მკვლელი(12)

1.5K 101 45
                                    

-რასაც მინდა იმას ვიზამ. რატომ? იმიტომ, რომ ახლა შენ ჩემს დაქვემდებარებისა და კონტროლის ქვეშ ხარ. ასე რომ.. კეიკო, მოემზადე... იმიტომ, რომ არ ვაპირებ უკან დავიხიო. ახლა უკვე ჩემი დროა. კრის ვუ, დაიმახსოვრე ეს სახელი, რადგანაც მას კიდევ არა ერთხელ გაიგებ, საყვარელო!

უბრალოდ თვალებში შევცქერი, რომელიც უამრავი სიბოროტით არის სავსე; რომელიც გულს მირევს;

მეზიზღება! მეზიზღება ის ფაქტი, რომ ახლა მე მის ხელში ვარ. ახლა ის უკვე მე მაკონტროლებს. ახლა უკვე მან იცის ჩემზე ის, რაც სხვებმა არ იციან. მან ჩემი საიდუმლო იცის, რამაც შეიძლება არამარტო ჩემი, არამედ სხვების სიცოცხლეც მთლიანად გაანადგუროს.

სიმართლე გითხრათ მინდა კიდევაც გამჟღავნდეს Dj Queen ვინაობა. ვიცი, რომ მე არასდროს მეყოფა გამბედაობა იმისთვის, რომ ნიღაბი მოვიხსნა.

ნიღაბი, რომელიც არა მხოლოდ უბრალოდ აქსესუარია. ამავდროულად ის ჩემი ფარია, რომელიც მიცავს. მიცავს საზოგადოებისგან და მისი სიტყვებისგან. მიცავს მისი საშინელი კომენტარებისგან. ფარი, რომელიც უკვე 5 წელია მიცავს და არ აძლევს საზოგადოებას გამიცნოს. არ აძლევს საზოგადოებას დამჩაგროს!

-შეგეშინდა?!

-სულ არ მაინტერებს მე რა მომივა!

-მაგრამ გაინტერებს რა მოუვა ჩანიოლს, არა? ჰაჰ, რა მომგებიან სიტუაციაში ვარ. ჰაჰ... კეიკო, დედიკომ და მამიკომ არ გასწავლეს, რომ სიყვარული ნამდვილად არ არის რაიმე პრივილეგია?! არ გასწავლეს, რომ სიყვარული ადამიანს უფრო ასუსტებს და უფრო დაუცველს აჩენს? ლამაზო, ახლა უკვე ვიცი, რა, უფრო სწორად ვინ არის შენი აქილევსის ქუსლი! ეს თვით იაპონიის მეფე და კორეის ტახტის მემკვიდრე, პარკ ჩანიოლია!

-როგორ ბედავ?! როგორ?! შენ არ გაქვს უფლება ასე ისაუბრო. შენ არ იცი, რა გრძნობაა სიყვარული. შენ ის არასდროს განგიცდია. არ იცი რა შეუძლია მას. როგორი სიძლიერისაა და რა არის მისი არსი. ასე, რომ ნუ საუბრობ მასზე ,როგორც რაიმე ნაგავზე. რაც არ იცი იმაზე ნუ საუბრობ!-დავუყვირე მთელი ძალით

ბნელი გვირგვინი(დასრულებულია)Where stories live. Discover now