გავშეშდი. ხმას ვერ ვიღებდი და ვერც ვინძრეოდი. ის კი აგრძელებდა ჩემს კისერზე კოცნის დატოვებას. ნელ-ნელა კანკალმა ამიტანა. ხელები კიდევ უფრო გამიცივდა. ვგრძნობდი როგორ სწრაფად მოეწოდებოდა სისხლი ტუჩებსა და სახეს.
უცნაური გრძნობა დამეუფლა მუცელში. ხშირად წამიკითხავს წიგნებში, განსაკუთრებით სასიყვარულო ნოველებში, თუ რა გრძნობა ეუფლებოდათ გოგონებს, როცა ვინმე უყვარდებოდათ. როგორ უჩქარდებოდათ გული, როგორ უხურდათ ყველაფერი და როგორ იწყებდნენ მათ მუცელში პეპლები ფრთების მოძრაობას. თითქოს პეპლების ჯგუფი, ჩემს მუცელში დაბუდებული იყო მთელი ამ დროის განმავლობაში და შემდეგ „მისი" შეხების შემდეგ, ისინი აიშალნენ და მთელი სხეული მოიცვეს. ვაღიარებ, ხშირად ვამბობდი, რა სისულელეა მეთქი. ვაღიარებ, ეს ყველაფერი სასაცილოდაც არ მყოფნიდა. „როგორ შეიძლება ადამიანის სხეულში პეპლები ბუდობდნენ" მუდამ ამას ვამბობდი, როცა მსგავს რაღაცეებს ვკითხულობდი წიგნებში. ხშირად მეცინებოდა ამ სიტყვებზე და ხშირად ირონიულად და აგდებით ვუყურებდი. უბრალოდ წარმოუდგენლად წარმომედგინა.
თუმცა ახლა, ამ წუთს და ამ წამს მე ეს მესმის. ვხვდები და ვგრძნობ. ყველაფერი რაც კი წამიკითხავს, თითოეული სიტყვა სიყვარულზე, უბრალოდ ერთი დიდი აბსურდია. ვგულისხმობ, რომ სიყვარულის და ამ გრძნობის გადმოცემა, რომელსაც ახლა მე განვიცდი, უბრალოდ შეუძლებელია ზუსტად აღწერო სიტყვებით. შეუძლებელიია.. ნებისმიერი სიტყვა თუ ნებისმიერი აღწერა უბრალოდ ახლოსაც კი ვერ მივა. ის გაცილებით დიდი გრძნობაა.. დიდი და ყოვლის შემძლე. ყველაზე დიდი, რაც კი არსებობს დედამიწაზე. წიგნები? მათში აღწერილი სიყვარული? ის ახლოსაც კი ვერ მივა, იქამდე, რასაც ახლა განვიცდიი. ეს გაცილებით დიდი და ძლიერი გრძნობაა. გრძნობა, რომელიც თითქოს და ფრენას გასწავლის. გრძნობა, რომლის გამოც „გონება გეკარგება" და „თვალთ გებინდება" . გრძნობა, რომელიც უბრალოდ უზომოდ სასიამვნოა.
YOU ARE READING
ბნელი გვირგვინი(დასრულებულია)
ФанфикChanyeol fanfiction "არ მჭირდება ეს ტახტი. არ მჭირდება ეგ გვირგვინი. არ მჭირდება ეს დაწყევლილი დიდება და ძალაუფლება. მე მხოლოდ ის მჭირდება ბედნიერებისთვის!" Highest ranking: #12