქვე გავქვავდებოდი, ამიტომ მასთან არ შევდიოდი.
ერთ დღესაც ყვირილი მომესმა სარდაფიდან, შეშინებულმა ჩავირბინე და ვხედავ როგორ უსიცოცხლოდ უჭირავს ჯუნს ის ხელში და როგორ ეწაფება მის კისერს, შემდეგ ძირს დაუნდობლად აგდებს და ჰაერს ღრმად ისუნთქავს, ტუჩებს ილოკავს და მე მიყურებს.
"ჭკვიანურია ვონუ"
ამბობს და გვერდის ავლას ცდილობს როდესაც ვიჭერ და კედელს ვაჯახებ.
"ეს რა გააკეთე?"
სახეზე წარბიც არ გაუთამაშებია ისე მკრა ცალი ხელი და კედელზე მიმახეთქა. წყევლა უზარმაზარ ძალას ანიჭებს მას. გოგონასთან მიდის ხელში იყვანს და ჩემთან მოყავს.
"კბენამდე შენი სახელი იყვირა"
"ვონუ~~~ ისეთი მაცდური ხმით თქვა რომ თავი ვერ შევიკავე"
"შეგიძლია დატკბე მისი სხეულით"
ამბობს და ზედას წამებში ახევს, ხავერდოვანი თეთრი კანი, პატარა მკერდი რომელიც ცოტაც და ბიუსჰალტერიდან გადმოცვივდება.... სრულყოფილებაა.
"აჰჰ ~ სახელი რომ იცოდე ჰელენი ერქვა"
და ოთახიდან გადის.
გოგონას დავხედე და თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა,სხეულზე დაეწვეთა,მისი სხეული ნელნელა ცივდება და იყინება.
პიჯაკი გავიხადე და მას ჩავაცვი, ხელში ავიყვანე,გულთან მივიკარი და გარეთ გავედი.
სახლის უკან გავიყვანე,ნავში ჩავაწვინე და დინებას გავატანე.

Slave Of BloodOnde histórias criam vida. Descubra agora