გემრიელო (6)

1.4K 98 21
                                    

ნელა მივაბიჯებ სეულის ერთ-ერთ პარკში. წყნარად და მშვიდად. საღამოა. არა, უფრო სწორად უკვე კარგა ხანია გადაცდა საღამოს. ფაქტიურად ღამე. 11 საათია. მთვარე მბრძანებელივითაა გამოკიდული ვარკვლავებით გადაჭედილ ცაზე და გზას მინათებს. ამაყადაა და თავს იწონებს.
ღრმად ვსუნთქავ და ვცდილობ მეტ-ნაკლებად სუფთა ჰაერი, რომელიც წვიმისა და ყვავილების სურნელითაა გაჟღენთილი, დიდი რაოდენობით ჩავისუნთქო. ვგრძნობ, როგორ ედება მთელს ჩემს ორგანიზმს ეს სურნელი. როგორ აღწევს თითოეულ ქსოვილამდე. თითოეულ უჯრედამდე. სასიამოვნოა. გრილა, როგორც ყოველთვის. ქარი არც თუ ისე ძლიერია, მაგრამ მაინც შესწევს ძალა ჩემს კანს მოეფეროს და ბეწვი ამიშალოს. მაინც შესწევს ძალა, ცოტა მაინც შეეთამაშოს ჩემს დაკლაკნილ თმებს.
ულამაზესია. ყველაფერი ეს, უბრალოდ ულამაზესია. ხეები, რომლებიც ერთმანეთშია გადახლართული! ყვავილები, რომლითაც მთელი მინდორია დაფარული და ბილიკი, რომელიც ამ ყველაფრის შუაშია. აქა-იქ სკამეიკებია. ზღაპრულია.
დიდი ქალაქის დამღლელი ხმაურისგან გაქცევა ძალიან ძნელია. მაგრამ ეს პარკი ამის საშუალებას მაინც იძლევა. გეხმარება დაისვენო, მოდუნდე, დაფიქრდე და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონო. სიწყნარეა. სიმშვიდეა. აქა-იქ მხვდებიან უკვე 70 წელს გადაშორებული მოხუცები. წყვილები, რომლებიც ერთმანეთს თვალებში შესციცინებენ. ჯერ კიდევ არის შემორჩენილი მათ მზერაში, მათ გამოხედვაში ნდობა, მზრუნველობა, პატივისცემა და დაუსრულებელი სიყვარული. ვუყურებ და მეღიმება. რა საოცრებაა! ამდენი წელი ერთად და ერთმანეთი მაინც თავდავიწებით უყვართ. ჯერ კიდევ დახტიან მათ თვალებში ჭინკები. ჯერ კიდევ აბედნიერებთ ერთმანეთი. ჯერ კიდევ უხარიათ ერთმანეთის ყურება და ერთმანეთის ნაკვთების შესწავლა. ჯერ კიდევ...
მეყვარება მე როდესმე ასე? თუ მუდამ ასეთი მარტოსული დავრჩები. გოგონა, რომელიც ყველაფერს გულგრილად უყურებს. გოგონა, რომლის თანხმლებიც აპათიაა. გოგონა, რომელიც ზედმეტადაა დაშვებული დედამიწაზე. ხანდახან უნდა გააფრინო, იმისთვის რომ მიხვდე რა არის ჭეშმარიტი ბედნიერება. ხანდახან გაფრენა სულაც არ ნიშნავს თავზე ხელაღებულობას. უნდაა გააფრინო იმისთვის, რომ იგრძნო თავისუფლება, აღელვება, ბედნიერება, სიხარული, სიყვარული. უბრალოდ, რომ იგრძნო...
ხმას არ ვიღებ. არც ის. უცნობი ნაცნობი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში პარტნიორობას მიწევდა და ჩუმად გვერძე მომყვებოდა.
ვუყურებ. მეღიმება. ნუ თუ ისაა ვინც გამაფრენს? ვინც დედამიწიდან მომაშორებს და სადღაც შორს, შორს გამიტაცებს. რომელიც შემცვლის. შეიძლება ეს? შესაძლებელია? ნუ თუ ისაა, ის ვისაც ამის ძალაა შესწევს?!
მისი პროფილი. მისი თმები. მისი სტილი. მისი ჩაცმულობა. მისი ყველაფერი-ერთმანეთში ზედმეტად ჰარმონიულადაა შერწყმული და ამავდროულად ძალიან კონტრასტულად. ტუჩები, წითელი ტუჩები გამოშვერილი აქვს და ნერვიულად იჭამს მის ქვედა ტუჩს. როგორც ჩემსას, მის თმასაც ეკეკლუცება ნიავი და ცდილობს მისი ყურადღება მიიქციოს.
უცნობი ნაცნობი, რომელიც უბრალოდ შემოიჭრა ჩემს სიცოცხლეში ქარიშხალივით და ყველაფერი თავდაყირა დამიყენა.
-არ ვიცი რა გითხრა, რინ! მართლა! არ ვიცი რა ვიფიქირო! არ ვიცი რა მოვიმოქმედო. მე ... მე უბრალოდ არაფერი ვიცი. არაფერი. დაბნეული ვარ. ჩემს სიცოცხლეში ეს პირველად ხდება. საერთოდ არ ვაპირებდი ცოლის მოყვანას ახლა. 24 წლის ასაკში? ხუმრობ? მაგრამ ასე გამოვიდა. არ ვიცი... ისიც არ ვიცი ახლა რას ვაკათებთ. უკვე 2 საათზე მეტია ასე უხმოდ და უსიტყვოდ მივსეირნებთ ამ პარკში. არ ვიცი... უბრალოდ არ ვიცი!-
აღელვებული მიხსნის და განერვიულებული ხელს თმებში იცურებს.
-გასაგებია
-გასაგებია? სულ ესაა რაც შეგიძლია მითხრა? არ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შენს გამო მოხდა!
-უკაცრავად?
-რა? შენ რომ არ ყოფილიყავი, ის ვინც ხარ, მე არ წავიდოდი კლუბში და არ გამოვთვრებოდი.
-ჰა? მერე და არ წასულიყავი ვინ გაძალებდა?
-არავინ! უბრალოდ... უბრალოდ მე... უბრალოდ მტკიოდა!
-რა?
- გული!
-რატომ?
-იმიტომ
-ეგ მიზეზი არ არის
-თუ შენთვისაა, ჩემთვის რატომ არააა?
-რა ვქნათ?
-უკვე გითხარი, რომ არ ვიცი.
-ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! რატომ?! რატომ მაინც და მაინც შენ? რატომ? ხომ შეიძლებოდა, რომ სხვა კლუბში წასულიყავი. არაა... მაინც და მაინც იმ კლუბში უნდა მოსულიყავი!
-ხო მიდი დამადანაშაულე. მიდი კიდევ აბა რა დავაშავე? იქნება რამეა კიდევ... მიდი გელოდები, საყვარელო მეუღლევ!
-ნუ მომმართავ ეგრე! ნუ!
-არც მე მეხატები გულზე.
-შენი აზრით ახლა მე ის მაინტერესებს, შენ გეხატები თუ არა გულზე? არა, არ მაინტერესებს! სულ ფეხებზე მკიდია. ერთადერთი რაც მაინტერესებს ახლა ისაა, თუ როგორ მოვიშორე ეს დაწყევლილი ბეჭედი, რომელიც ამაყადაა მოკალათებული ჩემს არათითზე! არა! ეს ადგილი შენთვის არ იყო განკუთვნილი! არა!
-ასეთი საშინელებაა ის ფაქტი, რომ ჩემი ცოლი ხარ? რა? რა არ მოგწონს? სიმპატიური, ცნობილი, პოპულარული, ნიჭიერი, ყველა გოგონასთვის სასურველი, წარჩინებული, მდიდარი ქმარი გყავს.
-მკლავს შენი ნარცისობა! ღმერთო! საკუთარი თავით შეპრობილი ბიჭი ხარ, რომელიც საკუთარი ცხვირის იქით ვერავის და ვერაფერს ამჩნევს. აი ვინ ხარ, ამოდენ, როგორც შენ იტყვი, სასურველო და გასაოცარო! გგონია დიდი ვინმე ხარ? საყვარელო, მგონი დროა ღრუბლებიდან ჩამოგაგდო! შენ მხოლოდ და მხოლოდ მღერი. რამე შექმენი? რამე გამოიგონე? ვინმეს დაეხმარე? ვინმე განკურნე? თუ რა? დაეხმარე კაცობრიობას განვითარებასა და ახალი მწვერვალების დაპყრობაში? ახალი პლანეტა, წამალი თუ ელემენტი აღმოაჩინე? რამე ისეთი აღმოჩენა გააკეთე, რომელიც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლიდა? რამე ასეთი გააკეთე? არა! შენ უბრალოდ მღერი და ცეკვავ. მეტი არაფერი.
-ჰაჰაჰაჰაჰ, ახლა კი შენ მისმინე, ვითომ და ძალიან ჭკვიანო. ძალიან ვიწრო აზროვნება გაქვს, იცი? რაში გჭირდება განვითარება, თუ კულტურულად ჩამორჩენილი ხარ. რაში გჭირდება ახალი პლანეტა, თუ ისიც არ იცი რა არის რეალური ფასეულობები? მაოცებ! ყველაზე ცივი ადამიანი ხარ ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ!
-მგონი უკვე მე-9 გეუბნები, შენ არაფერი იცი!
-და მაინც რა უნდა ვიცოდე? ის რომ მშობლები დაგეხოცნენ? კი ძალიან სამწუხაროა და ვწუხვარ, მაგრამ შენი მშობლების გარდა იმ დღეს კიდევ იცი რამდენი გარდაიცვალა? რამდენს ეტკინა? რამდენი მოკლეს? რამდენი აატირეს? რამდენი სიუციდამდე მიიყვანეს? იცი, რამდენს დაეღუპა ბავში სიმსივნისგან, ლეიკემიისაგან ან უბრალოდ ფილტვების ანთებისგან. იცი, რამდენს უკვდება შვილი ან თუნდაც მშობელი შიმშილისგან? ბევრს თვალწინ მოუკლეს მთელი ოჯახი, ზოგს უწამეს შვილი, ზოგი რაღაც საშინელების, ადამიანის ახირების მსხვერპლი გახდა!
-და შენ რომ იტყვი კიდევ ვინმეზე რამეს! ისინი ჩემი მშობლები იყვნენ!
-გასაგებია, მაგრამ ეს არ გამართლებს! არა!
-და მაინც რაში არ მამართლებს?
-შენს საქციელში
-რას გულისხმობ იქნებ ამიხსნა.
-ჩემს თავს! როგორ მომექეცი დაგავიწყდა?
-მისმინე არ მაინტერესებს რას იფიქრებ ჩემზე და ასე შემდეგ, მაგრამ ერთს ვერ ვიტან- უსამართლობას. მგონი უკვე ზედმეტი მოგდის! თუ ასე გინდა გაიგო, ჰიუჯინი ჩემი ბავშვობის მეგობარია და რომელთანაც ერთად საშინელ ავარიაში მოვყევი. ორივე სიკვდილის პირას ვიყავით. ორივე ვკვდებოდით. ჰიუჯინი საჭესთან იყო, ამიტომაც უფრო მძიმედ დაშავდა. 19 წლის გოგონა, წელს ქვემოთ მთლიანად პარალიზებული აღმოჩნდა! მე კი კომაში ვიყავი 3 თვე. წარმოგიდგენია რამხელა ტკივილი გადავიტანეთ? არა! ის გერმანიაში წაიყვანეს და რაღაც საცდელ პროექტში ჩართეს. საბედნიეროდ ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდა! მაგრამ მეხსიერებას რას უკეთებ? არაფერს!
-.... არ ვიცოდი... ბოდიში...
-მართალია, ჩანიოლ! შენ არ იცოდი. ზუსტად ისე, როგორც მე გითხარი- შენ არაფერი იცოდი და იცი!
-ბოდიში, ქინდერის გოგონავ!
-აჰაჰჰაჰა.... ვაიმე! არც კი გაბედო და მაგ სახელით არ მომმართო. კარგი?!
-რატომ?
-იმიტომ
-მიზეზებში შენ...
-დიახ!- გამოვაცხადე და ხელები გადავაჯვარედინე!
-მეუღლევ!
-დავაი
-კაარგი, ახლა სერიოზულად. რას ვაპირებთ?
-მე რა ვიცი. მაგრამ ფაქტია, რომ არ მინდა ჩემი მშობლების ქონების დაკარგვა.
-მე კიდევ სცენის მიტოვება
-ჰოდა ვიყოთ ეგრე. მაინც არ ვაპირებდი გათხოვებას უახლოეს 2 წელიწადში. ასე რომ...
-კარგი!
-.....
-და ხო კიდევ გუშინდელი...
-რა გუშინდელიი..
-ღამე!
-ლა! ლა! ლა!- ხელები ყურებზე მივიფარე და სირბილი დავიწყე
-არაფერი მესმის! არაფერი!
ვყვიროდი და აქეთ-იქით დავრბოდი. ჩანიოლი გამოშტერებული მიყურებდა და სადღაც ტუჩის კუთხეში ეღიმებოდა.
ვიგრძენი როგორ ამიტაცა ვიღაცამ ხელში და როგორ დამაბზრიალა.
-ააააა დამსვი უცნობო ნაცნობო! დამსვი! ჩანიოლ...
გავყვიროდი. ის კი აგრძელებდა სირბილს. შიგ და შიგ მაბზრიალებდა კიდეც.
-ანუ არ გესმის ჰო?- სიცილით მკითხა და ბალახზე დამაწვინა.
-არა- დავეჯღანე და სიცილი დავიწყე
-ჰოჰოო ჰოოო?- ზევიდან დამაჯდა და ღიტინი დამიწყო.
-ანუ არა ხო? ამას ხო გრძნობ? ღიტი.. ღიტი... ჩემო პატარა ქინდერის გოგონავ
-ჩან... ჩანი..ოლლლ... გაჩერდი. ჩა..ნიი. ვაიმე მუცელი...
-არა არ გავჩერდები! არაო! რატომო? იმიტომ რომ მიყვარს, როგორც იცინიო. ღიტი, ღიტი ქინდერი გოგონავ! არ გესმის მაგრამ ჰო გახსოვს, სულელო... ღიტი- მეუბნებოდა სიცილით და ამას დამატებული მიღიტინებდა. ხან მუცელში, ხან გვერდებში, ხან სად, ხან სად. მეც დებილივით ვიცინოდი! დებილი, სულელი გოგონასავით! თუმცა რატომ დებილივით? მე ხომ უბრალოდ ბედნიერი ვიყავი. ბედნიერი და სიხარულით სავსე. რა არის ამაში ცუდი? არაფერი! ჩემი ბედნიერების მიზეზი, კი ერთი ყურებპარტყუნა, ვარსკვლავ ბიჭუნა იყო, რომელიც ჩემთვის ნელ-ნელა ძალიან ძვირფასი ადამიანი ხდებოდა. ვერც კი ვიაზრებდი! ეს ჩემგან დამოუკიდებლად ხდებოდა! არ ვიცი... უბრალოდ უცნობი ნაცნობი- მეტი არაფერი მეთქმის.
-კაი ვსო!
მითხრა და გვერძე გადაწვა.
*მე-3 პირი*
ზეცას შეჰყურებდნენ და ეღიმებოდათ. ძალიან კაშკაშა იყო თითოეული ვარსკვლავი. თითქოს უღიმოდა ახალდაქორწინებულებს და ამავდროულად თავს იწონებდა მათ წინაშე.
არც კი ვიცი როგორ ავღწერო, რაც იმ წამს ხდებოდა. უბრალოდ უამრავი ვარსკვლავის ქვეშ ერთად მწოლიარე და ბედნიერების ვირუსით დაავადებული ორი ახალგაზრდა. მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რას უმზადებდა მათ მომავალი. რა ელოდებოდათ. ვერც კი იაზრებდნენ, მაგრამ ერთმანეთი უკვე ძალიან უყვარდათ. იმდენად, რომ ვერც კი გამოხატავდნენ. ქვეცნობიერულად, ამას იაზრებდნენ და ხვდებოდნენ, მაგრამ იმდენად იყვნენ გაოცებულნი ამ ფაქტით, რომ უჭირდათ ამის აღიარება. ერთმანეთის კი არა, საკუთარი თავის წინაშე. ვარსკვლავბიჭუნა, რომელსაც აქამდე არავინ და არაფერი აღელვებდა. და უგრძნობი, ცივი გოგონა, რომლის გულში შეღწევაც ძალიან ძნელი იყო. რომლის ფიქრების მისაკუთრება კი კიდევ უფრო მეტად ძნელი. თუმცა იმ ვარსკვლავბიჭუნამ ეს მოახერხა. მოახერხა დაესაკუთრებინა მისი ფიქრები. როგორ? ის ხომ უცნობი ნაცნობია.
*რინი*
-ახლა სერიოზულად. მისმინე, მართალია არ გინდა გაიგო და მოისმინო, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს მოგვიწევს, ასე რომ ჯობია ადრე მოხდეს. გუშინდელი ღამე... მე ყველაფერი დაწვრილებით მახსოვს. თითოეული მომენტი, წამი , შეხება, სიტყვა. ყველაფერი. არ მოგატყუებ და თავისუფლად გეტყვი. არც ვაპირებ დავივიწყო. არც კი ვიცი, რატომ. ვერც კი ხვდები რატომ, მაგრამ ზედმეტად ტკბილი წუთებია ისინი, იმისთვის რომ დავიწყებას მიეცეს. ასე რომ... უბრალოდ მინდა პირობა მოგცე, რომ არ შეგეხები. მართლა. ის პირველი და უკანასკნელი იყო. ზედმეტად განსხვავებული ვართ, იმისთვის რომ ერთად ვიყოთ. შენც იცი, რომ სხვადასხვა სამყაროს ვეკუთვნით, იმისთვის რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ განმეორდეს. იმედია ხვდები რასაც ვგულისხმობ?!
-აჰამ
-ძალიან კარგი! შენ ჭკვიანი გოგონა ხარ! ასე რომ... ერთმანეთის წინაშე არანაირი ვალდებულები არ გვაქვს. არანაირი. ყველაფერი შეგვიძლია. არ ვართ შეზღუდულები. კარგი? ახლა კი უნდა წავიდე! ხვალ კონცერტი მაქვს. ნახვამდის რინ!
მითხრა ისე, რომ არც კი ამდგარა, არც კი განძრეულა.
-ნახვამდის, უცნობო ნაცნობო!
წავიჩურჩულე, ისე რომ მთვარისთვის მზერა არ მომიშორებია.
5 წუთის შემდეგ წყნარად, უსიტყვოდ ადგა და გაუჩინარდა. გაჰყვა ბილიკს და აქ მარტო დამტოვა. მარტო!
ვგრძნობ როგორ მეწვეთება სახეზე წვიმის წვეთები. არ ვაქცევ ყურადღებას. ერთ წვეთს, მეორე მოჰყება, მეორეს მესამე და.... გაწვიმდა. არ ვდგები. ადგილიდან არ ვიძვრი. თვალები დახუჭული მაქვს. ვუსმენ, როგორ შრიალებს ფოთლები, ვისმენ როგორ წვიმს, როგორ ეწვეთება მიწას წვეთები. მთელი სხეული სველი მაქვს. არ ვაქცევ ყურადღებას. ვაგრძალებ ამ წამით, ამ წუთით დატკბობას.
2 საათში სახლში ვიყავი.
-ლილი! მოვედი- გავძახე ჩემს დას, როგორც კი სახლის კარები შევაღე.
თუმცა! სიბნელე! აი რა დამხვდა. ჰაჰ, ეტყობა რომელიმე კლუბშია. თვალებს გაბეზრებული ვატრიალებ, ქონვერსებს ვიძრობ, ჩემს ჩანთას, რომელიც გალუპულია კარებთან ვაგდებ. ტანსაცმელსაც ვიხდი და იქვე ვაგდებ. ასე ავდივარ ჩემს ოთახში. შუქს ვანთებ და იქვე გული მიმდის.
-ააააააააააააააააა- ყვირილს ვიწყებ, როგორც კი ჩემს წინ ასვეტებულ სხეულს გავყურებ.
-ღმერთო! ვაიმე! რა? ჰა? როგორ? ააააააააააააააა- ვყვირი და აქეთ-იქით ვიწყებ ხტუნვას.
-რინ! შეწყვიტე ცხენივით ჭიხვინი და კენგურუსავით ხტუნვა. მაგას ჯობია ჩამეხუტო. ბოლოს და ბოლოს შენი ჯინი შენთანააა.
-ჰიუჯინ!- გავყვირი და კისერზე ვახტები
-ჩემი რინი! ჩემი სულელი! როგორ ხარ, აბა ფსიქოლოგო?
-იდიოტო! როგორ ჩამოხვედი?
-ამ... გაგიგია თვითმფრინავი? ძალიან კარგი გამოგონებაა ხო იცი?
- აქ როგორ ავღმოჩნდი
-ლილიმ შემომიშვა
-ლილი? ნახე?
-კი რა იყო
-მე არ მინახავს და...
-კარგი დაივიწყე. მითხარი აბა როგორია?
-როგორია რა?
-როგორია იყო გათხოვილი და იყო ვინმეს მეუღლე?
-შენ საიდან..
-ჰაჰ... რინ! მგონი დაგავიწყდა მე ვინ ვარ? ჯინი! So...
ამაყად წარმოთქვა და იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა. საზურგეს თამამად მიეყუდა. ხელები გადაიჯვარედინა და გამომცდელი თვალებით შემომხედა.
-სახელი
-ჩანიოლი
-პროფესია
-მომღერალი
-მიზანი
-შეიყვაროს
-საიდან იცი
-არ ვიცი
-აბა
-მგონია
-რამდენი ხანი?
-2 წელიწადი
-მერე?
-უბრალოდ ნახვამდის
-გიხარია
-რა თქმა უნდა
-ეჭვი მეპარება
-ეჭვიანო
-დაუფიქრებელო
-ჩემო! მომენატრე სულელო!
-მეც გადარეულო! რამდენი ხანი იქნები აქ?
-არ ვიცი...
-იციან შენებმა?
-შენი აზრით
-არა
-ბინგო!- შესძახა და გვერძე დაგდებულ სათამაშოს ხელი დაავლო
-ისევ ინახავ?
-აბა რა! შენ?
-ჰმ... რა კითხვებია- ეშმაკურად გამიღიმა და სათამაშოს თვალებში ჩახედა
-დროის უკან შემოტრიალება შემეძლოს ნეტა! ისევ მინდა ვიყოთ 5 წლის კიკინებიანი გოგონები.
-ისევ მინდა ჩემი სახლის უკანა ეზოში ისმოდეს ჩვენი ბედნიერი შეძახილები.
-ზედმეტად დეგენერატული აღმოჩნდა ზრდასრულობა.
-გეთანხმები! დეგენერატული, მტკინვეული, სერიოზული და დაუსრულებელი.
-აჰამ
ჰიუჯინი! ან იგივე ჯინი! კეთილი, ძალიან დიდი გულის მქონე, უზომოდ და დაუსრულებლად ნიჭიერი გოგონა! უნიკალური და უბრალოდ ჯინი! ქერა „ბაიკერშა". უყვარს რბოლები, აბოდებს მოტოციკლეტებზე და ჭკუა ეკეტება საკუთარ სტილზე. ირონიის მამა! სინაგლის მწვერვალი! განსხვავებული და მუდმივად უნიკალური. და მუდმივად... ამ... უბრალოდ ჰიუჯინი!
როგორ გაატარებდა ორი ერთმანეთს მონატრებული გოგონა თავისუფალ ღამეს?
კოკა-კოლა, პიცა, ბევრი ლაპარაკი და რამდენიმე საშინელებათა ფილმი- აი რას ჰგავდა ეს ღამე. ერთი სიტყვით სამოთხე.
-ჩემი გათხოვილი დაიკო ვინ არის?- მესმის როგორ ყვირის ლილი და როგორ მახტება თავზე.
-გადადი! მძიმე ხარ და მეძინება.
-ნუ რა თქმა უნდა მძიმე ვარ. მაგრამ არამგონია ჩან-ჩანზე მძიმე ვიყო- ეშმაკური თვალებით მიყურებს და ტუჩის კუთხე უტყდება
-მოგხვდება ლილი! - ვეუბნები და გვერძე ვაგდებ.
ვდგები და პირდაპირ აბაზანისკენ ვიღებ გეზს.
-დეგენერატო! კუდუსუნი მეტკინა!
-არაუშავს ქორწილამდე მოგირჩება- ვეუბნები სიცილით და აბაზანაში შევდივარ. საკუთარ თავს შევყურებ სარკეში. თითქოს რაღაც შეიცვალა ჩემში. რაღაც გამომეტყველებაში და მზერაში. მაგრამ ვერ ვაფიქსირებ, რა!
„-რა ტკბილია შენი ტუჩები, ჩემო ქინდერის გოგონავ! ზუსტად ისეთი როგორიც ქინდერია.
და კიდევ ერთხელ თავხედურად ეხება ჩემს ტუჩებს. მკოცნის მთელი გრძნობითა და ვნებით. თითქოს ძლიერად, უხეშად, მაგრამ ამავდროულად ძალიან ნაზად. მისი ტუჩების გემო! ვფიცავ, მასზე გემრიელი რამ თუ გამესინჯოს. მთელს სხეულში პეპლების ზეიმია გამართული. მთელი სხეული მიხურს და სისხლი მიდუღს. ეიფორია, სიხარული, ბედნიერება და აღელვება- ეს რამდენიმე გრძნობა ჩემში ირევა და მავსებს. მთელი ჩემი ორგანიზმი სავსეა ამ გრძნობებით. თითოეული ქსოვილსა და უჯრედშია შეღწეული. ზუსტად ისე როგორც წვიმის წვეთები.
-გემრიელო- ყურში ჩამჩურჩულა და ბიბილოზე მიკბინა."
უნებურად მახსენდება იმ ღამის ეს მონაკვეთი. ვხვტები. ასევე უნებურად ჩემი ტუჩებისკენ გადამაქვს მზერა და ასევე გაუაზრებლად ვატარებ თითს. არც კი ვიცი, რატომ მაგრამ ისევ ის სულელური ღიმილი!
თავს ვაქნევ ფიქრების გასაფანტად და ცივ წყალს ვუშვებ. სახეზე ვისხამ და ვცდილობ დავმშვიდდე. ვცდილობ თავიდან ამოვიგდო და გავთავისუფლდე ამ ფიქრებისგან. ამ გრძნობებისგან, რომელმაც კვლავ მთელი ჩემი სხეული მოიცვა. რა უცხოა ეს ყველაფერი ჩემთვის. როგორი ამოუცნობი! ისევე როგორც უცნობი ნაცნობია.
აბაზანიდან გამოვდივარ და სწრაფად ტანსაცმელს ვიცმევ. ფეხზე რათქმაუნდა ჩემს ქონვერსებს ვირგებ და დაბლა ჩავრბივარ.
-აბა გამოიცანი რა გამოგიცხო შენმა ჯინმა?!
-ამ... Pancakes?
-yeahh-დაიყვირა და თეფში წინ დამიდო. გვერძე ატმის წვენი ამოუდო და თავი დამიკრა.
-გემრიელად მიირთვით მადამ! იმედია ისიამოვნებთ!- სერიოზული ხმით მეუბნება და უკან მიდის.
-დიდი მადლობა შეფ!- ვუღიმი და გემრიელად ვილუკმები.
-არა ისე, აბა როდის უნდა გამ...- გვერძე მიჯდება და ეშმაკურად მეუბნება. თუმცა სიტყვას კარზე ზარი აწყვეტინებს.
-მე გავაღებ- მესმის როგორ ყვირის ლილი.
-ჰოდა რას ვამბობდი, აბა როდის უნდა გამაცნო შენი ამოუცნობი, მისტიური უცნობი ნაცნობი?
-პირველი ის ჩემი არ არის! და მეორე, რომელი ამოუცნობი ის ნახე.
-კარგი, კარგი!-მეუბნება და ტაფისკენ მიდის.
-ჰიუჯინ! ძალიან გემრიელია!- ვეუბნები და კიდევ ერთ ლუკმას ვიტენი პირში. როგორი გრაციოზული და დახვეწილი ვარ ამ წამს წარმომიდგენია!
-ხო არა? მოდი გამასინჯე- ვიღაცა კისერზე ხელებს მადებს და უკნიდან მეხვევა. ხველება მიტყდება და ამ კონტრასტული ხმის პატრონისკენ ვბრუნდები.
-აქ რა გინდა?
-მეუღლის სახლში არ ვარ ნამყოფი. აბა ეგ როგორ წარმოგიდგენია?
-ჩვეულებრივად!- ხველებ-ხველებით ვეუბნები და ვცდილობ მისი ხელები მოვიშორო.
-ჩემი გემრიელი!- მეუბნება და თმებს მიჩეჩავს.
-ჰა? უკაცრავად? რა? როდის აქეთ?
-შენ არ გასწავლეს რინ, რომ არ შეიძლება შენს დაქალს ტყუილი უთხრა!
-აბა ახსენი რა დააბრეხვე.
-რა და ჩემი ხარ აბა ვისი ხარ! ჩემი ქინდერის გოგონა! ჩემი პატარა! ჩემი გემრიელი! ჩემი! ჩემი! - მეუბნება და კისერში მკოცნის. ჟრუანტელი მივლის, სხეული ჩემგან დამოუკიდებლად სცემს მის ამ მოქმედებას პასუხს. ვგრძნობ, როგორ ეღიმება და როგორ შეისუნთქავს ჩემს სურნელს.
-და კიდევ ერთხელ! ჩემი გემრიელი!
ამჯერად ლოყაზე მკოცნის და გვერძე მიჯდება. ჯერ ჰიუჯინს ვუყურებ. ის კმაყოფილი სახით მიყურებს და თავს მიქნევს მოწონების ნიშნად. ვუბღვერ და ისევ ჩანიოლს ვუყურებ. თეფშზე ბლინებს იდებს და გემრიელად კბიჩავს. შემდეგ ჩემზე გადმოაქვს მზერა და მთელი სახით მიღიმის.
-გასაგებია! მაგრამ ხელს ხომ არ გიშლი?
-ეს შენი ჭიქაა?- ასე ოსტატურად აიგნორებს ჩემს კითხვას და ახლა თვითონ მისმევს.
-კი! მაგრამ იქნებ პასუხი გამცე!
-კარგი!- მეუბნება და ჩემს ატმის წვენს ბოლომდე სვამს.
-ჩემი ნაპირალი იყო- ვეუბნები და ხელებს ვაჯვარედინებ.
-და....?- წარბებს მაღლა სწევს და ენას ტუჩებზე იტარებს.
-ძაან დაულაგებელი, რომ ხარ უთქვამს ვინმეს?
-არა და წავედით- ტაში შემოკრა და ხელი მაჯაში ჩამავლო.
-არ დამისრულებია- ხელს ვძიძგნი და ვაგრძელებ ჭამას.
-გინდა უცებ დაგასრულებინო?!
-ა...- არც კი დამაცადე რამის თქმა, ისე შეეხო ჩემ ტუჩებს და ისე სწრაფად მაკოცა მოწყვეტით.
-გეყო? თუ არა შემიძლია გავაგრძელო და გავაღრმავო!
-უტაქტო
-აჰა, ესეიგი დაულაგებელი, უტაქტო, კიდევ? ანუ გუშინდელ სიტყვებს არ ვიხსენებ.
-კიდევ ბევრი რამე ხარ! და ეს ყველამ იცის!
-დიახ! მე სიმპატიური, ნიჭიერი, სასურველი, გემრიელი ახალგაზრდა რეპერი ვარ.
-აჰაჰაჰჰაჰა. რა კარგად გამაცინე- და ვითომდა ცრემლები მოვიწმინდე.
-ჩანიოლ, არ წავედით?- თავი მგონი როგორც მახსოვს ლეიმ შემოყო. მოიცა, ამას აქ რა უნდა?!
-კი კი
-დამაცადე ჭამა, ჩანიოლ!- დავუწივლე და გაფართოებული თვალებით შევხედე.
-კარგი! კარგი- დანებების ნიშნად ხელებს წევს და სკამის საზურგეს ეყრდნობა.
-აააა.... pancakes- წამოიყვირა ლეიმ და თეფშისკენ გაიწია.
-აპპ... ხელები- ჩემმა გადარეულმა ჩამჩა ჩასცხო ხელში.
-გაგიჟდი?- დაიყვირა ლეიმ და ხელზე ტუჩები მიიიდო
-მე ეს ბლინები ჩემი დაქალისთვის გავაკეთე! შენ ჩემი დაქალი ხარ? არა! So...
-იცი რა... როცა...- დაიწყო ლეიმ, მაგრამ ჩანიოლმა შეაწყვეტინა.
-ლეი! ჩემო ლეი! ჯობია გაჩუმდე. ის
-მე ჰიუჯინი ვარ
-სულ არ მაინტერესებს ვინ ხარ!- შეუბღვირა ლეიმ და გაბრაზებულმა მე შემომხედა
-რა?- შევიცხადე
-შენს დაქალს მიხედე. ასე ვინმეს გადაიმტერებს. თუ არ გადაიმტერა უკვე!
-ჩანი! შენს ძმაკაცს მიხედე! არ გადამიმტეროს გააფრთხილე.
-კარგი ჩვენ მივდივართ- გამოაცხადა ჩემმა უსაყვარლესმა მეუღლემ და თითები ჩემს თითებში შეასრიალე.
კარებთან ვიდექთ, როცა ლილი დავლანდე
-შენ მოგხედავ- გამოვუცხადე და გარეთ გავედი
-სად მივდივართ?
-ბატონ ლისთან- მითხრა და მანქანის კარები გამომიღო.
-ჯელტმენი- ჩავუცინე და მანქანაში შევედი
-ზედმეტად- თვალები აატრიალა და მანქანა დაძრა.
-და ბატონი ლი ვინ არის?
-ის? ის ჩემი ბოსია!
-შენს უფროსთან რაღა გვინდა?
-შენი აზრით?!- და არათითი შეათამაშა
-გასაგებია
ვეუბნები წყნარად და გზას გავყურებ.
სადღაც ნახევარ საათში დიდი შენობის წინ ვიდექით.
-წავედით- მეუბნება ღიმილით ჩანიოლი და მანქანის კარებს აღებს. მეც მას ვბაძავ და გადავდივარ.
ვგრძნობ, როგორ მეხება ხელზე ცივი თითები. მეც იგივეს ვიმეორებ და შენობაში შევდივართ.
-პარკ ჩანიოლ!- გვესმის როგორ ყვირის ვიღაც კაცი. ავტომატურად მისკენ ვბრუნდებით.
-ბაოტონო ლი!- წარმოთქვა ჩანიმ და 90 გრადუსით წელში იხრება. მეც მას ვბაძავ. ჩანი თითებს არ მაშორებს.
-შენ რინი, არა?- მეუბნება ეს კაცი და ხელს მაწვდის. მეც ნაზად ვეხები.
-სასიამოვნოა- მორცხვად ვეუბნები.
-ვნახოთ იქნება თუ არა! ეს შენზეა დამოკიდებული. ახლა კი წამოდით!
უკან ავედევნეთ. ვგრძნობ, როგორ მიჭერს თითებს ჩემი „მეუღლე". აქედან, მისგან 1 მეტრის მოშორებით მდგარი მაინც ვგრძნობ როგორი დაძაბულია.
-კარგი! გავიგე რა სიტუაციაშიც ხარ! მინამ ყველაფერი დაწვრილებით ამიხსნა. იმ ფაქტს, რომ ცოლი მოიყვანე ვერ შევცვლით! დამალვითაც ვერ დავმალავთ! ადრე თუ გვიან მაინც გაიგებენ ჟურნალისტები. ჩვენ და საბედნიეროდ არავინ იცის ვინაა შენი ცოლი! ეს გვაწყობს! თანაც ძალიან! შეგვიძლია ეს სიტუაცია ჩვენს სასიკეთოდ შემოვატრიალოთ. ჩანიოლ ალბათ გსმენია შიფების შესახებ, არა? გადავწყვიტე ერთ-ერთი ასეთი შიფი რეალური ვაქციო. მოკლედ რომ გითხართ, ჩანიოლ გაიცანი შენი „ცოლი".
მესმის, როგორ აღებს კარებს ვიღაც. არც კი მინდა შეტრიალება. ვგრძნობ, როგორ მიშვებს ხელს ჩანიოლი! ვუყურებ და მიკვირს. რამდენიმე წამის წინ სულ სხვანაირად იქცეოდა. ახლა კი... მართლაც, რომ -უცნობი ნაცნობი.

უღრმესი მადლობა, რომ კითხულობთ ჩემო შოკოლადებო. იმედია მოგწონთ და საინტერესოა თქვენთვის <3 უკვე მე6 თავია. არ ვიცი... შეიძლება დიდად კარგი თავი არ გამოვიდა. უბრალოდ ძალიან ცუდი პერიოდი დაემთხვა ამ თავს და საერთოდ ამ ფიკს. თუმცა მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ეს გავლენას არ ახდენს ისტორიაზე. მოკლედ იმედია მოგეწონათ <3 თუ მოგეწონათ vote and comment <3 თქვენი შეფასება და სიტყვები ჩემთვის უზომოდ მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი წონა აქვს. მიყვარხართ, მიყვარხართ ჩემო შოკოლადებო <3 <3 P.S: გრამატიკული შეცდომებითვის ბოდიში.

უცნობი ნაცნობი(დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora