1 თავი

1.5K 63 16
                                    


1 თავი

როგორც ყოველ დილით დღესაც საშინელი ტკივილოს შეგრძნებით გაიღვიძა. თვალების გახელისთანავე ყველაფერი თავიდან დაიწყო, ღამით ტკივილი უყუჩდებოდა ხოლმე, დილით კი ხელახლა შემოუტევდა. ამას შეჩვეული იყო, უნდოდა ხმამაღლა ეყვირა, რომ გულზე მოშვებიდა, მაგრამ იცოდა ეს ყველას შეაშინებდა.

პირველად ექიმმა, რომ უთხრა სიმსივნე გაქვსო უნდოდა დარჩენილი ცხოვრება ოთახში გამოკეტილს გაეტარებინა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი აწონდაწონა და გააცნობიერა, რომ ამით ვერაფერს მიაღწევდა, გააცნობიერა, რომ ბედნიერება იყო საჭირო, თუნდაც დღეები ჰქონოდა დარჩენილი სხვებისთვის უნდა გაეზიარებინა. ბედნიერება უნდა გაეცა, რომ დარჩენილი ცხოვრება თითონაც ბედნიერი ყოფილიყო.

პირველად მამამ უთხრა ეს ამბავი. ექიმისთვის უთხოვია, არ უნდიდა თავის შვილს ასეთი დარტყმა უცხო ადამიანისგან მიეღო.

ასეთი შეგრძნება უცხო იყო მისთვის, სერიოზულად არასოდეს გამხდარა ავად. ეს სრულიად განსხვავებული რაღაც იყო, თითქოს გული ჩაეწვა, თითქოს აქ მისი ცხოვრება დასრულდა. აღარაფრის გაკეთება არუნდოდა. ბევრი ტირილის შემდეგ იმ გადაწყვეტილებამდე მივიდა, რომ სიკვდილს მშვიდად დალოდებოდა და ასეც იქცევა. ზის და ელის, როდის მოაკითხავს სიკვდილი.

სიმსივნე მთელს მკერდს მოედო და მკერდის მოჭრა გახდა საჭირო, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა და ამის გამო ყოველ წუთს საშინელ ტკივილს ებრძვის.

ახლაც ასეა.

საწოლიდან ბრთხილად დგება. ტკივილი იმდენად აწუხებს, რომ სიარულიც უჭირს, ამიტომ საწოლის გვერდით ტურბოს ეყრდნობა. თავს წევს და თავისაუებურად ფანჯარიდან იხედება.

ხედავს სათამაშო მოედანს, სადაც ბავშვები თამაშობენ. ზოგი ერმანეთს უაზროდ დასდევს და თან იცინის, ზოგი ბურთით ერთობა, ზოგი კი ატრაქციონებით ახშობს დროს, ისინი ისეთი ლაღები არიან. რას არ მისცემდა ახლა მათ ადგილას, რომ ყოფილიყო, მათ ხომ მთელი ცხოვრება წინ აქვთ.

უკანასკნელი დღეები Where stories live. Discover now