თავი 11

282 13 3
                                    

Jimin's P.O.V

ამდენი ხნის შემდეგ რაც მისი ტკბილი და ფაფუკი ტუჩები ვიგრძენი,ის მეუბნება რომ უბრალოდ არ ვახსოვარ.რა ადვილია არაა?ჰომ ძალიან მისთვის აღარაფერი ვარ,მე კი უნდა ვიტანჯო მთელი ცხოვრება მასზე ფიქრსა და დარდში.
ამდენი ხანი ვიტანჯე მის გამო,იმ იმედით რომ მას ოდესმე ვნახავდი და ჩაგეხუტებოდი,მაგრამ ყველაფერი დაიმსხვრა.მისმა სიტყვებმა ჩემი ოცნებები ნაცარტუტად აქცია„არ მახსოვხარ" ღმერთო ეს რა ნამუსით მითხრა??ის ხომ დამპირდა,რომ რაც არ უნდა ყოფილიყო მაინც დაბრუნდებოდა ჩემი გულისთვის.ახლა კი მიცხადებს,რომ არ ვახსოვარ და არც კი მიცნობს.ეჰჰ ალბათ ყველაფერი ტყუილი იყო.ყველა მისი გრძნობა არ იყო ნამდვილი და სრულიად ფარში გახლდათ.აბა რა მეგონა?მამიკოს გათამამებულები ასე იქცევიან,იხმარენ და შემდეგ მიაგდებენ.ეს ხომ მათი მთავარი წესია.ამისდა მიუხედავად მე ის მჭირდება,უ და ვიბრძოლო მისთვის და იმედია მე ჩემს იუნგის დავიბრუნებ.
1 კვირა გავიდა იმის მერე რაც იუნგი დაბრუნდა და ჩემი ცხოვრება ხელახლა თავდაყირა დააყენა.
იმ დღის მერე ის არ მინახავს,არც თვალი მომიკრავს მისთვის,მ მაგრამ არც მჭირდება მე ის.აქამდე გავძელი ხოდა ეხლაც გავძლებ.
უცებ ჩემმა ტელეფონმა რეკვა დაიწყო.ჰობი იყო,ამის თავი ახლა მართლა არ მქონდა,მაგრამ სხვა გზა არ იყო უნდა ამეღო.
- გისმენ.
- ჰეი პესიმისტტ..როგორ ხარ?რა არი ეს რა ხმა გაქვს?
- ოოო,ჰობი არაფერი ისეთი.
- ჰომდა დღეს ჩემთან უნდა მიხვიდე....უარი არ მიიღება იცოდე თან ვიღაც უნდა გაგაცნო ჩემი ძველი მეგობარია.ნუ ფართობით ვაწყობ და იცოდე არ უნდა დააკლდე.
- ჰობი მე არ მცალია დღეს - მოვიტყუე რადგან ახლა მხოლოდ სიმშვიდე და სიწყნარე მჭირდებოდა.
- არ მაინტერესებს მაგ შენ საქმეებს გადადებ გასაგებია?
- ახხხ...ხომ კარგი რომელზე?
- 8ზე ჩემთან იყავი - ბედნიერად ჩაიცინა და გათიშა.
ახხ რა ჯანდაბა მინდოდა რატო ავიღე საერთოდ?ახლა იმ სისულელე ფართიზე რა წავა.სულ მუსიკა გოგოები და მომაბეზრებელი ჰობი რომელიც ტვინს ბურღავს მარა მაინც საყვარელია.
6 იყო ამიტომ მომზადება დავიწყე.
აბაზანაში შევედი და შხაპი მივიღე,შემდეგ სარკეში საკუთარ თავს ვაკვირდებოდი და მახსენდებოდა ყველა ის შეხება,რომელიც იუნგიმ ჩემს სხეულზე განახორციელა.ეს ყველაფერი გულს მიკუმშავს და ცრემლებს აძლევს საშუალებას იარონ სადაც უნდათ და როგორც უნდათ.ვწყვეტ ამაზე ფიქრს და ჯერ თეთრ მაიკას თეთრ დახეულ შარვალსა და იგივე ფერის კედლებზე ვაჩერებ.ვთვლი რომ ეს ფერი ძალიან მიხდება ზედმეტადაც კი.
8ის ნახევარი იყო ტელეფონს და ყურსასმენებს დავავლე ხელი და ჰოსოკის სახლისკენ ავიღე გეზი,არც თუ ისე შორს იყო,ამიტომაც მალევე მივედი და კარზე დავაკაკუნე.კარი აჯაჯულმა და დაჯაჯულმა გამიღო რამაც ჩემში პირველად გამოიწვია გულწრფელი სიცილი იუნგის წასვლის შემდეგ.
- ღმერთო იდიოტო დამცინი არაა? - თავის ჭკუაში გამებუტა.
- არა არა რა სისულელეა კაცო - სიცილს ვერ ვიკავებდი.
- ოოო რაა ამაში სასაცილო?
- ჰომ,კაი არაფერი და რატომ არაა არავინ.
- 9ზე მოდიან.
- აამ კაი მანამდე რა ვქნათ?
- რა და ტანსაცმელი ამარჩევინე - ამაზე სიცილი ხელახლა ამიტყდა.
- ჰო ჰო ეგრე ჯობს თორე შერცხვები.
- გეყოფა წამო ჩქარა.
ნახევარი საათი ტანსაცმელს ვარჩევდით და ძლივს იპოვა მისი მოსაწონი რაღაც.
მალევე ბავშვებიც მოვიდნენ თითქმის ყველას ვიცნობდი.
- ჰეი,ჰობი შენ არ მითხარი ჩემი ძველი მეგობარი უნდა გაგაცნოო და სადა?
- აამ ჯერ არ მოსულა,ალბათ მალე მოვა.
- კაი.
ასეთი რაღაცეები წესით არ მიზიდავს,მაგრამ დღეს გამონაკლისი იყო.თითქოს რაღაც ძალამ მიბიძგა,რომ მოვსულიყავი.
- ჯიმინ,ჯიმინ - უცებ ჰობის წიკვინვი გავიგე.
- რა არის რა გაწიკვინებს გაუპატიურებული გოგოსავით?
- ჩემი მეგობარი მოვიდა,გაიცანი მინ იუნგი - მისი დანახვისას სუნთქვა შემეკრა და ცივმა ოფლმა დამასხა.
- ჰობი ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს - ხავერდოვანი ხმა გაისმა უცებ.
- ჰჰ...ჰო ვიცნობ მე მას - თავი ქვემოთ დავხარე,რომ არ დაენახათ ჩემი ცრემლები.
- ვაუუ,საიდან?
- ჩვენ ერთმა.... - თქმა არ მაცადა და თავად უპასუხა.
- ადრე ერთად ვიყავით - თვალები ცრემლით ამევსო არ ვიცოდი რა მეფიქრა,იქნებ გაახსენდა ყველაფერი?ან იქნებ...აუუ არ ვიცი ყველაფერი ირევა თავში.
ჰობის სიფათი დავაფიქსირე,არ ესიამოვნა ეს პასუხი.ის კი ვერ მივხვდი რატომ.
- ჯიმინ ეს არ უნდა გეთქვა? - მკაცრად მითხრა კოპებ შეკრულმა,შემეშინდა რადგან ასეთი არასოდეს ყოფილა.
- მმეე არ ვიცოდი როგორ მეთქვა.
- ჰოსოკ გეყოფა შეყვარებულს ნუ მიწითლებ - ამ სიტყვებზე თვალები კინაღამ გადმომეკარკლა,როგორ ვეცადე მისი ცინიკური მზერა არ დამენახა,მაგრამ არა მაინც მშხამდება ყველაფერი.
- ჰობი მგონი ჩემი წასვლის დროა ხომ?
- არაა,რატომ?
- უკვე დიდი ხანია რაც აქ ვარ.
- მერე რა?
- გაუშვი ჰოსოკ ნუ აძალებ - ახხ მისი ღიმილი უბრალოდ მკლავს,მაგრამ რატო მიშვებ იუნგი რატო? დამტოვე შენთან რა,აღარ გამიშვა არასოდეს.
- კარგი - მთვრალი იყო ამიტომ ძლივს მივედით კარამდე.
-ჰომ კაი ჰობი კარგად,იცოდე თავს გაუფრთხილდი.
- ღმერთო რა საყვარელი ხარ ჯიმინ.
- რაა? მეე მადლობა.
- ღმერთო როგორ წითლდები ხოლმე და როგორ მატყვევებს შენი ეს ქცევა იცი?
- ვერ გავიგე ჰოსოკ.
- რა ვერ გაიგე?ის ვერ გაიგე რომ ძალიან მიყვარხარ? არაუშავს გაგაგებინებ.შეგიძლია იუნგი დაივიწყო ახლა მე ვარ შენთან დასულ მე ვიქნები. - უცებ მოიწია საკოცნელად და მალევე ჩემი ტუჩები მისას მიაკრო.გასაკვირი კი ის იყო,რომ არაფერი გავაკეთე,მაგრამ მალევე მოვიშორე.
- ჯიმინ მომეცი უფლება...
- ჰობი თავი დამანებე რა.
- არავითარ შემთხვევაში - ხელები დამიჭირა და კოცნა განაგრძო წინააღმდეგობას ვუწევდი,მაგრამ ჩემზე ძლიერი იყო.
- ჰოსოოოოოოოკ - იუნგის ყვირმა მთელი სახლი მოიცვა.
- ჯიმინმა გითხრა რომ თავი უნდა დაანებო ანუ ასე უნდა იყოს გასაგებია? - ეს თქვა ხელი მომკიდა და სადღაც „გამათრია"

მხოლოდ შენ და სხვა არავინ!Where stories live. Discover now