TWO

60 6 1
                                    

  ვერ გეტყვით დაზუსტებით,თუ როგორი გრძნობა დაეუფლა ჰოსოკს იმ მომენტში,მაგრამ დარწმუნებული ვარ,რომ მისთვის ეს ყველაფერი ერთ რთულ ლაბირინთს ჰგავდა,რომლის გასასვლელად ბევრი დრო დასჭირდებოდა.ამდაგვარი არაფერი არ გაიკვირვოთ,რადგან ადამიანები უბრალო მარიონეტები ვართ,რომლებსაც ამოუცნობი პიროვნება,გრძნობა ან შესაძლოა თუნდაც მატერიალური ობიექტი გვათამაშებს,რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ფაქტს,რომ ადამიანისგან გასაკვირი არაფერია.

-----

ჰობი მთელი კვირა ცდილობდა ყველაფერი გაეაზრებინა,მაგრამ უშედეგოდ.იუნგი კი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა და ახლა ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას.

იუნგი არა მხოლოდ მუსიკოსი,არამედ მეცნიერიცაა.ახლა იგი ურთულესი ამოცანის წინაშე დგას.იმისდა მიუხედავად,რომ მუსიკის სფეროში მოღვაწეობა მას არ ადგება ჯერჯერობით,იგი ფილოსოფიურ სფეროს უერთდება და ცდილობს ფარდა ახადოს იმ კითხვებს,რომლებიც პასუხგაუცემლები დარჩა.იგი დღეს პროექტს განიხილავს მეცნიერებთან,რომლებიც მის პასუხს მოუთმენლად ელიან.ნერვიულად ტექსტს კიდევ ერთხელ კითხულობს იმ იმედით,რომ მარცხი არ მოუვა და მთელი წლის განმალვობაში მის "სისულელეზე" ილაპარაკებენ.

"გამარჯობა,მე გახლავართ მინ იუნგი და მზად ვარ გავცე პასუხი საკმაოდ რთულ და ამასთანავე საინტერესო კითხვას:რა დროით შეეძლება გონებაჩამორჩენილ ადამიანს ახალი "აზროვნების" ან "ჭკუის" შენარჩუნება თუ მას გაუკეთდება სპეციალური ოპერაცია,რომელიც ქრომოსომების მომატებას გამოიწვევს?"-მის საუბარზე ჩურჩული ატყდა აუდიტორიაში,რადგან აშკარად არ ესმოდათ,რას ლაყბობდა ახალგაზრდა მეცნიერი.

"ეს ოპერაცია უკვე ჩატარებული იქნა ერთ ადამიანზე,რომლის მდგომარეობაც ჯერჯერობით გაუმჯობესდა.მეტიც!მისმა IQ-მ 180-ს მიაღწია რაც ჩვეულებრივ ადამიანს არ ახასიათებს,მაგრამ დავასკვენით ერთი რამ:ყველა ადამიანზე სხვადასხვანაირად იმოქმედებს.გრძნობა.ის ინტელექტზე მის შემთხვევაში მაღლა არ დგას.გულში გრძნობების მხრივ ის ისეთივე ჩვილი ბავშვია.გრძნობების მოზვავება მას ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიაყენებს და მალე,როცა გრძნობები პირველ ადგილზე დადგება,ხელოვნური ინტელექტი გაუფერულდება და შეუმჩნევლად გაქრება."-ამის შემდეგ ეს პროცესი პროექტის სახით წარმოადგინა და საჭირო ფორმულაც ჩამოაყალიბა.

BOY MEETS EVILWhere stories live. Discover now