2

75 15 1
                                    




გაშტერებული ვიდექი აქამდე უცხო არავინ მენახა. არ ვიცი რატომ არ გავიქეცი, ალბათ იმიტომ რომ ცნობისმოყვარეობა მკლავდა. ეს რომ თავშესაფარში გაეგოთ სასჯელი არ ამცდებოდა.

ერთი ნაბიჯი...

ორი...

მალე უცნობი ჩემს წინ აღმოჩნდა, ისე ახლოს მოვიდა სულ რამდენიმე სანტიმეტრი თუ გვაშორებდა.

- ევა?

- ჩემი სახელი საიდან იცი?- გაკვირვებულმა შევხედე. მოულოდნელად მხრებში მეცა და ისე შემანჯღრია კინაღამ წონასწორობა დავკარგე.

- ევა აქედან აუცილებლად უნდა წახვიდე, გესმის? რაც შეიძლება მალე. აუცილებლად უნდა დატოვო ეს ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში...

- ევა!- საიდანღაც ჯიმინის ხმა გაისმა.

- წავიდე? ამით რის თქმა გსურს? იქნებ ჯერ ის ამიხსნა ვინ ხარ?- კითხვები სწრაფად მივაყარე. ფოთლების შრიალით და ძირს დავარდნილი ტოტების ტკაცუნით ვხვდებოდი, რომ ჯიმინი უკვე გვიახლოვდებოდა.

- მალე ყველაფერს გაიგებ, უბრალოდ ფრთხილად იყავი, განსაკუთრებით პანსიონის დირექტორთან და ეცადე მალე დატოვო აქაურობა.- ეს რომ მითხრა წამით თვალებში მომაშტერდა. მერე ხელები ფრთხილად ჩამოაცურა ჩემი მხრებიდან.

- ევა აქ რას აკეთებ? - კიდევ ერთხელ გავიგე ჯიმინის ხმა. ამჯერად უკნიდან.

- მე... მე არაფერს უბრალოდ მას ველაპარაკებოდი და ...- შევტრიალდი, დარწმუნებული ვიყავი რომ უცნობი ისევ ჩემს წინ იდგა, მაგრამ არავინ დამხვდა.

- ვის?- ჯიმინმა გამწია და იმ ადგილს შეხედა სადაც წამის წინ იდუმალი ბიჭი იდგა.- აქ არავინაა ევა. მზეზე ისევ დიდხანს იარე ხომ?- თანაგრძნობით გამომხედა და შუბლზე ხელი დამადო იმის შესამოწმებლად სიცხე ხომ არ მქონდა.

EvaWhere stories live. Discover now