get out

2.3K 73 1
                                    

ახალი დღე ,ახალი ფურცელი , ახალი თავგადასავალი  . ჯემი სკოტ წინ ახალი დღე გელოდება ,ყველაფერი შეიცვლება.   ჰმმ .. კი როგორ არა არაფერი არ შეიცვლება... ავდექი 7:55 . აბაზანის კარი გავაღე გამოვიხეხე კბილები, მოვიბანე პირი,ჩავიხედე სარკეში კვლავ ჩემს ანარეკლს შევხედე .. სასწორზე დავდექი ამას თვეში ერთხელ ვაკეთებ . წონა არ შეცვლილა ბოლო 1 წელი და რამოდენიმე თვე სულ ერთი და იგივე ციფრი 56 .. არაუშავს . კარგია. ოთახიდან გამოვედი ჩავიცვი ჩემი საყვარელი ჯინსის ქვედაბოლო .. არ მახსოვს ვიღაც მეზობელმა მომცა , მაგრამ ისე შემიყვარდა რომ ყველაზე ხშირად მას ვიცმევ ძალიან კარგი ზემოთ უზურგო მაისური ჩავიცვი და ფეხზე კლასიკა ,რათქმაუნდა All Star☆ები. ავიღე ჩანთა.. არ შეცდეთ  19  წლის ვარ სკოლაში არ მივდივარ არც უნივერსიტეტში. სკოლა უკვე დავამთავრე საკმაოდ კარგად .. მაგრამ უნივერსიტეტში ვერ ჩავირიცხე  და იცით რატომ? მოხლოდ იმიტომ რომ მე ელიოტ სკოტის ქალიშვილი ვიყავი მკვლელის .. რაც მთავარია მე ეს ვიცოდი .  მოგვიანებით კი ყველამ გაიგო ზუსტად მაშინ როდესაც ხელში 15 ივნისს დიპლომი მომართვეს . მოდით მოგიყვებით. 15 ივნისი იყო საკამაოოდ ბედნიერი ვიყავი ვიცოდი რომ ამ დღეს  დედაც და მამაც გვედში მედგა და ეს  მახარებდა მახარებდა ის რომ ისინი ჩემით ამაყობდნენ. მამას ბევრი ფული ჰქონდა იმდენად  ბევრი რომ ქალაქში 2 სახლი . 13 მანქანა. ქალაქგარეთ კი 4 აგარაკი ჰქონდა შეიძლება მეტიც.მოკლედ  . თემიდან აღარ გადავუხვევ. 15 ის ვიყავი როდესაც გავიგე რომ მამაჩემი იყო მკვლელი მან მოკლა ზუსტად 54 ადამიანი და აგრძელებდა კიდევაც ეს ციფრი ძალიან ხშირად იცვლებოდა. კოზირი  ყოველთვის მე ვიყავი მე ვუნდოდი მამაჩემი ჩემით ვაჭრობდა . და მე ამაზე თანახმა ვიყავი . სქემა ასეთი იყო  ის ვინც უნდა მოეკლა გარკვეული მიზეზების გამო (ვისაც მისი ვალი ჰქონდა, ვინ უბრალოდ სძულდა , ვინც ბიზნესის განვითარებაში ხელს უშლიდა)  თან მათ ფულსაც უტეხავდა მოკლედ ის სთავაზობდა ჩემს თავს  გარკვეული თანხის სანაცვლოდ. შემდეგ კი როდესაც ვინმე თანხმდებოდა   შევხედრის ადგილას "მიღება-გადაცემის " აქტის დროს მამაჩემს რჩებოდა მისი ქალიშვილი  და რათქმაუნდა ფულიც... ეს მეთოდი დღემდე უცნაურად მეჩვენება თუმცა მაინც თანახმა ვიყავი.  უცნაური იყო ისიც რომ დედაჩემმა არაფერი იცოდა მამაჩემის საქმიანობის შესახებ.
15 ივნისს  მამაჩემი დააპატიმრეს  და მეორე დღესვე რაღაც ნივთიერება შეუყვანეს ორგანიზმში  საჯაროდ .მთელი ქალაქი ამას უყურებდა ტელევიზიით.   მეც მათ შორის. დედამ საკუთარი თვალით ნახა  როგორ მოკლეს მისი ქმარი. შეიშალა ,ფსიქიატრიულში ამოალპეს.
დღეს მე ყველა მამაჩემის ქალიშვილად მიცნობსმართალია 1 წელზე მეტი გავიდა   მაგრამ მაინც.ადამიანი ხომ ყველაზე დაუნდობელი არსებაა. ის ცხოველია. მშობლიურ ქალაქში. გამრიყეს .  გამაგდეს
-get out
-get out
ყველა მიმეორებდა ერთიდაიგივეს და მეც წამოვედი.

SheWhere stories live. Discover now