-დაიანა შეგიძლია მაღაზიაში ჩახვიდე და პროდუქტები ამოიტანო? - უთხრა დედამ ოთახიდან გამოსვლისას - ვიღაცას ჩემი მარაგით უთამაშია! - ქმარს შეუბღვირა რაზეც დაიანას ჩაეცინა.
-რათქმაუნდა ჩავალ! - მარტივად უპააუხა და ისე რომ ნიკისთვის არ შეუხედავსანასთან სამზარეულოში შევიდა.
დაინას ანამ პატარა გურცელი მისცა, რომელზეც პროდუქტების სია ეწერა და თან უთხრა:
-ახლა ესენი ამოიტანე კარგ საჭმელს გავაკეთებ და შემდეგ ამის გამო - ერთმანეთში შერეულ მიხრაკულ საჭმელზე მიუთითა - დასასჯელები დაისჯებიან! - თვალი ჩაუკრა დაიანას და ფულიც მიცა.
-უნდა დაისაჯონ! - თქვა ღიმილით დაიანამ, თითქოს თავი ამ წუთას სახლში იგრძნო. სახლში, რომელიც სინამდვილეში არასოდეს ჰქონია.
ანამაც გაუცინა მოშინაურებულ შვილს და დაიანა სახლიდან გავიდა. ლიფტით ექვსი სართული ჩაიარა და გარეთ გავიდა.
ტროტუარზე გადასვლაც კი დიდ პრობლემად მოეჩვენა , ამიტომ ყველაზე ახლოს მდგარ მარკეტში შევიდა.
შესვლისთანავე გრძელი რიგი შენიშნა და წამით გასვლაც დააპირა, მაგრამ შემდეგ აზრები შეეცვაკა და მაინც აქ გადაწყვიტა პროდუქტების ყიდვა. სხვაგანაც ასეთი რიგი, რომ ყოფილიყო ხეტიალი ტყუილად მოუწევდა.
პროდუქტები კალათაში ჩააწყო და თავისი კალათით სალაროს რიგში ჩადგა.
წამით იფიქრა ჩემს ავადმყოფობას გამოვიყენებ, ხალხს ვეტყვი, რომ შეიძლება რიგის ბოლომდე ვერ ვიცოცხლო და წინ გამიშვებენო, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი ბანალურად მოეჩვენა და დალოდება გადაწყვიტა.
ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ უკნიდან კაცი მოადგა, რომელმაც მის უკან მდგომებაც გადაუარადა მისკენ წამოვიდა
-მართლა ძალიან მეჩქარება შვილს გული წაუვიდა, გარეთ მელოდება წყალი უნდა მივუტანო - იმიზეზებდა და მორბოდა, მაგრამ კალათაში წყალთან ერთად სხვა ბევრი რამ ეწყო.
![](https://img.wattpad.com/cover/122367327-288-k603462.jpg)
YOU ARE READING
უკანასკნელი დღეები
Romance(დასრულებულია) ყოველი დღის გასვლის შემდეგ იმ დღის უკან დაბრუნებას ნატრობდა... ყოველი საათის გასვლის შემდეგ იმ საათის დაბრუნებას... წუთების დაბრუნებასაც ნატრობდა...