ნაწილი 4

80 9 1
                                    

ლუიზს ჭიქა უკან გავაწევინე.
-არა არმინდა,არ ვსვავ.
ერთმანეთს გადახედეს?
-ბატონო?-გაფართოებული თვალებით შემომხედა ემილიმ.
-სმას,წამლებს,სიგარეტს რახანია შევეშვი.
-ოუუ შენს თოჯინას ვუმადლოდეთ?-ჩაიხითხითეს.
-ის თოჯინა არ არის.
-როგორ არა არის.
-ასე ნუეძახი მეთქი!
-კარგი,კარგი თორემ ახლა ჩვენი დოლი გაგვიბრაზდება-ისევ ჩაიცინა ემილიმ.
მათ მოვშორდი და საცეკვაო დარბაზისკენ წავედი,ვიცოდი იქ პარკი არ დამხვდებოდა მაგრამ მინდოდა მის ჩამოსვლამდე ცეკვა დამედგა.არვიცი რატომ მომწონდა ჯიმინი,არა ეს მოწონებაზე მეტი იყო,მიყვარდა.
კარი გაიხურე და დინამიკებს ტელეფონი მივუერთე.save me ჩავრთე და მსუბუქად დავიწყე მოძრაობა.მერე ტემპს ოდნავ მოვუმატე და ელასტიური ილეთები შევიტანე.მთავარი იყო თითოეული ილეთი ნაძალადევი არ ყოფილიყო,მაგრამ არც იყო.ამას დიდი სიყვარულით ვაკეთებდი,ცეკვა მიყვარდა.
ჯიმინი,ჯიმინი,ჯიმინი.მხოლოდ მასზე ვფიქრობდი,სხვა ვერაფერზე.როგორ მჭირდებოდა ახლა მისი ჩახუტება.
ბოლოს ცეკვა დავასრულე და ტელეფონთან მივედი სიმღერის გამოსართავად,ჯიბეში ჩავიდე და მივტრიალდი რომ ჩანთა ამეღო,თუმცა ადგილზე გავქვავდი.
ვარდისფერ თმიანი ბიჭი მიმზერდა,მარწყვის ტუჩებით,ოკეანის ფერი თვალებით.ხელ გამოწვდილი იდგა და მელოდა,ის მელოდა.არ შემიმჩნევია ვინმე თუ შემოვიდა..მე.. მისკენ გავიქეცი და გულში ჩავიკარი.ისე მჭიდროდ ვეხვეოდი..ღმერთო როგორ მომენატრა..ისიც მეხვეოდა,მერე ხელებში ჩემი სახე მოიქცია და მაგრად მაკოცა.ხელი წელზე მომხვია და იქვე მდგარ სავარძელზე დავეშვით.მისით ვერ ვძღებოდი,მე ის მინდოდა,მე ის მჭირდებოდა,მე ის მიყვარდა.
-მიყვარხარ, მიყვარხარ ,მიყვარხარ სამყაროზე მეტად!!!-ჩამჩურჩულა ყურში,მისი სუნთქვა კისერზე მელამუნებოდა.ის ჩემს სხეულზე დაცოცავდა.მისი სუნთქვა მაჟრჟოლებდა,ეს ზღაპრული წუთები იყო..
უცებ გავიაზრე რომ ის გუშინ ღამით უნდა გაფრენილიყო და მშვიდად მოვიშორე.
-შენ ახლა აქ არ უნდა იყო არა?
-ჰო,წესით არ უნდა ვიყო,მაგრამ უნდა ვიყო!-ჩაიცინა და ისევ მაკოცა,-არ გაგიხარდა?-სახე მოეღრუბლა.
მე მისი სახე ხელებში მოვიქციე და მთელი სახე დავუკოცნე.-როგორ არა ახლა ამაზე მეტად არაფერი გამიხარდებოდა.მიყვარხარ ძალიან.
მან ისევ გაიღიმა და ჩამიხუტა. ცოტა ხნით ასე ვიწექით ერთმანეთზე მიკრულები.

ნაიჯოლიWhere stories live. Discover now