Damn

1.1K 60 1
                                    

ახალი დღე,ახალი ფურცელი ... 7:55 ისევ ერთი და იგივე. თუმცა უკვე სასწორზე არ დავმდგარვარ და  დილით გადავწყვიტე საჭმლის ჭამა ,რაც ჩემგან საკმაოდ მოულოდნელი იყო . გამოვიღე ძეხვი,ყველი, პური ,ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული ბუტერბროდი გავაკეთე. სამოსის ძიებაში დიდი დრო არ დამიხარჯავს. ჩემივე შეკერილი ვფიქრობ საყვარელი მუხლს ზემოთ სიფრიფანა თხელი  გვირილებიანი კაბა და  შავი all star☆ები  ჩავიცვი. ჩანთა დავიჭირე ხელში და გამოვედი. დღეს როცა მოვალ სახლი უნდა დავალაგო. თორემ სხვისი სახლების ლაგებით  დაკავებულმა ჩემი სულ დამავიწყდა. მოვედი . სიტუაცია ისევ ისეთი ერთფეროვნება, არ მომწონს.  ჰაჰ ,არ მომწონს რა მარტივია . არ მომწონს ე.ი ასე არ უნდა იყოს... ღმერთო სად არის მსგავსი ბედნიერება რაც არ მოგწონს ის რომ არ ხდებოდეს
-გამარჯობა ,უფროსს მივესმალმე
-სკოტ სამსახურიდან შეგიძლია წახვიდე, განთავისუფლებ
-რა ?  ჯანდაბა.მაპატიეთ მიზეზი შემიძლია გავიგო? არ მოველოდი .არავის ვეღობებოდი,სამუშაოს სამართლიანად ვასრულებდი თავს არ ვიქებ მაგრამ მართლა ასე იყო
-დიახ რათქმაუნდა .შემცირებაში მოყევით. პერსონალის ჭარბი რაოდენობის გამო მთავრობა  უკმაყოფილოა ....წვრილმანების ახსნის დრო არ მაქვს.. დრო ფულია ჩემო კარგო. ასე რომ მოკლედ და კონკრეტულად თქვენ შემცირებაში მოყევით. ნახვამდის .
-ნახვამდის. წამოვედი. გამაგდეს .ისევ. ჰაჰ. რა ირონიულია. არ ვიცი . რატომღაც გული არ დამწყდა. ალბათ ვიცი რომ გასაჭირში ყოველთვის მაქვს წასასვლელი .სწორედ ამიტომ. ვცდილობ იმას რომ მე საამაყო ქალიშვილი ვიყო და არა  მამიკოს ფულებით გათამამებული. მაგრამ არ გამომდის. სახლში მივედი. სარკეში ჩავიხედე. დღის 12 საათია . ადრეა. რათქმაუნდა. წავალ დავიძინებ. რამდენი ხანი არ მიძინია დღის 12 საათზე. იცით ალბათ გაინტერესებთ. თუ მხოლოდ იმ ქალაქში  იციან მამაჩემის "ამბები" და იქ არსებულ უნივერსიტეტებში არ მიმიღეს. აქ რაღატომ იქმნება პრობლემა? იმიტომ რომ საკმარისი ჭორი მაინც გავრცელდა ყოველივე ამის განსახორციელებლად... კარგი დავიძინებ.
7 საათის შემდეგ*~*
თვალი გავახილე. რაღაც ახალი უნდა დავიწყო .ასე არ შეიძლება. რახან გამაგდეს ე.ი ასეც უნდა ყოფილიყო. ჰმმ. ჯერ სახლი დავალაგო  . შემოვიარე მტვერსასრუტით ორსართულიანი სახლი .ეზო მოვაწესრიგე რამოდენიმე ყვავილიც დავრგე სარეცხი დავრეცხე....  მოვრჩი საქმიანიბას და აი 10 საათი დაიწყო. მიუხედავად იმისა რომ დავიღალე ძილი მაინც არ მეკარება. გავალ გარეთ გავერთობი. უცნაურად ჟღერს ძალიან უცნაურად .  ავედი ზემოთ  მაღალწელიანი შავი ჯინსის შარვალი . თეთრი ტოპი საშუალისიმაღლის ქუსლზე მდგარი ფეხსაცმელი.  თხელი  ნახევრად გამჭირვალე მოსაცემელი. შავი ლაინერი ,ტუჩსაცხი და ეგრედწოდებული "ჰაილაითერი" . ვუალა .another me . ტელეფონი ყველაფერი სახლში დავტოვე ? ვის უნდა დაერეკა ნეტა? მეოგობარს რომელიც ჩემზე ღელავს ,შეყვარებულს თუ მშობლებს? მინდოდა შეყვარებული მყოლოდა მაგრამ მეშინოდა. მე რომ ყოველდღე დავდიოდე მსგავსად ჩაცმული ვგულისხმობ ისე როგორც ახლა მაცვია. ყველამ რომ იცოდეს თუ რამდენი ფული მაქვს. დამიჯერეთ ახლა სულ სხვა სიტუაციაში ვიქნებოდი. ადამიანს თვალი ატყუებს. გარეგნობა ისაა რასაც პირველად  ხედავს. და თუ გარეგნობა არ მოეწონება  სულსიც არ აინტერესებს.კარგით  თემას არ გადავუხვევ. გარეთ გავედი  და სამარშრუტო ტაქსის მძღოლს ვთხოვე რაიმე "კლუბში"მივეყვანე. სადაც გავერთობოდი. მივედი.
-აქ გაერთობი ძვირფასო დამიჯერე
-მისი ხმა არ მომეწონა. არემარეს არ დავკვირვებივარ. ეს ადგილი არ მეცნო.  მძღოლს ფული გავუწოდე და წამოვედი. მანქანაც უკვალოდ გაუჩინარდა
-"ღამის პეპლები" ჯანდაბა ეს ის არარის ტელფონით რომ მომდის შეტყობინება .. არ მომწონდა აქაურობა. შევცდი როდესაც მძღოლს  უცხო ადამიანს ვთხოვე მივეყვანე "გასართობ ადგილას"
კარგი აბრას დავაკვირდი. და მივხვდი რა ადგილიც იყო "ბოზები"  "აბედნიერებდნენ" "ფულიან კაცებს " მიმიხვდით? და ნეტავი მე რაღატო მომდიოდა შეტყობინება . კარგი უკან უნდა დავბრუნდე.
სად ვიპოვო ტაქსი? ჯანდაბა . ჯანდაბა...
-გოგონა?!
-დ..დი..დიახ
-სწრაფად მოდი აქ .. დროზე გაგვიანდება. ჰეი
- რა სად? მე მე ვერმივხდი
-რა ვერ გაიგე.. ეხლა უნდა გიხსნიდე ? ამნეზია გჭირს?  ხელი მომკიდა და შემიყვანა უკანა კარში.
რა ხდება რა ძალას მივყავარ აქ და რატომ არ ვეწინააღმდეგები?
-უფროსს უნდა ჩამოეყვანა დღეისთვის სპეციალური პროფესიონალი გოგონა როგორც ჩანს შენ ხარ მიდი გამოიცვალე და ადი 512 ში.
-რა?
-მე გეშლებით . მე აარ ვარ ის "პრფესიონალი "მივდივარ...
-****
დააკომენტარეთ თქვნი აზრი თუ მოთხრობის გაგრძლების სურვილი გაქვთ . 💖


SheWhere stories live. Discover now