რისთვის ვართ გაჩენილები თუ ჩვენ მაინც მოვკვდებით?რატომ ვართ ბედნიერები თუ ამ ბედნიერებას უკან უბედურება მოსდევს?
ყველას სხვადასხვა შეხედულება აქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით,მაგრამ ამასთანავე ორივე მხარეს აქვს თავისი გამართლება.
-----
მინ იუნგის სიცოცოცხლეს ბედნიერს როდი ვუწოდებთ.მის ცხოვრებას ალბათ მივაკუთვნებდი იმ ხალხთა რიცხვს,რომლებიც უბრალოდ თავდაუზოგავად იბრძვიან იმისთვის,რომ მომდევნო დღეს ისევ ჩაისუნთქონ ჰაერი და დაინახონ თუ როგორ ამოდის და ჩადის ლამაზი,მაგრამ ამასთანავე მწველი მზე.რომ შემეძლოს მისი ცხოვრების აღწერა ალბათ ვიტყოდი,რომ ის თავიდან ბოლომდე უბედურია,მაგრამ იუნგი ამას ასე არ თვლის.იგი ფიქრობს,რომ ბედნიერია იმითაც,რომ დღესაც შეძლო თვალის გახელა და ცხოვრების ხანმოკლე დროით 'დატკბობა' იმისდამიუხედავად,რომ გულის წიაღში იცის,თუ რა დოზითაა ახლა ის განწირული.მისი სახლი ძველი მატარებლის ლიანდაგებია,რომლებსაც მისი აზრით ბოლო არ უჩანთ ისევე,როგორც მის ტანჯვას,მაგრამ ყველამ ვიცით,რომ ყველაფერს,აბსოლუტურად ყველაფერს აქვს თავისი დასასრული,მაგრამ როგორი?
შემდეგი ადამიანი,რომელზეც ახლა მოგიყვებით არის ზემოთ მოყვანილის საპირისპირო.მას სრული სახელით უკვე დიდი ხანია აღარ მიმართავენ და ყველა იცნობს,როგორც ჰობის.ადამიანი,რომლის ცხოვრება სავსეა სიხარულით,მაგრამ დარწმუნებით ვერ გეტყვით,რომ ის ბედნიერია.შეიძლება მას უდარდელი და ლაღი ცხოვრება აქვს,მაგრამ მას არ გააჩნია ის სიმდიდრე,რაც ყველა ღარიბს თავისებურად მდიდარს ხდის-სიყვარული.
მაგრამ სრული სიზუსტით ვერ გეტყვით,რომ ისინი ან უბედურები ან ბედნიერები არიან,სანამ თქვენვე არ გამოიტანთ დასკვნას.მე ხომ არ მაქვს სხვისი ცხოვრების განსჯის უფლება?!
ESTÁS LEYENDO
BOY MEETS EVIL
FanficLife is like playing chess. The players are life and death. We are only chess-men and we do everything what they say. But maybe there's someone who will break the rules. For what?For peace on the both sides.-AUTHOR