დასასრული(13)

2.2K 161 143
                                    

ვგრძნობ როგორ ვსველდები. როგორ ეწვეთება ჩემს, ისედაც გაყინულ სხეულს წვიმის ცივი წვეთები. როგორ მიუყვება მთელს სხეულს. ვგრძნობ, როგორ მეყინება ნელ-ნელა სხეულის თითოეული მილიმეტრი. როგორ ვკარგავ მოძრაობის უნარს. როგორ ვიძირები უსასრულობაში და როგორ მიკვდება თითოეული უჯრედი.

მატკინე, პარკ ჩანიოლ! არაამქვეყნიური ტკივილი მომაყენე; ენით აღუწერელი და უშველებელი. მძულხარ მთელი არსებით. ვ.ე.რ გ.ი.ტ.ა.ნ.

ძალიან ნელა, მთელი ორგანიზმი მისდამი სიძულვილითაა და ენით აღუწერელი ტკივილით მევსება. მინდა ვიტირო, მინდა ვიყვირო, მაგრამ არ გამომდის. უბრალოდ არ შემიძლია. უბრალოდ განადგურებული და მიწასთან გასწორებული ვარ. თითქოს ვიღაცამ თავზე გადამიარა და მიწაზე მიმაჭყლიტა, როგორც მწერი.

არა! არა! უარს ვამბობ! ეს არ არის რეალობა! არა! ახლა გავიღვიძებ და ჩემს ჩანის ჩახუტეებული ვეყოლები. ის გამაღვიძებს, ხელებს შემომხვევს და ძლიერად მაკოცებს. ჰომ? მართალი ვარ?!...

რატომ არ ვიღვიძებ?! ვინმემ გამაღვიძეთ! არ მინდა. არ მომწონს ეს სიზმარი. კოშმარია..გთხოვთ... მაგრამ არავინ არ მაღვიძებს. რათქმაუნდა, ეს ხომ რეალობაა... ჰაჰ, მწარე რეალობა, რომელიც საშინლად მტკენს გულს. უბრალოდ მანდომებს გავქრე. მოვკვდე! მაგრამ არ შემიძლია!

მივრბივარ მთელი სისწრაფითაა და უკანასკნელი ძალებით ვცდილობ თითოეული შემდეგი ნაბიჯი წინაზე უფრო დიდი იყოს. მივრბივარ უკან მოეხედავად.

ვიცი, რომ უნდა გავიქცე. ვიცი, რომ დროა დავტოვო ეს სასახლე. ჰაჰ, რეალურად ეს დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა მშობლები დამეღუპნენ. უფრო სწორად მომიკლეს. მაგრამ რაღაც მუდამ მაკავებდა! ეს რაღაცა კი ჩანიოლი და მასთან დაკავშირებული გრძნობები იყო. ის რასაც ყოველთვის განვიცდიდი, როდესაც მას ვხედავდი... როდესაც ის მეხებოდა, მეფერებოდა... გრძნობა, რომელიც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ძლიერი და ნელ-ნელა ყველაფრის შთანთქმელი ხდებოდა. რომელიც უდიდესი და უძლიერესი იყო; რომელიც სხეულის ყველაზე დამალულ და მიკარგულ ნაწილებშიც კი იყო შეღწეული; რომელიც გულს მინათებდა და თვალებში „სინათლის სხივს" მიჩენდა; რომელიც უბრალოდ მაბედნიერებდა.

ბნელი გვირგვინი(დასრულებულია)Where stories live. Discover now