4

87 10 3
                                    

ზუსტად ორი წუთი დამჭირდა იმ ინფორმაციის გადასახარშად, რაც ახლა მივიღე. გონებაში ყველაფერი თანდათან, ერთმანეთის მიყოლებით ავაწყე და იმ გეგმის შესრულებას შევუდექი, რომელიც არ გამაჩნდა. მივხვდი, რომ იმპროვიზირება მომიწევდა.

- ჯიმინ, ჰოსოკ, ახლავე უკან დაბრუნდით და შეეცადეთ დარაჯებს ყურადღება გადაატანინოთ. ცოტა ხნით ტერიტორიის დატოვება მომიწევს და უკან ისე უნდა შემოვიდე, რომ ვერავინ შემამჩნიოს. ბიჭები გაკვირვებულები მიყურებდნენ, ჩემი თხოვნის არსს აშკარად ვერ ჩაწვდნენ.

- ევა, შენ რა გაგიჟდი? სად მიდიხარ?

- ჯანდაბა, ახლა ახსნის დრო არ მაქვს, უბრალოდ მენდეთ და ის გააკეთეთ, რაც გითხარით.- სწრაფად მივაყარე გაოცებულ ბიჭებს და ტყის მიმართულებით გავიქეცი.

ჩქარი ნაბიჯით, მაგრამ ამავდროულად დიდი სიფრთხილით მივყვებოდი ვიწრო ბილიკს. ის, ვის მოძებნასაც ახლა ვცდილობდი შორს ვერ წავიდოდა, რადგან სავარაუდოდ დაშავებული იყო. თეთრი მაისური, რომელიც ცოტა ხნის წინ ვნახე შეიძლებოდა ნებისმიერი ადამიანის ყოფილიყო ვინც თავშესაფარში ცხოვრობდა, თუმცა ჩვენთან ჯინი არავის ერქვა. შესაბამისად მისი პატრონი ჩვენთვის უცხო პიროვნება იყო. უცხო კი ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი მეგულებოდა. იდუმალი ბიჭი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სასოწარკვეთით ითხოვდა პანსიონი დამეტოვებინა. სავარაუდოდ შენობასთან მოსული დარაჯებმა შეამჩნიეს და დაედევნნენ, თუმცა არ მეგონა საქმე იქამდე მისულიყო, რომ მისთვის რამე დაეშავებინათ. ამიტომ სისხლიან მაისურს ვერაფრით ვხსნიდი. კითხვები ბევრი მქონდა. ყველაფერი უნდა გამერკვია. ბილიკიდან გადავუხვიე და ხშირ ტევრში შევედი იმ იმედით, რომ ვიპოვიდი. არ ვიცი რამდენი ხანი ვირბინე. ვგრძნობდი რომ ფილტვები მასკდებოდა, ამოსუნთქვა ძალიან მიჭირდა. მხოლოდ მაშინ შევჩერდი, როცა ხესთან სილუეტი შევამჩნიე.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 31, 2017 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

EvaWhere stories live. Discover now