არ მახსოვს აქ რომ პირველად მომიყვანეს რამდენი წლის ვიყავი. არც ის მახსოვს ვინ მომიყვანა. მხოლოდ ის განცდა მახსოვს, რაც აქ შემოსვლისას დამეუფლა. სიმარტოვის, გაურკვევლობის და დაბნეულობის განცდა. როდესაც ვერ ხვდები რა ხდება და არ იცი რა უნდა გააკეთო. ჩემი პირველი ვიზიტი პანსიონში სწორედ ასეთი იყო, კოშმარული და საძულველი. ეს დაწესებულება ერთგვარი თავშესაფარი იყო მენტალური პრობლემების მქონე ახალგაზრდებისთვის. ანუ მათთვის, ვინც ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებდა. მოკლედ, ეს არ იყო საგიჟეთი ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, მაგრამ მას ძალიან ჰგავდა. აქ როცა მომიყვანეს ჩემი განვლილი ცხოვრების შესახებ არაფერი მახსოვდა. ერთადერთი რაც მითხრეს ის იყო, რომ მათი ვარაუდით ჩემმა ტვინმა დაივიწყა რაღაც მოვლენა, რომელიც ჩემს წარსულში მოხდა და რომლის გახსენებასაც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდა ჩემი ქვეცნობიერი.
ასე ვცხოვრობდი მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებთან ერთად ამ იდუმალებით მოცულ პანსიონში. ერთადერთი რაც მკაცრად გვეკრძალებოდა ტერიტორიის დატოვება იყო, ამიტომ წლების მანძილზე მხოლოდ თავშესაფრის ოთახებში და იმ ტყის პატარა მონაკვეთში ვმოძრაობდი, რომელიც ამ დაწესებულების საკუთრებაში იყო. ყოველ მზიან შუადღეს გარეთ გავრბოდი ჩემს მოლბერტთან ერთად და პეიზაჟებს ვხატავდი. ერთადერთი გასართობი სწორედ ეს იყო. ეს და ის ადამიანები, რომლებიც აქ გავიცანი და რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.
- ევა არ გინდა დამელაპარაკო?
- ცოტა ხანი დაიცადე, ეს დეტალიც დავამთავრო.
- არ მოგბეზრდა ამდენი ხატვა? - ჩაიბუზღუნა ჰოსოკმა და ტუჩები გამობზიკა.
- ჰოსოკ, ხომ იცი რომ ეს საქმიანობა თვითგამოხატვისა და დაგროვილი ნეგატიური ემოციების გარეთ გამოშვების საშუალებას მაძლევს.
YOU ARE READING
Eva
Fanfiction"საზღვარი, რომელიც სიცოცხლეს სიკვდილისგან ყოფს, საუკეთესოდაა დაჩრდილული და გაბუნდოვანებული. ვის შეუძლია თქვას - სად მთავრდება ერთი და იწყება მეორე?"