სანამ რაიმეს მოყოლას დავიწყებდე მინდა იცოდეთ ერთი რამ:ცხოვრება ჩვენ არ გვეკუთვნის და არც ჩვენ ვწყვეტთ თუ რას გავაკეთებთ მომავალში.
ცხოვრებას უამრავ თამაშს დავუკავშირებდი,მაგრამ ყველას ცხოვრება ერთნაირი როდია.
შუგას ცხოვრება ძალიან ჰგავს "დაჭერობანას".მოთამაშეები მისი ნათესავები,მშობლები და მისთვის ძვირფასი ადამიანები არიან,ხოლო "მგელი"-სიკვდილი.ახლა შუგას წაგებული მოთამაშეების ბედის გაზიარება ჯერჯერობით არ უწევს,რადგან ის ერთადერთი მოგებული მოთამაშეადა ერთადერთია,ვისი სისხლითაც "მგელს" ხელები ჯერ არ გაუსვრია,მაგრამ ცხადია,ოდესღაც ისიც მათ შეუერთდება.ჰობის ცხოვრება ალბათ ჭადრაკის ასლია.იგი უბრალო ჭადრაკის ფიგურაა,ხოლო მოთამაშე,სიკეთე თითქმის ყოველთვის აგებს,როცა უწევს მისი თეთრი ფიგურის გამოჩენის დრო.ძირითადად "ბოროტი" მხარე იგებს.ალბათ გაჩნდა კითხვა,რომ ასეთ ადამიანს ბოროტი მხარე თუ არ აქვს,მაშინ რაშია საქმე?სწორედ რომ არ აქვს.ბოროტი მხარე ზოგიერთის ილუზიამ შექმნა.რადგან ყველას ის ნამდვილ,დადებით მხარეს არ აჩვენებს და უბრალოდ ცივად ექცევა,რათა მისი სიკეთე არ გამოიყენონ,ყველას ჰგონია,რომ ის ამპარტვანი,უხეში და ნარცისი პიროვნებაა.მაგრამ მთავარია ჩვენ ვიცით,რომ ის ასეთი არაა.ის ამ მხარეს რომ არ აჩენდეს,წარმატებას ვერ მიაღწევდა და ამიტომაც ეკუთვნის იგი შავ მხარეს.მაგრამ თუ ერთ დღესაც,ერთ-ერთი თეთრი ფიგურა წესებს დაარღვევს და შეეცდება ჰობი თეთრ,ნამდვილ მხარეს გადაიყვანოს?მაშინ რა მოხდება?და თუ ეს ფიგურა სწორედ რომ მინ იუნგია?
--------
დილით ჰობი თავს ცუდად გრძნობდა,თითქოს წინასწარ იცოდა,რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა,მაგრამ ამას დაზუსტებით ვერ გეტყვით.ლაბორატორიაში მისულს მისი ფანები დაესივნენ,რომლებმაც ახალი კლიპი აშკარად ნახეს.ჰობის უხაროდა და ცდილობდა ყველასთვის განსაკუთრებულად მოპყრობოდა,მაგრამ თვალი მაინც მის მხარეს გაურბოდა.ბოლოს სტუდენტებს სთხოვა ადგილები დაეკავებინათ და საქმე გაეგრძელებინათ,თავად კი თავის ადგილას მოკალათდა და თავისი გამოჩენის დროს ელოდა.
YOU ARE READING
BOY MEETS EVIL
FanfictionLife is like playing chess. The players are life and death. We are only chess-men and we do everything what they say. But maybe there's someone who will break the rules. For what?For peace on the both sides.-AUTHOR