ONE

108 11 3
                                    

 სანამ თხრობას დავიწყებდე,მოდი თვალი გადავავლოთ ორივე პერსონაჟის ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს.
----
 იუნგის მშობლები აღარ ახსოვს,რადგან ისინი ერთმანეთს მისი დაბადებიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ გაშორდნენ,ხოლო ჩვილის მოვლა უკვე ბიძამისს ეკისრებოდა.იუნგიმ სკოლა უმაღლესი ნიშნებით  დაამთავრა და ბიძის წყალობით სეულის სამხატვრო ინსტიტუტში მოეწყო,მაგრამ როგორც კი სწავლა დაასრულა ბიძამ გააფრთხილა,რომ მას უკვე თავისით უნდა ეზრუნა საკუთარ თავზე და მუშაობა დაეწყო.იუნგი მუსიკოსი გახლავთ,რაც საქმეს უფრო ართულებდა.იმ დროს მისი პროფესიის ხალხს დიდი ანაზღაურება არ ჰქონდათ და მითუმეტეს ისეთ დამწყებებს,როგორიც მინ იუნგი გახლავთ.იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის,რომ თავისი ნაშრომით ეშოვა ფული.ამის გამო ის ან არ ჭამდა ან ტრანსპორტზე ამბობდა უარს.მისი ნაშრომებიდან მხოლოდ ერთი თუ გაიყიდებოდა ხოლმე,ისიც რაღაც უმნიშვნელო ფასად.ამჟამად მან სეულის მიტოვებული ლიანდაგების წინ ჰპოვა თავშესაფარი.ბინა კი იმ იმედით გაყიდა,რომ თავის ნაშრომებს ამ ფულით გაავრცელებდა,პიარის გზით.სამწუხაროდ,არც ამან არ გაამართლა,მაგრამ მომავლის იმედით აგრძელებს სიმღერების წერას და ბოლომდე იბრძვის გადარჩენისთვის.მისი ერთადერთი განუყრელი მეგობარია ბაქსი-ძაღლი,რომელიც მან სახლის დატოვების შემდეგ გაიცნო.ახლა ის გახლავთ მისი სახლიც,საუკეთესო მეგობარიც და ყველაზე ახლო ნათესავიც.ბიძამისი ძილში გარდაიცვალა ისე მოულოდნელად,რომ ანდერძის დატოვება ვერ მოასწრო.ალბათ ასეთ რამეს არ მოელოდა და არაფერი არ ჰქონდა გათვალისწინებული.

ხლა კი გაგაცნობთ,როგორც თვითონ მოითხოვა,რომ გვეხსენებინა,ზე-სრულყოფილ,იდეალურ და უნაკლო ადამიანს,რომელზეც წინაზე მხოლოდ მცირე ინფორმაცია მიიღეთ: ჰოსოკი.იგი მდიდარ ოჯახში იზრდებოდა და ფულზე პრობლემა არასდროს არ ჰქონია.გარეგნულად მართლაც რომ იდეალური პიროვნებაა,მაგრამ აქვს ერთი ნაკლი:მის ბავშვურ,მხიარულ და თბილ მხარეს არ აჩენს.ამის ნაცვლად კი ქედმაღალ,ამპარტავან და უხეს ადამიანად გაცნობთ თავს.გულის წიაღში კი თავისი ასეთი მხარე მთელი არსებით სძულს.მანაც ასევე დაამთავრა სეულის სამხატვრო უნივერსიტეტი და ახლა წარმატებით მოღვაწეობს მუსიკალურ სფეროში.მისი უდიდესი სურვილი იყო გაეცნო ის ადამიანი,რომლის კონცერტებსაც უნივერსიტეტში გამუდმებით ესწრებოდა.რომელთან ერთადაც ის სწავლობდა და რომლის ნაშრომებსაც და თავად ავტორსაც აღმერთებდა.ადამიანი ზედმეტსახელით:AGUST D.სამწუხაროდ იგი  გაუჩინარდა ისე,როგორც გაჩნდა მის ცხოვრებაში.ჰობი ან როგორც მისი თაყვანისმცემლები მიმართავენ-ჯეი ჰოუპი წარმატებული რეპერი გახლავთ,მაგრამ მას მონაცემებით არც AGUST D ან უბრალოდ მინ იუნგი არ ჩამოუვარდება.
----
კარზე კაკუნია,რაც ჰოსოკის "ნერვულ სისტემას ნორმალურად ფუნქციონირებაში" უშლის ხელს.
"შემოდით."თითქოს შეწუხებული ხმით და ოხვრით წარმოთქვა ჰობიმ.
"ბატონო,თქვენმა მშობლებმა დაგიბარეს."რომელიღაც მოახლემ უთხრა თავის უფროსს,რომლის სახელი ჰოსოკმა დღემდე ვერ დაიმახსოვრა.მის ნათქვამზე უფროსმა ამოიოხრა და ფეხზე წამოდგა.როცა მშობლებამდე მიაღწია,ხელები გადააჯვარედინა და ახლა მათ ელოდა,რათა მორიგი ლექცია მოესმინა იმაზე,თუ როგორ პოპულარობას მოუტანდა მას მათი "მშვენიერი" იდეა.
"ჩვენ ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ,რომ შენ ყველა ღარიბს მთელს სეულში ცოტაოდენი ფული დაურიგო დახმარების სახით.ამით პოპულარობასაც მოიპოვებ და მათაც ცოტათი მაინც  შეუმსუბუქებ ცხოვრებას."შვილის პასუხის მოსასმენად მომზადებულმა მამა დარწმუნებული იყო,რომ შვილი ახლა ყურსაც არ უგდებდა.ჰოსოკმა პირველად მოისმინა მათი ნათქვამი სრულად და პირველად გამოიტანა დასკვნა,რომ ეს აზრი ცუდი ნამდვილად არ გახლდათ.მითუმეტეს მაშინ,როცა მას ფული ქალაქის ბიუჯეტზე მეტი აქვს.

BOY MEETS EVILWhere stories live. Discover now