თვალებში შევყურებ და ვაკვირდები. გაზრდილა. შეცვლილა. გამომეტყველება... ის მუდამ ძალიან ბავშვური ჰქონდა... ახლა კი... რაღაც შეიცვალა მასში. არა, ისევ ბავშვური გამომეტყველება და სუფთა თვალები აქვს, მაგრამ... რაღაც სხვანაირადაა. თუმცა რა უნდა მოვთხოვო. 5 წელი გავიდა. 5 წელი. დრო მიდის და ყველაფერი იცვლება. არაფრი რჩება უცვლელი. არაფერი და არავინ.
ვუყურებ და ვხვდები, რომ ამ წამს მას ჩემი დახმარება სჭირდება. დავეხმარო? არის კი ღირსი? მახსენდება გერმანია. ის საღამო. მისი სიტყვები. როგორ შემამკო საშინელი სიტყვებით. ვგრძნობ, როგორ მევსება ცრემლებით თვალები. არა! არა რინ! შენ გაიზარდე! შენ შეიცვალე! შენ უკვე სხვა ხარ!
-საყვარელო... შენ როგორ ხარ? ძალიან მომენატრე. დღეს დილით როგორ წახვედი? გუშინდელი ღამის მერე... საყვარელო... - ხელი წელზე მოვხვიე და თავი მკერდზე მივადე.
-ბოდიში, ჩემო ქინდერის გოგონავ- და თავზე მაკოცა.
-არაუშავს უცნობო ნაცნობო.
ვუთხარი და თვალები დავხუჭე. ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი. ტანში გამცრა, სხეული ამიკანკალდა და ბეწვი ამეშალა. გამახსენდა თითოეული წამი მასთან გატარებული და ყელში რაღაც მომაწვა. დავიძაბე. მჭიდროდ მოვუჭირე თითები პერანგზე და კიდევ უფრო მეტად ავეკარი. მასაც არ გამორჩენია ჩემი ეს ქცევა. მანაც უფრო მაგრად მიმიკრა. უფრო მძაფრად შევისუნთქე მისი სურნელი. ამან კიდევ უფრო უარესად გამხადა. ცოტაც და ტირილს დავიწყებდი. ვამბობდი, რომ დავივიწყე! ვამბობდი რომ ფეხებზე მეკიდა. მაგრამ ამით პირველ რიგში საკუთარ თავს ვატყუებდი. მისი სურნელი, მისი ანატომია, მისი საუბრის მანერა და კონტრასტული ხმა- ოოოო, როგორ მომენატრა! ისე რომ არ ვიცი, როგორ აგიღწეროთ და დაგიხატოთ ეს გრძნობა... მინდა, მსურს კარგად მიხვდეთ მის სიძლიერეს, მაგრამ უბრალოდ სიტყვების მარაგი ამომეწურა. თითქოს მწყუროდა. თითქოს მშიოდა. თითქოს ვლპებოდი შიგნიდან და რაღაც მჭამდა. რა?! ვითომ ეს მონატრება იყო? მისი მონატრება? ვითომ ისაა მიზეზი ამ ყველაფრის. ღმერთო! რინ! რა თქმა უნდა. როდემდე უნდა ითამაშო ეს თამაში საკუთარ თავთან? ჯობია აღიარო. ის შენ მოგენატრა! თანაც ძალიან! უზომოდ და დაუსრულებლად.
*ჩანიოლი*
-რაო ექიმმა?- მკითხა მინამ, როგორც კი გამოვედი ექიმის კაბინეტიდან.
-რა უნდა ეთქვა ისეთი, რაც არ ვიცით?! დაივიწყე. გადავ...- ვეღარ დავასრულე, რადგანაც ვიღაც ქერა გოგონა დამეტაკა.
-ჩემი დათუჩა- წამოიძახა და კისერზე ჩამომეკიდა
-მომშორდი!- და ხელი ვკარი
-რატომ მექცევი ესე?
-და რატომ არ უნდა მოგექცე? რამე გვაკავშირებს ერთმანეთთან?
-ამ.. მე მეგონა მოგწონდი- დაიწივლა და ხელები გადაიჯვარედინა. მე თავი გადავაქნიე და მზერა შესასვლელისკენ გადავიტანე. ვხედავ, როგორ მოემართება მიმღებისკენ ვიღაც მაღალი, გრძელ ფეხება და გრძელ თმიანი გოგონა. დავინახე, როგორ გადაიყარა მისი მუქი, შავი თმები გვერძე, რომელიც ძალიან დიდ კონტრასტს ქმნიდა მის თეთრ, ქათქათა კანთან. მოაბიჯებს, მოდის, მაგრამ რას მოდის?! მოდის და მოაქვს. თითოეულ ნაბიჯში ეტყობა, როგორი თავდაჯერებულიცაა, როგორი ამაყი და საკუთარ თავზე შეყვარებული. თუმცა რატომაც არა?! როცა ასეთი გარეგნობა გაქვს, ძნელია საკუთარი თავი არ გიყვარდეს. მესმის მისი.
მიმღებთან მიდის და სათვალეს იხსნის. აი აქ კი შევქანდი. თვალს არ, უფრო სწორად, ვერ ვაშორებდი მის მანერებს, ქცევებს, მისი ხელების მოძრაობას და მოყვანილობას, მის თითების ფორმას, მის მოღერებულ კისერს, გამოკვეთილ ლავიწებს და გამოყვანილ წელს. ხმაურიანად გადავყლაპე ნერწყვი და ღრმად შევისუნთქე. ვფიცავ ვიგრძენი მისი დამთრობელი სურნელიც. ისევ ისეთივე სუფთა და ტკბილი. ისევ ისეთი თავბრუს დამხვევი. თვალებს ვხუჭავ. ამომიტივტივდა უკვე 1000ჯერ მაინც გახსენებული წუთები.
-ეს შავთმიანი ხო რინია?- ყურში მიჩურჩულა მინამ და რინისკენ მიმითითა
-ჩემი „ყოფილი"...
-ხო, შენი „ყოფილი" მეუღლე. ვინმეს კიდევ იცნობ ასეთ შავ თმიანს, ასეთ მაღალს და სახელად რინს?
-არა- ბავშვივით გამოვუტყდი და თავი ძირს დავხარე
-რაოოო... ვნანობთ, ჩვენს საქციელსო?- და შემიღუტუნა
-მე არასდროს არაფერს ვნანობ! - მკაცრად ვუთხარი და თვალები დავუბრიალე.
-ხომ იცი არა, რომ შენ და რინი... როგორ გითხრა. თქვენთან სიტყვა "არასდროს" არ ჭრის.
-კაი რა...
-კაი წავალ ვნახავ- მითხრა და მისკენ წავიდა.
-მისმენ? -დამიყვირა ქერამ.
-ააა ხოო კიი
-იდიოტო და ნაგავო
-რატომ?
-მოგწონვარ!
-მისმინე... არ მომწონხარ, კაი?
-არა, მოგწონვარ!
-შენ გოგო დებილი ხო არ ხარ?! არ მომწონხარ თქო... ვაიმე....
-მოგწონვარ, ჩანი... მე და შენ... ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ დაბადებულები
-კაი?! და ჩემს ცოლს რას უშვები? აქრობ? თუ კლავ? გადავმალო?!
-რა?
-მისმინე, დედამიწაზე ერთადერთი ქალია ვინც მომწონს, მიზიდავს, მწყურია და რომელიც მთელი არსებით მიყვარს. რომლის გარეშეც სუნთქვა არ შემიძლია. და ეს შენ არ ხარ! სორი.
-რა?!
-რა და ცოლი მყავს, რომელზეც ჭკუა მეკეტება სხვათაშორის!
-არ მჯერა
-რა არ გჯერა გოგო?!
-არ მჯერა! 3 წლის წინ დაშორდი ეუნჯის!
-და ვინ გითხრა, რომ ეგ ქალი ეუნჯია?
-აბა?
-აი ის
ჯანდაბა! პარკ ჩანიოლ... ვიცი, რომ უახლოეს მომავალში ლოყა ამიწითლდება. მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ჩემო ქინდერის გოგონავ! ბოდიში!
-ის? კაი რა...
-რა იყო
-რავი... აბა დამიმტკიცე!
-დარწმუნებული ხარ?!
-დიახ
-როგორც შენ გინდა
და რინისკენ წავედი. გამეღიმა, როგორც კი უფრო მძაფრად ვიგრძენი მისი სურნელი. ხელი მხარზე დავადე და ჩემსკენ შემოვატრიალე. გული ამოვარდნაზე მქონდა.
-ბოდიში- ეს ვუთხარი და მის ტუჩებს დავეწაფე.
გული უფრო მეტად ამიჩქარდა. ხელები მოვხვიე და უფრო მაგრად ავიკარი. შეუძლებელია! უბრალოდ ეს ყველაფერი! არ ვიცი... მართლაც, რომ რაღაც ენით აღუწერელი. მისი ტუჩები საყვარელ და უტკბეს ნექტარს ჰგავს, რომელსაც არ გინდა მოშორდე.
ამდენი წლის შემდეგ მე მას პირველად ვეხები, პირველად შევიგრძნობ და ვხვდები, რომ მაკლდა. ვხვდები, რომ მენატრებოდა ეს სულელი და პატარა გოგონა! ჯიუტი და ჭკვიანი! ტკბილი და ყველაზე გემრიელი. თვალში ცრემლები მიდგება, როგორც კი ვიაზრებ, რომ ის წუთები რომელიც მასთან ვერ და არ გავატარე, თითოეული დაკარგული წამი თუ დღე, ყველაფერი ჩემი ბრალია. ტირილი მინდება, როგორც ვიხსენებ, რომ ის ვეღარასდორს იქნები ჩემი. რომ ის მე სამუდამოდ დავკარგე!
*რინი*
-მეხუმრებით?! თქვენ ორნი მართლა ერთად ხართ?
-დიახ. ერთად ვართ! ქორწინებაში ვართ! და ჩემზე ბედნიერი კაცი ამ ქვეყანზე არ დაიარება!
-ეს ვინ არის- ვეკითხები ვითომ მეამიტური სახით
-არავინ. უბრალოდ არ სჯეროდა, რომ ცოლ-ქმარი ვიყავით!
-ეგ როგორ არ სჯეროდა?!
-მე რა ვიცი... ისე დღეს რა ძალიან სექსუალურად გამოიყურები, პატარავ?!
-ხოო? მოგწონს?
-ძალიან! კარგად გამოკვეთს შენს ლამაზ ფორმებს!
-მეც ეგრე ვფიქრობ. ძალიან კარგი საშუალებაა ხალხის ყურადღება მივიქციო და იმათ ვინც გული მატკინეს და მიწასთან მიმასწორეს, ვინც სამუდამოდ დამკარგეს, მივახვედრო რას გაუშვეს ხელი- ვუთხარი და თვალი თვალში გავუყარე.
დავინახე როგორ გადაყლაპა ნერწყვი და მგონი გავიგონე კიდეც.
-ჰო ჰო?! საცოდავი ის ადამიანი, რომელმაც დაგკარგა. რომელმაც გაწყენინა და მიწასთან მიგასწორა. რა მეთქმის სხვა. უბრალოდ: წარმატებები, ძმაო- სიცილით თქვა მინამ და თვალი ჩანიოლისკენ გააპარე. მე ეშმაკური ღიმილით ვუყურებდი.
-რატომღაც მგონია, სამუდამოდ არ დაუკარგიხარ
-რატომ ფიქრობ ეგრე?
-თვალებში გატყობ! გიცნობ!
-შეიძლება საკმარისად კარგად არა, საყვარელო!
-საკმარისზე მეტად გიცნობ, სიცოცხლევ!
-მაშინ უნდა იცოდე, რომ წყენას ადვილად არ ვივიწყებ!
-პირიქითაა ეგ!
-შევიცვალე
-გეტყობა
-ფსიქოლოგიურადაც
-შეგამჩნიე
-სხვა ვარ
-მივხვდი
-გავიზარდე
-ვხედავ
-...
-მაგრამ ისევ ის დარჩი ვინც იყავი!
-ცდები!
-მე არასდროს ვცდები
-არასდროს თქვა არასდროს
-იგივე ლოგიკით, შენ ახლა თქვი „არასდროს"
-ეგ გამართლებულია
-რატომ
-მაგას შენ თვითონ უნდა მიხვდე
-მგონი დეჟავუ მაქვს!- წამოიძახა და ხელები ჯიბეში ჩაიწყო
-მეც! უბრალოდ როლეებია შეცვლილი
-ეგ ნაკლებად მნიშვნელოვანია!
ჩავიღიმე და ხელები გადავიჯვარედინე! მან შემომხედა. თუჩის კუთხე ჩაუტყდა. 2 წუთი მიყურა- მიყურა, თითქოს რაღაც გადაწყვეტილებას იღებდა. ბოლოს თავი უკან გადააგდო და ეშმაკურად მითხრა.
-დაგიმტკიცო, რომ უცველი ხარ?!
-როგორ?!
-აი ნახე-მითხრა და იმ გოგონას გაუბრუნდა.
-შეგიძლია კარების უკან, რომ პაპარაცები არიან, შემოუშვა?
-კაი- იმანაც მხრები აიჩეჩა და შესასვლელისკენ გაემართა
-რა ჩაიფიქრე, ჩანიოლ!
-არაფერი ისეთი!
-ჩანიოლ, რამე სისულელე არ გააკეთო- ვუთხარი და ხელზე დავქაჩე!
-არა, სიცოცხლევ!
-ბატონო პარკ, შეგიძლიათ გაგვიმხილოთ ამ გოგონას ვინაობა?
-მისი? რაღათქმაუნდა! ის ჩემი მეუღლეა. გაიცანით პარკ რინი!
აი აქ ავილეწე. გაგიჟებული სახით შევხედე და გავფითრდი
-გაიღიმე, საყვარელო!- ხელები მომხვია და ლოყაზე მაკოცა.
-წარმატებები- ყურში ჩამჩურჩულა და იქვე მაკოცა. ჩამაჟრიალა და უკვე 100ჯერ აშლილი ბეწვი, 101ჯერ ამეშალა.
-რა. ჯანდაბა. გააკეთე?
-რაც მინდოდა
-შენ მოიტყუე!
-ნწუ
-რისი თქმა გინდა?
-იმის რომ ოფიციალურად ჩემი ცოლი ხარ!
-ნუ ბავშვობ! მე მოვაწერე საბუთებს ხელი!
-შენ კი, მაგრამ განქორწინებისთვის ორივე პირის თანხმობაა საჭირო!
-ჩანიოლ...
-სწორად გამოიცანი, სიცოცლევ! მე შენი ქმარი ვარ. სასიამოვნოა, შენი გაცნობა!
-როგორ გაბედე და არ მოაწერე ხელი!
-ძალიან ჩვეულებრივად!
-რატომ მოიქეცი ეგრე?
-არამგონია მზად იყო, მაგ სიტყვების მოსმენისთვის!
-მითხარი! ბავშვი უკვე დიდი ხანია აღარ ვარ!
-კარგი! პატარავ! მე შენ მიყვარხარ!ძალიან მოკლეა, არაა? ვიცი... ვიცი... უბრალოდ მინდოდა დამედო და მეტი აღარ დამეგვიანებინა. იმედია არ გამიბრაზდებით, ჩემო შოკოლადებო ^^ იმედია მოგეწონათ ^^ თუ მოგეწონათ vote and comment <3 მიყვარხარრთ, ისე როგორც რინს ქინდერი უყვარს ^^ და ჩანიოლს რინი(ფიკში როგორც უყვარს ანუ... ანუ ხო უყვარს ფიკში. და აი ფიკში როგორც უყვარს, ისე მიყვარხართ)
ESTÁS LEYENDO
უცნობი ნაცნობი(დასრულებულია)
Fanficზედმეტად კონტრასტული და ზედმეტად ზღაპრული. ზედმეტად გამოგონილი, არარეალური, მაგრამ ამავდროულად ყველა სხვა დანარჩენზე რეალური-აი როგორ აგღგწერ მე შენ, უცნობო ნაცნობო!