დასასრული(14)

2K 137 93
                                    

ოთახში გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ საათის წიკწიკი თუ არღვევს. და რაღა თქმა უნდა ჩვენი მძიმე სუნთქვაც. ვუყურებ და ვხვდები, რომ ძალიან სტკივა. ნელ-ნელა თვალები ცრემლებით ევსება. ნელ-ნელა მისი ლამაზი და სიცოცხლით სავსე თვალები, ქვრება და მის ადგილს ტკივილი იკავებს. ეს კი კიდევ ერთხელ მანადგურებს. ვინ არის ეს ქინდერზე შეყვარებული გოგონა ჩემთვის? ერთი სიტყვით თუ გინდათ აგიღწეროთ, ის- ყველაფერია. დასაწყისი და დასასრულიც. ყველაფერი.
ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და თვალები დაბლა მივმართე. დაჟინებით დავიწყე იატაკის შესწავლა. თითქოს იქ ვეძებდი პასუხს.
ხელი ჯიბისკენ წავიღე და სიგარეტის კოლოფიც ამოვაცურე. კოლოფიდან ერთი ღერი ამოვიღე და ნელა წავუკიდე. რინმაც ამოისუნთქა და განზე გაიხედა.
ფეხზე ვდგები და ფანჯარასთან მივდივარ. უკვე ფაქტიურად მიმალული მზის სხივები აღწევდნენ პალატაში და იატაკს ლამაზად ეცემოდნენ. თითქოს ქაოსურად, თუმცა მაინც ძალიან ჰარმონიულდ. ასე კონტრასტულად. შევამჩნიე, როგორ აინთო ერთი მეორეს მიყოლებით ლამპიონები. ნელ-ნელა მზეც მიემალა ჰორიზონტს. სიგრეტის ღერი გადავაგდე, რინისკენ შევბრუნდი და ფანჯრის რაფას მივეყუდე.
-მაპატიე- ძლივს წარმოვთქვი ეს სიტყვა და თვალებში ჩავხედე.
-არაუშავს. რადგანც ფიქრობ ასე ჯობია, რადგანაც ეს შენთვის პრიორიტეტულია, მაშინ კარგი!
-აჰამ- თავი ძლივს დავუქნიე. არც კი ვიცი, როგორ შევძელი და შევიკავე ცრემლები. რაღაც ძლიერად მომაწვა ყელში და საშინელ გრძნობას მიუფლებდა. ვგრძნობდი, როგორ ვიცლებოდი ნელ-ნელა შიგნიდან.
-ანუ კარგად?!
-ანუ კარგად!
-ანუ მშვიდობით?
-ანუ მშვიდობით?
-ანუ მიდიხარ?
-ანუ მივდივარ!
-ანუ ის?
-ანუ ის!
-ანუ ხელს მიშვებ?
-ანუ ხელს გიშვებ!
-ანუ დასასრულია?
-ანუ დასასრულია!
-გასაგებია!- ჩაიღიმა და განზე გაიხედა. ვხედავ, როგორ უჭირს ცრემლების შეკავება. ვხედავ, როგორ მოუჭირა ხელი საბანს და როგორ დაკარგა ფერი. ვხედავ, როგორ გაუთეთრდა თითები. როგორ აუკანკალდა მთელი სხეული.
ცოტა ხანიც ვდგავარ ასე უმოძრავოდ, მალევე ვხვდები რომ დროა! ძალიან დიდი ტკივილით, ძალიან დიდი სიძნელით ვსწორდები. არ შემიძლია! ვერ წავალ, ისე რომ ერთხელ არ შევეხო. ნელ-ნელა, გაუბედავი ნაბიჯებით ვუახლოვდები. ის არც კი მიყურებს. წინ დავუდექი, მოვიხარე და ტუჩები მის შუბლს შევახე. ეს წამი საუკუნედ მომეჩვენა. თვალები დავხუჭე და შევეცადე მაქსიმალურად შემესუნთქა მისი სურნელი. ცალი ხელი კისერზე მოვკიდე. მეორე კი მკლავზე ავუსვი-ჩავუსვი. „სქესი და სახელი შემატყობინე" წავიჩურჩულე, როგორც კი მის ტუჩებთან ავღმოჩნდი. ცოტა, მილიმეტრით მივწიე თავი. ტუჩების წვერები შეეხო ერთმანეთს, ისიც მოწყვეტით. ისე, რომ ძლივს იგრძნობდით ამას. ძლივს შეამჩნევდით. მაგრამ რაც არ უნდა გასაოცრად ჟღერდეს, ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პეპლებს მთელი ჩემი სხეული მოეცვა.
ნელ-ნელა გავსწორდი და კარებისკენ წავედი.
ვერც კი ვხვდები, როგორ მყოფნის ძალა, რომ კარებამდე მივიდე. ვერც კი ვხვდები, როგორ ვკიდებ სახელურს ხელს და როგორ ვქაჩავ კარებს ჩემსკენ.
მთელი არსებით ვცდილობ არ გავიხედო უკან! არ შევხედო ჩემ რინს! მაგრამ რა თქმა უნდა არ გამომდის! აჰ... როგორი სუსტი ყოფილხარ, პარკ ჩანიოლ!
-მიყვარხარ!- ჩავუჩურჩულე იმდენად ხმადაბლა, რომ მე თვითონაც ძლივს გავარკვიე რა ვთქვი. წაჩავიჩურჩულე ისეთი ხმით, ისეთ განადგურებული, გატეხილი, ტკივილით სავსე ხმით, რომ მეც კი ვერ ვიცანი.
ვფიცავ გაიგო! დავინახე ჩაიცინა და გავიგე როგორ ჩაიჩურჩულა „სამარადისოდ". თავი დაბლა ჩავქინდრე და პირველი ცრემლიც გადმომვარდა.
-როგორ არის?- მომვარდა ბექიონი და ინტერესით სავსე თვალები მომაპყრო. უბრალოდ შევხედე და დერეფანს გავუყევი.
-ჩანიოლ? დაბრუნდი!
ვაიგნორებდი მათ მიმართვებს. უბრალოდ მივდიოდი. ერთ ნაბიჯს მეორეს ვაყოლებდი და მივუყვებოდი თეთრ კედლებს.
ეტკინება, მეც მეტკინება! დაიტანჯება, მეც დავიტანჯები! ინანებს, იმას რომ საერთოდ შემხვდა, მე კი ვინანებ იმას, რომ ხელი გავუშვი. ის წინ წავა, მე ისევ ერთ ადგილას დავრჩები. ის სხვას იპოვის, მე მასზე ფიქრში დამათენდება დილა. ის გაბედნიერდება, მეც ბედნიერი ვიქნები, რატომ? იმიტომ რომ ის იქნება ბედნიერი. მას შევძულდები! მე უფრო ძლიერ შემიყვარდება! დროთა განმავლობაში ჩემთან გატარებულ წამებსა თუ წუთებს სადღაც გონების კუნჭულში გადააგდებს. მე კი ისევ და ისევ იმ კაფეში ვიჯდები და იმედი მექნება რომ ის მოვა! ის გაიღიმებს, მეც გავიღიმებ. აი როგორი იქნება ყველაფერი! ვიცი, რომ მისი მონატრება, მისდამი გაღვივებული სიყვარული, მისი ყველაფერი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მილიმეტრ-მილიმეტრ, უჯრედ-უჯრედ გამანადგურებს.
*რინი*
1 თვე. 30 დღე, 720 საათი. მის გარეშე. ჩანიოლის გარეშე. არაფერი, გარდა ტკივილისა. არაფერი გარდა ცრემლებისა და თეთრად გათენებული ღამეებისა. რა კარგად ჟღერს, არა?!
7 საათი შესრულდა სეულში. ჩვენს სახლშო ვარ. ჩემი და ჩანიოლის სახლშიი. სავარძელში მოკუნტული ვზივარ და ლილის ტიტინს ვუსმენ.
-უკვე გითხარი! არ მოვდივარ, ლილი!
-არა! ჩემი ქორწილია! არა!
-არა! გესმის? არა!
-რატომ?
-იმიტომ!
-....
-რას დალევ?
-შენს სისხლს!
-ვა... ვამპირი და მყოლია და არ მცოდნია!
-მე არ მეცინება!
-არც მე!
-რინ! წამოდი, გთხოვ!
-...
-ის იქ არ იქნება.
-მაინც არა!
-რატომ?
-არ შემიძლია! უბრალოდ არ შემიძლია!
-გთხოვ, რინ! არც შენ არ მოდიხარ! და არც ჩანიოლი! ეს ხომ ჩემი და ბექიონის ქორწილია და ჩვენთვის ორი უმნიშვნელოვანესი ადამიანი არ მოდის ჩვენივე ქორწილში. კარგი, რა..
-მისი არ ვიცი. მე არ მოვდივარ!
-ჩანიოლი. ის არ მოვა...- დიდი ხნის დუმილი დაარღვია ბექიონმა.
-რატომ?
-შენს გამო.
-გადაეცით, მე არ მოვდივარ. ასე რომ...
მობეზრებულმა წარმოვთქვი, თავი უკან გადავაგდე და თვალ წინ ის მონატრებული, ტკბილი, გამაგიჟებელი მომენტები დამიდგა, რომელიც ერთად გადაგვხდა.
„მიყვარხარ" „მაგიჟებ" „მინდიხარ" „ჩემი ხარ" „ქინდერის გოგონავ" „უცნობო ნაცნობო"-როგორც არაფერი ისე ამომიტივტივდა თავში ეს სიტყვები.
-რინ?! დედამიწა იძახებს პარკ რინს!
-გისმენთ!
-თუ არ მოხვალ, სიცოცხლეში არ გაგცემ ხმას!
-ლილი!
-სწორია, ლილი მქვია! ახლა კი წავედით ბექიონ. ხვალ ჩვენი ქორწილია და უნდა მოვემზადოთ! შენ კი ქალბატონო, ნორმალურად გამოიძინე. არ მინდა ჩემს ქორწილში, ჩემი და ზომბს ჰგავდეს.
-კი მაგრამ...
-კარგად!
უკვე კარებთან მისულმა მომაძახეს და ხმაურიანად მიიკეტეს რკინის კარები.
ყველაფერი მიჩუმდა. სიწყნარე და სიმშვიდემ ისევ და ისევ დაისადგურა ადგილი, ჩემს(ჩვენს) დაცარიელებულ სახლში.
ტერფები ნელა შევახე ცივ იატაკს და ასევე დაუჩქარებლად წამოვდექი. წამით ფანჯარასთან შევჩერდი და საკუთარ ანარეკლს მივაჩერდი.
შავ სპორტულებში გახვეული, კომფორტულად გამოწყობილი დავაბიჯებ სახლში. ხან რომელ ოთახში შევალ, ხან რომელ. საბოლოოდ საძინებლის წინ ვჩერდები და კარის სახელურს ნელა ვწევ. გაუბედავი ნაბიჯებით შევდივარ შიგნით. მიუხედავად იმისა, რომ ისევ იმ სახლში ვცხოვრობ, ამ ოთახში მაინც ვერ ვიძინებ. ძირითადი ჩემი სამყოფელი, ეს ტახტია.
შუქი არც კი ამინთია, ისე შევაბიჯე ოთახში და კარები ზურგს უკან მივიხურე. თვალი მოვავლე იქაურობას. ყველაფერი თავის ადგილზე იყო. ჩანიოლის ნივთები, დაწყებული სავარცხლიდან, დამთავრებული მისი ქუდით. ყველაფერი ისევ ისე იყო როგორც რამდენიმე თვის წინ დავტოვეთ.
თეთრი საწოლისკენ წავედი. ნელა შევახე ხელი ზედაპირს და წამით თვალები დავხუჭე. ჩამეღიმა, როგორც კი წარმოვიდგინე ჩვენი შიშველი სხეულები, როგორ ეკვროდნენ ერთმანეთს. ჩამეღიმა, როგორც კი თვალწინ დამიდგა ეს სცენა. როგორ მიხუტებს, როგორ მიკოცნის მთელს სხეულს, როგორ მიტოვებს იმის ნიშნებს, რომ მისი ვარ, როგორ ვყავარ მთელი სხეულით მიხუტებული, როგორ აქვს ჩარგული ცხვირი ჩემს ტალღოვან თმებში. ეს ყველაფერი ძალიან ტკბილი, სასიამოვნო, მაგრამ ამავდროულად საშინლად მტკინვეული წარმოსადგენია.
საათს გავხედე, ამდენ ხეტიალში, უკვე 23:59 იყო გამხდარი.
-მომენატრე, უცნობო ნაცნობო...- ამოვიჩურჩულე და პირველად ამ 1 თვის განმავლობაში, ხელი მოვკიდე თეთრ გადასაფერებელს და გვერძე გადავაგდე. ნელა ავძვერი საწოლზე, ჩანიოლის ბალიში გულმკერდთან მივიტანე. ემბრიონის ფორმა მივიღე და ღრმად შევისუნთქე ბალიშის სურნელი.
ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი მისი სურნელი. თვალებით ფანჯარა მოვძებნე და ვეებერთელა მთვარესაც წავაწყდი. პატარა მოციმციმე ვარსკვალებს შორის ეს სხეული გამოკიდებულიყო და ობლად მოხატიალე ფიგურებს გზას უნათებდა. მე კი იმედს მაძლევდა. იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
წვიმდა! ისევ ძლიერ წვიმდა! ისევ და ისევ წვიმის წვეთები ხმაურიანად ეცემოდნენ ფანჯრის მინას. ძალიან ჰარმონიულად იყო შერწყმული ეს ხმები ერთმანეთთან. იმის გამო, რომ აივნის კარები შეღებული იყო ეს დამთარობელი სურნელი, რომელიც როგორც ყოველთვის წვიმას თან ახლავს, ხარბად შემოდიოდა ოთახში და ამ სიტუაციას, თავისებურ ელფერს სძენდა. ერთადერთი რაც, უფრო სწორად, ვინც მაკლდა, ეს უცნობი ნაცნობი იყო. უცნობი ნაცნობი, რომელიც ერთადერთი იყო, ვისაც ჩემი სხეულის გათბობა შეეძლო, მხოლოდ თითის შეხებითაც კი. უცნობი ნაცნობი, რომლის კონტრასტულობა მუდმივად მაგიჟებდა. უცნობი ნაცნობი, რომლისადმი გაღვივებული მონატრება, ნელ-ნელა მანადგურებდა.
~
ქაოსურად დაყრილ თმებს შევჩერებოდი სარკეში.
სხეულზე ნაზად მეხებოდა ღია ვარდისფერი ნაჭერი. მუხლებამდე იყო დაშვებული და ზურგზე მთლიანად შეხსნილი. პირველი და უკანასკნელი კაბაა, რომელიც ჩანიოლმა მიყიდა. ირონიული ღიმილი ავიკარი და ამოვისუნთქე.
-რინ! არ წავედით?
ოთახში უკვე „დაჩუტული" მინა შემოდის და თან პარალელურად საყურეს ისწორებს.
-კი, კი!
-ვაუ! რა ლამაზი ხარ!
-გმადლობ!- ნაზად გავუღიმე და გვერძე ჩავუარე.
-ლილი მოგკვლავს!-სიცილით მითხრა და მანქანაში ჩაჯდა.
-არაუშავს- დაკარგული ხმით ვუთხარი და ჩემს ახმაურებულ მობილურს დავხედე.
-ჰიუჯინ!
-რინ, მითხარი რომ მოდიხართ!
-მოვდივართ!
-ხომ გაიგე, ლილი? მოდიან!
-მადლობა ღმერთს- გავიგე როგორ ამოიხვნეშა ლილიმ.
-შენ დას ერთხელაც იქნება, მოვკალავ!
-კარგი! დამშვიდდი!
-როგორ? ხან იმას წუწუნებს გავსუქდიო, ხან იმას რომ ცხვირი გამეზარდაო, ხან კი იმას რომ ბექიონს არ მოვეწონებიო. ცოტაც და მოვკლავ!
-მოვდივარ, მოვდივარ!
-და მაინც ვერ გავიგე, რატომ ამირჩია მეჯვარედ! კარგი, მიდი სწრაფად!
და ყურმილიც დამიკიდა.
-მინ... პატარა როგორ არის?
-ცელქობს და არის ასე...
-როგორ მიყვარს პატარა ბავშვები!
-მალე თქვენ... ამ.. შენც გეყოლება!
-ხო...
-რინ...
-არ მკითხო...
-და მაინც...რა მოხდა?
-არაფერი
-კაი? რატომ მატყუებ? ჩანიოლი ცოტაც და ალკოჰოლში ჩაიხრჩობა.
-...
-არაფერს მეტყვი?
-არა!
-რინ! ის შენი ქმარია!
-....
-ისევ დუმილი! შენ და ისიც! ორივე ჩუმად ხართ!
-...
-აი ისევ! რა ჯანდაბა მოხდა მაშინ.... იმ დღეს. ვენეციაში.
-არაფერი
-თქვენ შეთანხმდით თუ რა არის? ისიც ამას მპასუხობს.
-...
-არ შემიძლიხართ! მართლა! მაგიჟებთ!
-კარგი!
ამოვილაპარაკე და გზას გავხედე.
ცერემონიამ ძალიან კარგად ჩაიარა. შეიძლება ითქვას ბრწყინვალედაც კი. ლილი, ის უბრალოდ ულამაზესი პატარძალი იყო. უბრალოდ უმშვენიერესი. ბექიონი კი ისეთი დიდი სიყვარულით უყურებდა, რომ გული მთლიანად გამითბა. იმსახურებს ეს გოგო სიყვარულს! მახსენდება, როგორ წუწუნებდა არავის ვუყვარვარო. როგორ იდანაშაულებდა თავს იმაში, რომ ლუკასს ის არ იზიდავდა. მახსენდება, როგორ მიაჩნდა საკუთარი თავი არარაობად. როგორ იყო უიმედოდ შეყვარებული. მახსენდება, როგორ ვაწყნარებდი. ახლა კი ის მისი კუმირის ცოლია. რა საოცრებაა , არაა, სიცოცხლე?! არავინ იცის რა ელის ადამიანს წინ!
ვდგავარ შემაღლებულ ადგილას და გავყურებ ახალდაქორწინებულებს. ყველაა ჩუმადაა და ელოდება როდის დავიწყებ გულში ჩამწვდომი სიტყვებით საუბარს.
-გამარჯობათ, ვინც არ მიცნობს მე ლილის და ვარ, რინი. დღეს ჩემი უმცროსი გათხოვდა. და ამ ფაქტით უბედნიერესი ვარ. ბექიონი, ის საუკეთესოა. ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ. დარწმუნებული ვარ ლილი არ ინანებს ამ ნაბიჯს. დარწმუნებული ვარ, ერთად წინ კიდევ ათასობით ბედნიერი დღე ელით. უმცროსო! ჩემო ლილი! მხოლოდ უფალმა თუ იცის როგორ მიყვარხარ! და რამდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მახსოვს შენი დაბადება. მახსოვს, როგორ მოგიყვანა სახლში დედიკომ და როგორ გამაცნო შენი თავი. იმ დღის შემდეგ ერთად ვართ. ერთად უმრავი მომენტი გადავიტანეთ. ბედნიერი თუ უბედური. ძალიან ხშირად გვიკამათია კიდეც. ძალიან ბევრჯერ ტირილამდეც კი მიგვიყვანია ერთმანეთი. მუდამ იმას მეწუწუნებოდი, ნუ მიყურებ ასე აგდებითო. მეცინებოდა ამაზე. შენ ხომ ერთადერთი ხარ დედამიწაზე ვისაც შემიძლია ბოლომდე დავეყრდნო. ვისი იმედიც სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მექნება. მახსოვს, როგორ ცანცარებდი. როგორი ურჩი იყავი, უმცროსო! მუდმივად წუწუნებდი და შენი მოსაწონი არაფერი იყო. შოკოლადზე ალერგია გაქვს, შენ კი შოკოლადის ნამცხვრებით იტენებოდი. როცა რაღაცაზე ვწუწუნებდი, მუდმივად დამცინოდი. ამაზე რაღა თქმა უნდა გეჩხუბებოდი, მაგრამ მუდამ ეს მომწონდა შენში ასე ძლიერ. ყველაფერს დადებითად უყურებდი. პოზიტივი ადამიანი იყავი მუდამ. არასდროს ჩაგიქნევია სიცოცხლეზე ხელი. და ყველაფერში კარგს ხედავდი. ნეტა იცოდე დედიკოს როგორ გავხარ! არასდროს მითქვამს ეს ხომ? მაგრამ ოოო, როგორ გავხარ, უმცროსო. მიხვრა-მოხვრით. ხასიათით. სურნელითაც კი. დედა მუდამ იმაზე მიბრაზდებოდა, ნუ დადიხარ ჭუჭყიანი ქონვერსებით სახლშიო. მაგრამ მაინც ვერ ვიშლდი. მისი გარდაცვალების შემდეგ, უკვე შენ მეჩიჩინებოდი ამას. სიმართლე გითხრა, ძალიან დიდ დანაკარგს ვერ ვგრძნობდი. არა იმიტომ, რომ არ მენატრება. არა! ძალიან მენატრება! მიზეზი შენ იყავი. შენს გვერძე ვგრძნობდი, რომ ისიც ჩვენთან ერთად იყო. მგონი ძალიან დიდი გამოსვლა გამომივიდა! კარგი, მეყოს! უბრალოდ მიყვარხარ!
დავასრულე თუ არა, მაშინვე დარბაზში გამყრუებელი ტაში გაისმა. მე კი ლილის ვუყურებდი, რომელიც ნელა იწმენდა ცრემლებს. „მიყვარხარ" წაიჩურჩულა და ჰაეროვანი კოცნაც გამომიგზავნა.
ნელა ჩამოვედი სცენიდან და მისკენ წავედი.
-უფროსო- წამოიძახა და მთელი ძალით გადამეხვია.
-როგორი კარგი მყავხარ- წაიჩურჩულა ყელში და უფრო ძლიერად მომხვია ხელები. ბექიონს შევხედე, რომელიც ტუჩებით მადლობას მეუბნებოდა. მეც თავი დავუქნიე და თვალები დავხუჭე.
-ამ... ერთი! ორი! ისმის ჩემი ხმა?!- და გაისმა მთელს დარბაზში მისი კონტრასტული ხმა. ისევ ბექიონს გავხედე. პირდაღებული უყურებდა სცენას, თან ტუჩის კუთხეში ღიმილიც ეპარებოდა. ნელა მოვშორდი ლილის და მისკენ შევბრუნდი.
დაბნეული იდგა სცენაზე და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. ბიჭებს გავხედე, ისინიც გაკვირვებულები იყვნენ. ერთადერთი სეჰუნი იდგა თვითკმაყოფილური ღიმილით აკრული.
ისევ სცენას გავხედე. ის პირდაპირ მე მიყურებდა. თვალებში სევდა და ტკივილი ჰქონდა ჩამდგარი. თითი მარჯვენა არათითისკენ წაიღო და მასზე შემოხვეულ ოქროს საგანს შეეხო.
-ამ... რინის ტექსტის შემდეგ, ჩემი გამოსვლა არა მგონია კარგი მოგეჩვენოთ. თუმცა არც აქვს მნიშვნელობა. ბექიონ, ძმაო, ჩემო soulmate, როგორც მიყვარხარ იცი. როგორც გაფასებ იცი. როგორ მიხარია შენი ბედნიერება, ეგეც იცი. რინის მსგავსად მეც დარწმუნებული ვარ, რომ ერთად უბედნიერესები იქნებით. ორმა ერთნაირმა ერთმანეთი იპოვა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ერთმანეთი გიყვართ. სიყვარულზე მშვენიერი ხომ არაფერი არსებობს! ის გაფრთიანებს! ერთი სიტყვით გილოცავ, ძმაო!
დარბაზში ისევ გამაყრუებელი ტაში ატყდა. ვიგრძენი, როგორ ამომიდგა გვერძე ვიღაც.
-მონატრებულის ნახვა სულ სხვაა, არა?- ყურში ჩამჩურჩულა და ხელი მხარზე დამიტყაპუნა. ხმით მივხვდი, რომ სეჰუნი იყო.
პასუხი არ, ვერ გავეცი. უბრალოდ გაქვავებული ვიდექი და მას ვაშტერდებოდი.
ჯერ ერთი, შემდეგ მეორე ნაბიჯი ჩამოგდა სცენიდან და ჩვენსკენ გამოემართა.
უბრალო, დაჭმუჭნული პერანგი ეცვა და შავი, ფეხებზე შემოხვეული, მუხლებთან დახეული შარვალი. თმები ძალიან უწესრიგოდ ჰქონდა. მაჯას რაღა თქმა უნდა მისი ოქროსფერი საათი ამშვენებდა. სახეზე არანაირი მიმიკა. არანაირი ემოცია. ხელები ჯიბეში ჰქონდა ჩაწყობილი და ასე მოაბიჯებდა. პირდაპირ თვალებში მიყურებდა. ერთი-ორჯერ უსირცხვილოდ შემათვალიერა და ეშმაკური ღიმილიც გამოესახა. სხეული ამიხურდა.
ასობით ადამიანი იდგა ჩემს გარშემო, თითოეული მათგანი საუბრობდა რაღაც სისულელეზე, ზოგიც ხმამაღლა იცინოდა. მაგრამ იცით?! მე არაფერი მესმოდა. ვერაფერს ვხედავდი, ვერაფერს, გარდა ჩანიოლისა. აი ასე ხდება ხოლმე...
ნელ-ნელა მიახლოვდება. სევდა და ტკივილმა მოიცვა მთელი ჩემი სხეული, როგორც კი გვერძე ჩამიარა, ისე რომ ერთი სიტყვაც კი არ მითხრა. ისეთმა ტკივილმა დამიმონა, რომელსაც შესწევდა ძალა თითოეულ უჯრედში თამამად შეეღწია.
სუნთქვა შემეკრა. ესეც ხდება ხოლმე.
-ჩანიოლ? მოხვედი?- გაოცებულმა იკითხა ბექიონმა.
-კი! შენს ქორწილს არაფრის დიდებით გამოვტოვებდი.
-ანუ მთელი ეს დრო...
-კი აქ ვიყავი! და კუთხიდან გაკვირდებოდით.
ისევ და ისევ სუნთქვა შემეკრა. ვიგრძენი, როგორ დატრიალდა ყველაფერი.
-მე... სახლში წავედი- წავიჩურჩულე და გასასვლელისკენ წავედი. ვგრძნობდი, როგორ არ მაცილებდა ვიღაც თვალს. ვიღაცის მზერა კარებამდე მაცილებდა. რა თქმა უნდა ჩანიოლი!
ვერც კი მივხვდი ისე ამოვყავი თავი სახლში. ქუსლები იქვე მივყარე და სამზარეულოსკენ წავედი. გამოვიღე შოკოლადის რძე და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მივიყუდე.
საათს გავხედე. 11:00 PM. მგონი ჯობია დავიძინო.
შოკოლადის რძე მაცივარში შევდგი და ნელი ნაბიჯებით საძინებლისკენ წავედი. სასწრაფოდ მოვიშორე მაკიაჟი, პიჟამოში გამოვეწყე და ლოგინშიც შევწექი.
გავითიშე. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,გავითიშე.
ბრახ. ბრახ. ბრახ. მესმის როგორ აბრახუნებს ვიღაც კარებზე. რა ჯანდაბაა?! საათი დილის 5 საათს აჩვენებს. სწრაფად წამოვდექი და კარებისკენ წავედი. ბრახუნი არ წყდება.
სახელურს ჩავეჭიდე და კარებიც გამოვაღე
ჩემს წინ პერანგამოჩრილი ჩანიოლი დგას და კედელს ეყრდნობა. მთვრალია.
-უკვე გითხარი, რომ ის კაბა საშინლად გიხდება! და საშინლად მომწონს?!
-აქ რა დაგრჩენია?
-შენ
-მე „რა" ვარ
-არა, ვინ!
-ნახვამდის, ჩანიოლ!- მკაცრად ვუთხარი და კარების მიკეტვა დავაპირე. თუმცა შემაჩერა და კარები ხელით დაიჭირა.
-არ შემომიშვებ?
-ასეთ მდგომარეობაში, არა!
-ცუდია- თქვა და სახლშიც შემოიჭრა.
-ჰეი.
-რა?- შემობრუნდა, ხელი წელზე შემიცურა და კარებს ამაკრა.
-რა გინდა?- მკითხა ინტერესით და თითი წელზე ამისვა.
-რა მინდა?
-დიახ! მიდი მითხარი, პატარავ. მიდი და პირობას გაძლევ აგისრულებ.
-მე შენი პირობების არ მჯერა...
-დაგაჯერებ- მითხრა და ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა.
-შეჩერდი- ვუთხარი და ხელი დავუჭირე.
-რატომ? კარგი რა! ვიცი, რომ შენც გინდა ეს! ვიცი, რომ გინდივარ! ვიცი, რომ ჭკუიდან გშლი. ვიცი, რომ მე ვარ შენი ერთადერთი, სამუდამოდ და სამარადისოდ. ასე რომ...
-ჩანიოლ..
-დავიჯერო არ გინდა კიდევ ერთხელ, თუნდაც უკანასკნელად შემიგრძნო - მითხრა და მთელი სხეულით მომაწვა- დავიჯერო, არ გინდა კიდევ, ერთხელ იგრძნო ჩემი სხეულის ტემპერატურა, რომელიც საგრძნობლად მატულობს შენი დანახვისას. არ გინდა, იგრძნო, როგორ მიყვარხარ და მაგიჟებ? დავიჯერო, არ გკლავს ჩემი სურვილი? დავიჯერო არ მოგენატრა, ის წუთები, ის წამები, როდესაც ერთად ვიყავით და ერთმანეთის ყველაფერს, თითოეულ ატომს მთლიანად, მთელი არსებით ვგრძნობდით. არ მოგენატრა, ჩემი ახურებული სხული და აჩქარებული პულსი, ჩემი აშლილი ბეწვი და ჩემი კოცნა. არ მოგენტრა ყურის ქვეშ კოცნა? არ მოგენატრა ლავიწთან კბენა? არ მოგენტრა ჩემი ხმა? ჩემი კონტრასტული ხმა? არ მოგენატრე?
-ჩანიოლ... შენ ძალიან მთვრალი ხარ...
-და? შენ გგონია სხვა ვარ?
-შენ ჩემზე უარი თქვი!
-კარგი, რა ქინდერის გოგონავ! ვითომ არ იცი, რომ შენზე მე ვერასდროს ვიტყვი უარს ვითომ არ იცი, რომ შენ ხარ ჩემი დასასრული.
-....
-არ მოგენატრა ჩვენი სამარადისოდ?!
-ჩანიოლ!- ხმა გავამკაცრე და ხელი ვკარი- შენი წასვლის დროა!
-არა! მე არსად წავალ!
-არა! წახვალ! თანაც ახლავე!
-არა!
-კი!
-არა!
-ჩანიოლ! - შევყვირე
-არა! მე შენთან მინდა. ეს რამე დანაშაული, როცა ვინმე გიყვარს იმ დონემდე, რომ გგონია მის გარეშე იხუთები - მანაც დამიყვირა.
-შენ მუსიკა აირჩიე. ასე რომ... კარგად!
-არა! არა! არა!
-კი! კი! კი!
-როგორ ვერ მიხვდი აქამდე, რომ შენ ხარ ჩემი სუნთქვა, ჩემი გულის ცემა. თითოეული ჩემი გულის დარტყმა და ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, თითოეული ჩემი აზრი, შენ გეკუთვნის. ჩემი თითოეული მილიმეტრი შენ გეკუთვნის და მთელს ჩემს სხეულს, თითოეულ ჩემს უჯრედს უნდიხარ, უყვარხარ და ჭირდები!
-წამოდი!- ხელი ჩავჭიდე და სააბაზანოსკენ წავიყვანე.
-არ გაბედო!-დაიყვირა, როგორც კი ხელი ონკანისკენ წავიღე.
-ასე ჯობია- ვუთხარი და ცივი წყალიც მოვუშვი. მან თვალები დახუჭა. ვიგრძენი, როგორ შეაცურა თავისი თითები ჩემსაში და როგორ შემიყვანა მეც ამ ცივი წყლის ჭავლის ქვეშ.
კედელს აეკრა ისე რომ არ კი მომშორებია. ნელ-ნელა დაბლა ჩაცურდა. მეც მას მიყვევი. ძირს დაჯდა, ფეხები გაშალა და ზურგით მიმიხუტა.
-ზუსტად ის ხარ რაც მჭირდება- მითხრა და მხარზე მაკოცა.
-...
-გული მწყდება, როცა ვიაზრებ რომ ეს დასასრულია!
-მეც!
-კარგი დასასრულია, რას ფიქრობ?
-ნამდვილად!
-ეს ღამე. მხოლოდ ეს გვაქვს.
-აჰამ
-რინ, გთხოვ, ამ ღამეს ნება მომეცი უკანასკნელად გიგრძნო. კიდევ ერთხელ ჩავიძირო შენში. კიდევ ერთხელ შევისუნთქო შენი სურნელი და კიდევ ერთხელ გავაფრინო. გთხოვ, ნება მომეცი სიტყვებით აღუწერელი გრძნობა გაგრძნობინო. გთხოვ, ნება მომეცი სველი კოცნებით დავფარო შენი სუსტი სხეული. მწყურიხარ, ისე როგორც არასდროს. მინდიხარ, ისე როგორც არასდროს. მიყვარხარ, იმაზე მეტაც ვიდრე გუშინ ან თუნდაც რამდენიმე წამის წინ იყო. გთხოვ, უბრალოდ ნება მომეცი უკანასკნელად გერქვას ჩემი და მე შენი.
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, ხელები შევაშვებინე და მისკენ შევბრუნდი. დაბნეული მიყურებდა. მისკენ მაქსიმალურად მივიწიე, სველ კისერზე ხელი ავუცურე და შემდეგ თმებში ავუხლართე თითები. მოვქაჩე და ჩემსკენ მოვწიე. ტუჩები მის ყურებთან მივიტანე და ჩავჩურჩულე - კარგი!
ის ღამე. ეს რაღაც განსაკუთრებულობა იყო. რაღაც შესანიშნავობა. ძალიან ლამაზი, ტკბილი! ვნებითა და სიყვარული სავსე!
ძალიან ნაზად მკოცნიდა. ძალიან ნაზად და აუჩქარებლად მეხებოდა. ყველაფერს წელავდა და ცდილობდა რაც შეიძლებოდა მაქსიმალურად დამტკბარიყო ამ წამითა და ამ წუთით.
უბრალოდ ერთი ღამით დავივიწყეთ მთელი დანარჩენი სამყარო და ნება მივეცი ჩანიოლს, კიდევ ერთხელ ყოფილიყო ჩემი სამყარო.
~
ოთახში სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. ნელა გავახილე თვალები. ოთახში coldplays fix you გაჟღერებული.
გვერძე გადავწიე ხელი და რა თქმა უნდა სიცარიელე. თეთრი ზეწერა, რომელზეც პატარა ყვითელი ფურცელი ეგდო წარწერით „სამარადისოდ". ჩამეღიმა და იქვე მივაკერი ეს სტიკერი.
მაგიდაზე თაბახებს მოვკარი თვალი. ნელა წამოვდექი და მაგიდისკენ წავედი. ხელის კანკალით ავიღე ხელში და გაუბედავად წავიკითხე. „განქორწინებს საბუთები". ჩამეღიმა, როგორც კი მის ხელმოწერას მოვკარი თვალი. მხოლოდ ჩემი გრაფა იყო შერჩენილი.
გვერძე კალამიც იდო და ცარიელ გრაფაზე წერტილიც იყო დასმული.
დაუფიქრებლად მოვაწერე ხელი და საბუთები იქვე კუთხეში მივაგდე. შევეცადე არ მეფიქრა მასზე და ამ ყველაფერზე. ვიცოდი, რომ ეს კიდევ ერთხელ გამანადგურებდა. ვიცოდი, რომ წინ კიდეც ძალიან ბევრი უძილო ღამე მელის წინ. ვიცოდი, რომ კიდევ აათასობით ღამის გათენება მომიწევს მის გარეშე. ვიცოდი, რომ ამ დღის შემდეგ ის მე დავკარგე. სამუდამოდ და ერთადერთ რაც მისგან შემრჩა, ეს სიყვარული იყო და ჩვენი „სამარადისოდ". ხელი მუცელს გადავატარე „პატარავ, მე და შენს მამიკოს ძალიან გვიყვარხარ". წავიჩურჩულე, ვიგრძნენი როგორ გადმომვარდა ცრემლი და როგორ დაეცა მაგიდის ხის ზედაპირს. თავი გავაქნიე, სასწრაფოდ მოვწმინდე ცრემლი და ოთახიდან გამოვედი. ამ ჯერად უკვე მის გარეშე. დაცარიელებული სახლი. სახლი მის გარეშე. მე მის გარეშე.
*5 წლის შემდეგ*
*ჩანიოლი*
როგორია ცხოვრება, მის გარეშე? უბრალოდ არანაირი. უბრალოდ სიცარიელით სავსე. მეტი არაფერი.
5 წელი გავიდა. 5 წელი მის გარეშე. 5 წელი მისი სურნელის, მის სიყვარულით სავსე მზერის, მისი საყვარელი, ხანდახან ძალიან ბავშვური საუბრის გარეშე. 5 საშინელი წელიწადი. უბრალოდ მაკლია მეტს ვერაფერს ვიტყვი. უბრალოდ საოცრად და სიკვდილამდე მენატრება. ყოველ დღე ვიღვეძებ იმ იმედით, რომ ის ჩემს გვერდით იქნება. ყოველ დღე, სანამ თვალს გავახელ ვცდილობ მისი სუნრნელი დავიჭირო, მაგრამ ამაოდ.
ვფქრობდი, რომ მის გარეშე შევძლებდი. ვფიქრობდი, მეგონა რომ წლების შემდეგ ის მე დამავიწყდებოდა და მონატრება, ტკივილი და სიყვარული აღარ იქნებოდა ასეთი ძლიერი. მაგრამ ძალიან ვცდებოდი.
არასდროს დამავიწყდება ის დღე ვენეციაში. საავადმყოფოში. მე ავირჩიე მუსიკა. შეიძლება იფიქროთ კიდეც, რომ ეგოისტურად მოვიქეცი. შეიძლება იფიქროთ კიდეც, რომ მე რინი არასაკმარისად მიყვარდა. მაგრამ , ძალიან ცდებით. ძალიან ძალიან. მაშინ, იმ დღეს, პირველად ჩემს ცხოვრებაში დავაყენე ვიღაც ჩემზე წინ. პირველად დავაყენე ვიღაცისს სურვილები, ჩემი სურვილების წინ. ის მართალი იყო. მას ისეთი ადამიანი სჭირდებოდა, რომელსაც დარყრდნობოდა.
რომელიც, ყოველ დღე ახალ-ახალ ქვეყნებში არ იმოგზაურებდა.
რომ გითხრათ, არ ვნანობ ჩემს არჩევანს თქო, მოგატყუებთ. ძალიან, ძლიერ, უზომოდ ვნანობ.
ყველაფერი მაკლია მისი. ყველაფერი. თითოეული მილიმეტრი. მენატრება თითოეული წამი მასთან გატარებული. მენატრება! ისე ძლიერ, რომ შეიძლება გავნადგურდე.
ვზივარ საბავშვო პარკში. ვფიქრობ და ვხვდები, რომ ჩვენი გოგონაც ამ ასაკისა იქნება ზუსტად. აჰჰ... რა მშვენიერი იქნებოდა ყველაფერი, რომ არა ჩემი არჩევანი.
წარმომიდგენია, როგორ ვზრდით ერთად , მე და რინი, ჩვენს პატარა გოგონას. წარმომიდგენია, როგორ დაგვყავს გასართობ პარკებში.
წარმომიდგენია, როგორ ვარჩებთ სკოლას.
წარმომიდგენია, როგორ მოდის ჩვენთან და გვეუბნება, რომ შეყვარებულია. წამორმიდგენია,როგორი კარგი იქნებოდა ყველაფერი.
ზევით ავიხედე და მოღრუბლულ ცას შევხედე. ლონდონი! ოჰ, როგორი მშვენიერია ყველაფერი. ზუსტად ისეთი, როგორიც რინს მოეწონებოდა. დღემდე მიკვირს, მისი ნათქვამი, ლონდონში არ ვიმოგზაურებდიო.
სასიამოვნოდ ცივი ნიავი ეხება და ელამუნება ჩემს კანს. თმებს უკან მიყრის და სახის ნაკვთებს გამოკვეთილად მიჩენს.
მივატოვე! მივატოვე მუსიკა და წამოვედი ქალაქში სადაც, ჩემი აზრით საუკეთესოდ ვიგძნრობდი თავს და სწორიც ავღმოჩდი. რინისგან წამოსვლის შემდეგ, ყველაფრის ხალისი დავკარგე. მაშინ მივხვდი, რომ რინი იყო ჩემი ხალისი. მის გარეშეც, მუსიკაც კი შეუძლებელი მომეჩვენა. მის გარეშე, უბრალოდ ვერ შევძელი მუსიკის წერა და შექმნა. ახლა კი ლონდონში ვარ. ჩემი ქალაქია. მისი აურა. მისი ატმოსფერო. მის ბუნება. მისი ყველაფერი. ყველაფერი რინს მახსენებს. თითოეული წვეთი, სახეზე დაცემული, მის შეხებას მაგონებს. თითოეული გაელვება მის თვალებს მახსენებს. თითოეული ქუხილი, კი მის კისკისს.
ისევ საქანელებისკენ გავიხედე. დავლანდე მომცინარე გოგონა. თეთრი ქონვერსები, ჯინსები და თეთრი ზედა ეცვა.
ჩამეღიმა და თბილი ღიმილი გამომესახა სახეზე.
მუქი, ცოტა შავში გადასული, ტალღოვანი თმები ლამაზად ჰქონდა აწეული მაღლა და ლამაზად მოღერებულ კისერს გამოკვეთდა. მუქ კანთან ძალიან ლამაზად იყო შეხამებული მისი თვალების ფერი. ძალიან ლამაზი ფორმის თვალები ჰქონდა. ცოტა არ იყოს კონტასტულიც. თითქოს მკაცრი, მაგრამ მაინც ძალიან დიდი სიყვარულითა და სითბოთი სავსე. მაღლა აწეული თმები და თეთრი მაისური, ძალიან გამოკვეთდა მის ნაკვთებს. მრგვალ სახეზე ლამაზად ედო მოცუცქნული ცხვირი. მაღლა აპრეხილი და სწორი. ცხვირის წვერთან კი ძალიან პატარა, ძლივს შესამჩნევი ხალიც მოჩანდა. სიცილის დროს, ოო რა ლამაზად ეჭმუხნებოდა. და ნაჩვერეტები... გაიცინებდა თუ არა, ეს პატარა ჩაღრმავებები მაშინვე იჩანდნენ თავს მის წითლად შეფერილ ლოყებზე. წითელ, წინ გამოშვერილ ტუჩებს ძლივს უყრიდა თავს.
რაღაცნაირი, უცნაური გრძნობა დამეუფლა. სავარაუდოდ, დაახლობით ასეთი იქნება ჩვენი გოგონაც. ასეთი საყვარელი, მაღალი და მომხიბვლელი. ასეთი მომცინარი. ასეთ მხიარული და სიცოცხლით სავსე.
წამოვდექი.
-ორი ქინდერი თუ შეიძლება- ღიმილით მივმართე უკვე 45 წელს გადაცილებულ ქალს.
მანაც თბილი ღიმილი აიკრო სახეზე და ქინდერი მომაწოდა.
ნელ-ნელა მივუახლოვდი პატარა გოგონას, რომელსაც გვერძე ვიღაც ახალგაზრდა გოგონა ედგა და ტალახით გაჭუჭყიანებულ თითებს უწმინდავდა.
-ჰეი, პატარავ- მომცინარი გოგონას სიმაღლეზე ჩავიკუზე და ხელი მის თმებს შევახე.
გოგონა დაიმორცხვა და ერთი ნაბიჯით უკან გაჰხტა.
-როგორი შოკოლადისფერი კანი გაქვს, ჩემნაირად. ვფიქრობ შოკოლადებიც გეყვარება.
გოგონამ მორცხვად დამიქნია თავი.
-თუ გამოიცნობ, რომელ ხელში მაქვს ქინდერი, მაშინ მოგცემ.
ერთი ქინდერი ერთ ხელშ, ხოლო მეორე მეორე ხელში მოვიქციე, მუჭი შევკარი და გოგონას წინ გავუწოდე. პატარა დაბნეული მიყურებდა.
-მიდი... ნუ გრცხვენია, თამამად
თბილად ვუთხარი და თბილი ღიმილი ავიკარი სახეზე.
პატარამ მარჯვენა ხელზე დამადო თითი. მეც დაუყოვნებლივ გავხსენი ხელი და ქინდერიც დავანახე. მას ჩაეღიმა. დავინახე როგორ აუციმციმდა თვალები და როგორ გამოანათა ბედნიერების სხივმა.
2 წამში მეორე მუჭიც გავხსენი და ხელის გულზე არსებული ქინდერი დავანახე.
-ეეე- წამოიძახა გოგონამ და გაკვირვებული მზერა მომაპყრო.
-ორივე შენი იყოს- ვუთხარი თბილი ღიმილით და პატარას ხელში ქინდერი ჩავუდე. წელში გავსწორდი და წასვა დავაპირე.
-რატომ?- შემაჩერა, სავარაუდოდ დედამისის ხმამ.
-იმიტომ. ძალიან კარგი შვილი გყავთ! გაგიმართლათ!
-ის ჩემ..
აღარ დავაცადე რამის თქმა. სწრაფად ნაბიჯებით წამოვედი ჩემი ბინისკენ. აგურებისგან აშენებული, 5 სართულიანი სახლი იყო. ბოლოს სართულზე ვცხოვრობდი.
ნელა ავუყევი კიბეებს და 5 წუთში უკვე სახურავზე ვიყავი.
გაბედული ნაბიჯებით მივუახლოვდი სახურავის წვერს და ძირს გადავიხედე. შემდეგ წინაც გავიხედე. დავლანდე ლონდონის თვალი და ბიგ ბენი. ორივე როგორ ამაყად იყო გამოჭიმული და როგორ იწონებდა თავს. ჩამეღიმა და შავი სპორტული შემოსაცმელიც ამიფრიალდა.
*რინი*
-პატარავ- შევყვირე და ჩემი გოგონა გულში ჩავიკარი.
-დედიკო- წამოიყვირა და მოცუცქნული თავი მხარზე დამადო.
-როგორ იქცეოდა?- მივმართე ძიძას და ჩემი ჩანთა იქვე კუთხეში დავდე. ფეხზე გავიხადე, უცხოპლანეტელებიან ჩუსტებში ფეხი შევაცურე და ისე გავუყევი ბინის დერეფანს. მალევე თავი სამზარეულოში ამოვყავი. ჭიქა ცივი წყლით ავავსე და მივიყუდე.
-კარგად! სხვათაშორის საჩუქარიც მიიღო.
-მართლა? რა საჩუქარი? - გავიკვირვე და ჭიქა სამზარეულოს ბუფეტის ზედაპირზე დავდე.
-2 ქინდერი.
-ქინდერი?- ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ძიძას თვალი გავუსწორე.
-კი. ძალიან კარგი ადამიანი იყო.
-ჰო? სქესი?
-მამრობითი.
-ჰმ... უცნაურია.
ჯეინის სიმაღლეზე ჩავიმუხლე და ხელი თმებზე გადავატარე.
-პატარავ, ნახე როგორი მომხიბლელი ხარ! უცხო ადამიანებსაც კი მოსწონხარ.
-დეე... იცი რა კარგი ბიძია იყო? უბრალოდ ცოტა დიდი ყურები ჰქონდა.
-დიდი ყურები? - კიდევ ერთხელ გადავყლაპე ნერწყი- და თუ დაკვირდი, ცხვირზე ხალი ჰქონდა?
-არ დავკვირვებულვარ, დე..
-კაი, არაუშავს!
-დეე!
-ხოუ
-დეე! ნაყინი მინდა!
-ნაყინი?!
-ჰო
-ახლა საღამოს 9 საათია, დე...
-გთხოვ რა..
-არა!
-დეე...
-ოოო, კარგი, კარგი!
-იეს- დაიწივლა პატარამ, ხელები მაღლა ასწია და შეხტა.
ჯინსის შემოსაცმელი ჩავაცვი, ქონვერსებიც მოვარგე პატარა ტერფებზე და გამოვედით.
-დეე... ხო იცი როგორი მინდა?
-კი დე, მარწყვის!
-იეს
თავის პატარა ხელი ჩემს თითს ჩასჭიდა. ქუჩაში უკვე ლამპიონები იყო ანთებული. ადგილ-ადგილ თუ შეამჩნევდით სწრაფად მოსიარულე მანქანებს.
-მოვედით- დაიწივლა ჯეინიმ, როგორც კი მაღაზიასთან მივედით.
ღიმილით შევედით, ნაყინი ავიღე და მოლარისკენ წავედით. ჯეინიმ ხელი შემიშვა და იქვე პარკების წვალება დაიწყო.
-თქვენზე 5...
გავიგე როგორ დაიყვირა ჯეინიმ "ქინდერის ბიძია" და როგორ გაიქცა. მთელი სისწრაფით გაიქცა.
-ჯეინი! დაბრუნდი! ჯეინ!
საფულე მოლარესთან დავაგდე და გავეკიდე.
-ჯეინ! არა! არაააა- მთელი ხმით დავიყვირე, როგორც კი დავინახე როგორ მოდიოდა მთელი სისწრაფით მისკენ მანქანა.
თვალებზე ხელი ავიფარე და დაბლა ჩავიკეცე.
რამდენიმე წამში ხელები მოვიშორე და დავინახე როგორ ყავდა, ვიღაც უცნობს ჯეინი ხელში აყვანილი და როგორ იხუტებდა.
-ღმერთო! ჯეინ!
დავიყვირე და მისკენ წავედი.
-დედა!- მანაც დაიწივლა და ჩემსკენ ხელი გამოიშვირა.
ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი უცნობს. სულ შავებში იყო გამოწყობილი. დაბლა რაღაც ნოტები ეყარა.
-მადლ....
არ ვიცი, რაც ვიგრძენი იმ წამს. ვერ აგიღწერთ რამდენი ემოცია მომაწვა ერთდროულად. ბედნიერება, სევდა, აღელვება, სიყვარული, გაოცება და ასე შემდეგ. გულმა ისე სწრაფად დაიწყო ცემა, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. სიტყვები პირზე შემახმა.
ვუყურებ მის თავდაჯერებულ, თბილ და სიყვარულით სავსე გამომეტყველებას. ვუყურებ მის სახეს, მის გაბუშტულ ტუჩებს, კონტრასტულ თვალებს და ცოტა კეხიან ცხვირს. უბრალოდ გავბედნიერდი მისით! ის ხომ მე მესამყაროება, მაბედნიერებს და მაგიჟებს. ის ხომ ჩემი უცნობი ნაცნობია! ჩემი და არავის სხვისი! ეს სამარადისოდაა. როგორც ჩვენი სიყვარული და ერთმანეთისადმი ლტოლვა.
მიღიმის და დრო გამოშვებით ჯეინს ეფერება ლოყაზე. სუნთქვა შემეკრა, როგორც კი მამა-შვილი ერთად დავინახე. როგორ ჰგავს ჯეინი, მას! უბრალოდ გამაოგნებლად. უბრალოდ!
-ჩანიოლ?!
*15 წლის შემდეგ*
-დედა! მამა! დავბრუნდი!- გაჰყვირის მთელ სახლში მაღალი, შავგრემანი, მუქ თმიანი გოგონა.
-ჩვენც- ახლა უკვე ტყუპების ყვირილი ისმის მთელს სახლში!
-და მარია სადღაა?- ისმის დიდ თეთრ სახლში მისი კონტრასტული ხმაც.
-სკოლაში დარჩა! რაღაც პროექტი დაავალა ისტორიის მასწავლებელმა- პასუხობს მამისს ერთ-ერთი ტყუპი და სამივე, ჯეინი და ტყუპები სამზარეულოში შემოდიან.
-დე! დაგეხმარო რამეში?- მეკითხება თბილი ხმით ჯეინი და თავზე მკოცნის.
-ან ჩვენ? გინდა სუფრა გავშალოთ?- კითხულობს ერთ-ერთი ტყუპი თავის კონტრასტული ხმით. რაც მამა, ის შვილი!
-არა, ჩემო საყვარლებო! ყველაფერი უკვე მოვაგვარე. ამჯერად ტერასაზე ვისადილებთ. კარგი ამინდია და... თქვენ ხელები დაიბანეთ და დასხედით. და კიდევ! ხომ არ დაგავიწყდათ? დღეს მამიკოს დაბადების დღეა!
-დედა! როგორ დაგვავიწყდებოდა ეგ?
-ძალიან კარგი!
ვეუბნები და ვუცინი. მათაც ღიმილით დამიქნიეს თავი.
-რას შვრები, ქინდერი გოგონავ?- ვგრძნობ, როგორ მეხვევა მისი ხელები მუცელზე და როგორ მიკრავს უკნიდან, გულმკერდზე.
-საინტერესოს არაფერს.
-მომენატრე! საჩუქარი დღეს ღამე იქნება, ჰომ?
-ჩანიოლ!
-რა?
-რა ცანცარა ხარ! იურა ვერ მოვა?
-ვერა... ჩაწერა აქვს გადაცემის. თუ მოვახერხებო მოვალო, მაგრამ მაინც არამგონია მოვიდეს.
-ცუდია.
-და ლილი?
ამ დროს გაისმა ზარიც.
-მე გავაღებ- ყურში ჩამჩურჩულა, კისერში სველი კოცნა დამიტოვა და გამეცალა.
-ჩანიოლ! შეე ძველო! - ახლა უკვე მეორე მამაკაცის ხმა ისმის. რამდენიმე წამში ოთახში ლილი შემოდის და მთელი 32 მიღიმის.
-ყველაფერი მზადაა?
-კი
-მაშინ მე გავალ!
თავს ღიმილით ვუქნევ და ჩემს საქმეს ვაგრძელებ. სანთლებს ქინდერის ტორტში ვარჭობ.
-რინ! ქინდერის გოგონავ! მოდი დაჯექი!
-ახლავე, ჩანიოლ!
-ისე რა საოცარია, ნოემბერია და ჯერ კიდევ მზეა.
მესმის ჩემი უცნობი ნაცნობიც ხმა.
-აბა, ძმაო!- ახლა უკვე ბექიონის სიცილნარევი ხმა ისმის ეზოში.
-აბა ვისი დაბადების დღეა, ვისიო?- ვიკითხე და ჩანიოლს უკნიდან მივეპარე!
-რინ! ვაიმე!- შეჰყვირა და ჩემსკენ შემოტრიალდა. როგორც კი ტორტი დაინახა, მაშინვე თვალები პატარა ბავშვივით აუციმციმდა.
-სურვილი ჩაიფიქრე- გაჰყვირის ჯეინი და ტაშს უკრავს.
ის თვალებს ხუჭავს და ტუჩებს წინ წევს. 2 წამში კი ყველა სანთელი ჩამქვრალია.
ეზოში მხიარული შეძახილები გაისმა.
-მეც მოვედი!- ისმის მარიას ხმა- გილოცავ, მაა!- ამბობს დაღლილი ხმით და ჩანიოლს ლოყაზე კოცნის.
-ჩემო ანგელოზო! მოდი დაჯექი!
-ახლავე! ხელებს დავიბან ჯერ!
ვხედავ როგორ იცინის ჯეინი და ლილის ქალიშვილი. ვხედავ, როგორ მაიმუნობენ ტყუპები და როგორ ხარხარებენ. მეღიმება ჩანიოლის და ბექიონის დანახვისას. ეს ორი! უბრალოდ გასაოცარი მეგობრობა ჰქონდათ და აქვთ! მიყვარს ეს ორი! თანაც ძალიან!
-მეც მოვედი- შეჰყვირა მარიამ და ჩემს გვერძე დაჯდა. ყველა მიჩუმდა.
-რატომ დააგვიანე? - ვკითხე და გრძელი, მუქი თმები უკან გადავუყარე.
-აჰ... ისტორია! თქვენი დახმარება მჭირდება...
-დახმარება?- ისედაც დაცქვეტილი ყურები ცქვიტა ჩანიოლმა და მარიას ჩემს მსგავსად თმებზე მოეფერა.
-შეგიძლიათ თქვენი გაცნობის ისტორიას მომიყვეთ?
-გაცნობის?- ორივემ ერთდროულად წამოვიყვირეთ და ერთმენთს გადავხედეთ ეშმაკური ღიმილით.
-კი! ძალიან მჭირდება!
-ჩვენც გვაინტერესებს- წამოიძახეს ტყუპებმა.
-მე მუდამ მაინტერესებდა, რატომ ეძახდა მამა დედას „ქინდერის გოგონას", ხოლო დედა მამას „უცნობ ნაცნობს"
-ვაიმე, საყვარელო! მაშინ წინ დიდი საღამო გველის- სიცილით ამბობს ლილი და თვალს უკრავს ბავშვებს. მალევე საზურგეს ეყრდნობა და გემრიელად ჯდება. ბექიონიც იგივეს იმეორებს და ხელს ლილის ხვევს.
-დეიდა?! მართლა?
-კი. უბრალოდ ცოტა ნერვები მოგეშლებათ- ამჯერად სიიცილით თქვა ბექიონმა.
-კარგი'თ! დავიწყოთ?- ღიმილით მეკითხება ჩანიოლი და თვალს მიკრავს.
-კარგი!
-ყველაფერი დაიწყო, მხრის გაკვრით!
-ნოტების დაცვენით!
-და „უკაცრავად მაგრამ!"

უცნობი ნაცნობი(დასრულებულია)Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin