ნაწილი 1

229 10 2
                                    



Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.





  მე ნაიჯოლი ვარ.ლურჯ თმიანი,სიმაღლეში 1,60.
ჯიმინს პირველად სკოლაში შევხვდი.ის ჩემი აიდოლია მას შემდეგ რაც ქეიპოპის შესახებ ვიცი.ის ისეთი თბილი იყო ფანებთან შეხვედრისას.მე და ჯიმინი გარკვეული დროის მანძილზე ერთად ვიყავით.
გადავწყვიტე ვინმესთვის მომეთხრო ჩემი და პარკის დრამატულ სიყვარულზე.დამიჯერეთ მასზე კეთილ და საყვარელ ადამიანს ვერასოდეს შეხვდებით.

ჩემი დღიური.
ჩანაწერების ავტორი ნაიჯოლ ლი.
15 სექტემბერი.12:30.
  სკოლის პირველ დღეს როდესაც სასადილო დრო დასრულდა მეგობრებთან ერთად სპორტის გაკვეთილზე გავედი,კალათბურთის სათამაშოდ.
სწორედ მაშინ შევნიშნე იგი.ის არ თამაშობდა.დარბაზში იყო.დინამიკებში სიმღერა ჰქონდა ჩართული და ცეკვაში ვარჯიშობდა.
მის ცეკვას მასზე გაგიჟებული გოგონები უცქერდნენ.ყოველი მხრიდან გოგონების ზღვა ერტყა.ის კი არცერთს აქცევდა ყურადღებას,ცეკვაში იყო გართული.და წამით,როდესაც კარებში ვიყურებოდი და მას ვუცქერდი,მან მე შემომხედა.დავირცხვინე და კარებს მოვშორდი.
უეცრად მუსიკის ხმა მიჩუმდა.
-მოიცადე.-ის მეძახდა.დარბაზიდან გამოსულიყო და ჩემკენ მოემართებოდა.
არ გავჩერებულვარ.დარწმუნებული არ ვიყავი რომ მე მეძახდა.
-ლურჯთმიანო.-ჰო ის ნამდვილად მე მეძახდა.გავჩერდი თუმცა არ შევბრუნებულვარ.
-ჰეიი.გამარჯობა.-თმა გადაიწია და მისი მომხიბვლელი ღიმილი შემომანათა.ვარდისფერი თმა ჰქონდა.ისეთი სხეული ჰქონდა ალბათ მთელს დროს სპორტ დარბაზში ატარებდა.
-ჰეი,-მეც მივესალმე.
-მე პარკი ვარ.პარკ ჯიმინი.
-ნაიჯოლი.ნაიჯოლ ლი.
-მოხარული ვარ რომ გაგიცანი.-ისევ იღიმოდა.
-მეც.
-შეგნიშნე,იქ იდექი,შენ..მე..
-მე..მე უბრალოდ ჩავიარე და..ისა.. ჰო თასმა გამეხსნა და შევყონდი.
-გასაგებია.თასმები ყოველთვის იხლართებიან.
-ჰოომ.
-კარგი დროებით.შეიძლება საღამოს გნახო?
-სად?
-ყავა დავლიოთ.
-შოკოლადი ჯობია.
-კარგი.

ნაიჯოლიWhere stories live. Discover now