პროლოგი

168 18 0
                                    


სამყაროში არსებობს ისეთი რაღაცები, რასაც ადამიანის გონება ვერ აღიქვამს. ის, რაც შენი თვალით გაქვს ნანახი და განცდილი შეიძლება სხვისთვის შეუძლებელი იყოს. რთულია სკეპტიციზმით სავსე სამყაროში, სადაც ყველაფერში ეჭვი გეპარებათ შენც და სხვებსაც მიხვდე რა არის რეალობა და რა-ილუზია.

მე მიცხოვრია რეალობაში, სადაც ყოველი დღე მონოტონურია და სადაც უნდა აკეთო ის, რაც სოციუმს აწყობს, მაგრამ ისეთ ალტერნატიულ რეალობაშიც მიარსებია, სადაც ყველაფერი უკუღმართადაა. სადაც არ არსებობს არც სიყვარული და არც ზიზღი, არც სიკეთე და არც ბოროტება, არც სევდა და არც სიხარული, რადგან აქ ადამიანები არ არსებობენ. არსებობ მხოლოდ შენ და ის ყველაფერი რაც შენს ირგვლივაა შენივე ათასგზის დანაწილებული, ქვეცნობიერში დალექილი სურვილების ანარეკლია.

მე ორივე გამომიცდია, ის, რასაც თქვენ ეძახით რეალობას და ისიც რაც ჩემთვისაა თქვენს რეალობაზე ბევრად უფრო რეალური.

-გამომყვები?- მკითხა ჯინმა და ხელი ჩამავლო ისე, რომ პასუხს არც დალოდებია. ის ჩემნაირია, მან იცის სინამდვილეში რა ხდება, ამიტომ უარს მაინც არ ვეტყოდი. ხელზე მაგრად მოვუჭირე, თანხმობის ნიშნად. მიმართულება გასასვლელისკენ აიღო და ჩვენ წავედით. წავედით იქ, სადაც აქამდე არავის შეუღწევია, წავედით იქ, სადაც ვერავინ ბედავდა წასვლას. 

EvaWhere stories live. Discover now