უკაცრავად, მაგრამ...(1)

3.7K 180 64
                                    

-რინ! რინ!

მესმის ჩემი უმცორისი დის განწირული ყვირილი. წამოვფრინდი, იმის მოლოდინში, რომ რაღაც სასწაული მოხდა. კარებისკენ გავიწიე, მაგრამ ჩემივე დის წყალობით კინაღამ სახე ამე"ტაფა".

-რა მოხდა? ვიწვით? რა ხდება?

-შენ სულ ცუდზე რატომ ფიქრობ...

-იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში ჯერ არაფერი მომხდარა სასიხარულო და ამაღელვებელი

-ეეე, ჩემი დაბადება არ ითვლება?-მეუბნება უმცროსი და საკუთარ ხელებში იქცევს სახეს, ამას დამატებული რაღაც სასწაულოდ აპაჭუნებს თვალებს.

-ცდილობ საყვარელი გამოჩნდე?

-ოოოო....-გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა და ჩემივე ლოგინში ჩაესვენა.

-ამოღერღავ?!

-რას?

-რატომ მიძახდი?

-ვაიმე ჰოოო...-წამოფრინდა და ხელში ჩემი ბალიში მოიქცია. ამ უკანასკნელს კი უცხოპლანეტელის გამოსახულება ჰქონდა.

-მივდივართ!

-სად მივდივართ?

-აგვიყვანეს, რინ!

-შენ სულ გაგიჟდი?

-მე? თუ შენ?

-ლილი! უკვე ნერვებს მიშლი! თუ საღლაბუცოდ შემოხვედი, შეგიძლია წახვიდე. უკვე მერამდენედ გეუბნები, რომ შენი სიცანცარისთვის მე არ მცალია! შენგან განსხვავებით, მარტო იმაზე არ ვფიქრობ, როგორ დავხარჯო ფული, რომელიც ჩვენმა მშობლებმა დიდი წვალებისა და შრომის შედეგად მოიპოვეს!

-რინ! ისე ნუ მელაპარაკები, თითქოს სულელი, გამოშტრებული გოგონა ვიყო!

-თითქოს?! ჰაჰ, ლილი, შენ ზუსტად ეგეთი ხარ! არაფერი გაინტერესებს, გარდა ბიჭებისა, პარფიუმერიისაა, ტანსაცმელისა და კიდევ ათასი სისულელისა... შენგან განსხვავებით, მე მაქვს კიდევ რაღაც ინტერესები და სააქმეები, არ ვარ შენნაირად აშვებული და არ მკიდია ყველაფერი ფეხებზე! ასე რომ ლილი...

უცნობი ნაცნობი(დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora