დილით მზის სხივებმა გააღვიძა. ეს სხივები ყოველთვის ნერვებს უშლიდა, რადგან ისეთ სიტუაციაში აღვიხებდა, როგორში ძილიც საუკეთესო ვარიანტი იყო. ეტყობოდა ჯერ ახალი გათენებულიყო და სიმშვიდე სუფევდა. წამით ვერ გააცნობიერა სად იყო და რა ხდებოდა, თავი სახლში ეგონა, რომელშიც წუთიწუთზე მამა უნდა შემოსულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. მის წელზე შოხვეულ ხელს ახედა და დედამისის სილუეტი გამოჩნდა, ქალს თვალები დახუჭული ჰქონდა და ასე მძინარა კიდევ უფრო ჰქმნიდა სილამაზის ეტალონს.
დედის ყურებაში იყი გართული, როდესაც მკერდის არეში საშინელი ტკივილი იგრძნო და აკანკალდა, ტკივილი გაძლიერდა და უფრო ძლიერი სახე მიიღო, ტკივილმა მუცლამდეც მიაღწია. თითქოს დავიწყებოდა ყვეკაფერი და უცებ ისევ თავიდან დაიწყო. ყველაფერი განმეორდა, ისე, როგორც ყოველ დღე, მაგრამ ეს ტკივილი დაიანასთვის განსაკუთრებულად მწვავე იყო, ტკივილი მუცლის არეში ძლიერად განუვითარდა და კვნესა დაიწყო.
ანამ ხმის გაგონებისთანავე გაუღვიხა და შვილის ასეთ მდგომარეობაში დანახვისას შიშით შეიბყრო.
-დაინა კარგად ხარ?! რამე ხომ არ გტკივა?! - შეშფოთებულმა კითხა და სახეში შეხედა.
დაინა კიხმის ამოღებას ვერ ახერხებდა ტკივილი თანდათან ტანჯავდა.
'ვკვდები' - გაიფიქრა გულში, მაგრამ სიტყვები პირს ვერ ათქმევინა, თითქოს თქმის შეეშინდა... მაგრამ არა! მას თქმის კიარა ტკივილის შეეშინდა, რომელსაც ეს სიტყვები გამოიწვევდა. ტკივილის, რომელიც მის ფიზიკურ ტკივილს სულიერად გადააქცევდა და ყველაფერი ერთად შემოუტევდა.
ანა რაღაცას ელაპარაკებოდა, მაგრამ აღარ ესმოდა. მის კალთაში იწვა და თავზე ნიკი და პატარა ალექსიც კი ადგნენ... ისიც ვერ დაინახა, როდის მოვიდნენ მამა-შვილი და ვერც ის გაიგო რა უთხრა ანამ ქმარს ისეთი, რომ ასე გაანერვიულა. დაინახა როგორ დარეკა ნიკმა სადღაც, მაგრამ ხმა ვერ გაარჩია, სიტყვები ერთმანეთისგან ვერ გამოყო...
ისევ ტკივილი... იმაზე ძლიერი ვიდრე წინათ... წამით სუნთქვის შეკვრა... აურზაური... ყველაფრის ერთმანეთში არევა... სიშავე... სიშავე... სიშავე
ბოლოს ყველაფერი გაშავდა.....
![](https://img.wattpad.com/cover/122367327-288-k603462.jpg)
YOU ARE READING
უკანასკნელი დღეები
Romance(დასრულებულია) ყოველი დღის გასვლის შემდეგ იმ დღის უკან დაბრუნებას ნატრობდა... ყოველი საათის გასვლის შემდეგ იმ საათის დაბრუნებას... წუთების დაბრუნებასაც ნატრობდა...