TEN

64 6 2
                                    

პათია-ფსიქოლოგიური მდგომარეობა,როდესაც გარემოსადმი ყველანაირ ინტერესს კარგავ.აი,ზუსტად ამ მდგომარეობაშია ისიც.ეს არცაა გასაკვირი.თუ ხალხი შენდამი სიძულვილს მხოლოდ იმიტომ გრძნობს,რომ ყველას 'შეშლილი' ან 'გიჟი' ჰგონიხარ,ფაქტია,რომ მათ აზრს აღარ გაითვალისწინებ.და როცა ასე არათუ ერთი,არც ორი,არამედ 99.9%-ი გექცევა და უკვე ამის ატანა აღარ შეგილძლია,რათქმაუნდა მათთან საერთოს უკვე ძნელად თუ მონახავ.

ხალხისგან უკვე იზოლირებულ ჰოსოკს ყოველ დღე ერთიდაიგივეს მოსმენა უწევს.
"არ შეჭამ და მკაცრ ზომებს მივმართავთ!"
ხოლო ოთახში მყოფებისგან ბევრად უარესი.
"ნახეთ,პეპლები დაფრინავენ ჩემს გარშემო!"
"აქ არ უნდა ვიყო.აქ არ უნდა ვიყო.აქ არ უნდა ვიყო."
"ნუ გეშინიათ,ახლა ჩემს დედიკოს დავურეკავ,მოგვაკითხავს და ყველას წაგვიყვანს."
"ვაშააა!"
და ასე ყოველ 1 საათში.

იგივე ფრაზები.

იგივე სიგიჟე.
იგივე აუტანლობა.

რთულია თქვენი თავის ჰოსოკის ადგილას წარმოდგენა,არა?!ამ ყველაფრის მოსმენა ყოველ წამს,მით უმეტეს მაშინ,როცა ერთადერთი ხარ ვინც იცის,რომ ეს უბრალოდ სისულელეა და ამ შეშლილებში არ უნდა იყო.

"დღე 126
==========
აქაურობა უკვე აუტანელია!შეუძლებელია აქ გაჩერება,თანაც უკვე ყოველგვარი იმედი ამომეწურა.მარტო.ამდენ არანორმალურში.მაგრამ მგონი ესენი უფრო ნორმალურები არიან,ვიდრე ზოგიერთი ადამიანი.
რაო "დღიურო"?იუნგის ამბები მოგენატრა?მეც.თურმე შემოსვლის და მონახულების უამრავი მცდელობა ჰქონია,მაგრამ არ უშვებენ.ამას ჩემი ექთანი მიყვება.შეიძლება უბრალოდ მორიგი,ტკბილი ტყუილია,მაგრამ იმედი მაინც მაქვს.ეს იმედი თითქოს წყლის პატარა წვეთს ჰგავს,რომელიც სადაცაა სიცხისგან,ჩემს შემთხვევაში შინაგანი სიმხურვალისგან გაშრება.მაგრამ არა!ბოლომდე ცდილობს იარსებოს! ველოდები.სიმშვიდეს ვინარჩუნებ,მაგრამ ვატყობ ასე კიდევ დიდხანს ვერ გავძლებ.გავგიჟდები?ალბათ.ერთადერთი დადებითი ამ მომავალ გაგიჟებაში ისაა,რომ ასე გამორჩეული არ ვიჯდები აქ და მეც მათსავით სისულელეების ყბედობას დავიწყებ.იმედია გაგიჟების სტადიამდე ჯერ ბევრი მიკლია.დღეს საკმაოდ მშვიდად მეძინა,რაც ძალიან მიკვირს.ღამე ყოველთვის ფიქრებში დავფრინავ და აქედან გაღწევის თარიღამდე დროს ვითვლი.მაგრამ არა დღეს.ფანჯრის მხარეს ვიყავი გადაბრუნებული და გისოსებს მიღმა ვაკვირდებოდი მთვარეს,როცა რაღაცა უჩვეულომ თითქოს ჩემში გაიარა.არა,არა ცუდი გაგებით. პირიქით,სასიამოვნო იყო.იმდენად სასიამოვნო,რომ სულელივით გავიღიმე და ერთი გაფიქრებაც ვიფიქრე,რომ სიგიჟის ერთ-ერთ სტადიას ახლა განვიცდიდი.თითქოს იმ უჩვეულო რაღაცამ ის იმედი უფრო გააამტკიცა.თითქოს რაღაცასთან ვარ დაკავშირებული წვრილი,უხილავი ძაფით,რომელიც ნელ-ნელა უფრო სქელდება და საბოლოოდ დანიშნულების ადგილამდე მივყავარ.
ჯანდაბა!ექთანი მოდის.ახალ რაიმეს თუ გავიგებ ან მოხდება,აუცილებლად გაგიზიარებ!
ჰობი"
მ უჩვეულო ამბის გახსენებისას,ჰობი ხასიათზე მოვიდა.მაგრამ რამ გაახარა უფრო?ექთანის ხელში დანახული თხელი ფურცელი,რომელიც მალე მის ხელში აღმოჩნდა.დანამდვილებით არ იცოდა,თუ რა იყო იქ,მაგრამ ძალიან გაახარა იმ ფაქტმა,რომ ის არ დავიწყებიათ!
ფურცლის გაშლისას კალიგრაფია იცნო,რომელიც ერთ დროს ამგვარი ტექსტის ნაცვლად ნოტებს ამშვენებდა.და წერილიც,წერილის ყოველი სიტყვა მას საყვარელი,საბავშვო სიმღერასავით ჩაესმოდა,რომელიც ძილისპირულისას ჰგავდა.
"დღე 126
==========
მორიგი დღე,რომელსაც ტანჯვაში ვატარებ.აღარ მინდა ამდენ ნორმალურში,ჩემი არანორმალური მომგვარეთ!

რაო  'დღიურო'?მოგენატრა არა ჰოსოკის ამბების მოსმენა?მეც.როგორი სასაცილოა,მე მისთვის ჯერაც არაფერი არ მითქვამს.აი დღესაც ძალიან კარგად მეძინა,როცა ალბათ ყოველ ღამე წამლის გარეშე ვერ ვიძინებ.რაღაც უცნაურია.
ამას რა მნიშვნელობა აქვს?მეზიზღება ამგვარი 'საყვარლობები'.ამის წერისას თავი საბავშვო ბაღში მგონია.ჩემთვის პირველი 'დღიურია',რომელსაც ჰობის წასვლის შემდეგ ვავსებ.ჯანდაბა!რამდენს ვწერ?მორჩა ვეღარ ვწერ,ხელი დამეღალა და მეზარება.
იუნგი."

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 25, 2018 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

BOY MEETS EVILWhere stories live. Discover now