"რჩეული"

189 14 11
                                    

                         თავი 1
ოცდაოთხი წელი გავიდა მას შემდეგ რაც "სიკვდილი" მოკვდა და სიხარულმა და ბედნიერებამ დაისადგურა სამყაროში..
  ....."ვერც ერთი ვერ ჰპოვებს სიმშვიდეს, სანამ ცოცხალი იქნება მეორე"!
...."ბიჭი რომელიც გადარჩა"
..."რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს იმისთვის რომ ბიჭი გადარჩეს"?...
სწორედ ამ ფიქრებში გართული ჰარი პოტერი იჯდა აურორთა დეპარტამენტის უფროსის კაბინეტში, რომელიც უკვე 22 წელია მას ეკუთვნოდა..
გაისმა მარზე კაკუნის ხმა.
- მობრძანდით!
- დილამშვიდობის ნათლია! - კარში რემუსის და ტონქსის ვაჟი შემოვიდა.
- მოდი! ტედ როგორა ხარ? ბებო როგორ გრძნობს თავს? უშველა ცალფეხა ციკლოპის თვალებმა?
- ძალიან! ამბობს ახლა უკეთესად ვარ ქალბატონი ლუნას რეცეპტითო.
- ძალიან კარგი! დაჯექი ! რამ შეგაწუხა?
- პროფესორმა მაკგონაგელმა გამომიშვა, წერილი შენი ხელით გადაეციო! - და წერილი მიაწოდა. ჰარიმ წერილი გამოართვა. წერილში ეწერა:       
" ჰარი!
  გაწუხებ, გთხოვ სასწრაფოდ მოდი ჩემთან ჰოგვორტსში, მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადავწყვიტოთ!
         მინერვა მაკგონაგელი!"
- კარგი, მადლობა ტედ, პროფესორი მიბარებს, მივდივარ!
- არაფრის ნათლია! კარგად! - და ოთახდან გავიდა.     
ჰარი მივიდა ბუხართან, "ფლუ ფხვნილი" აიღო, ბუხარში შევიდა, ფხვნილი შეყარა და დაიძახა:
- ჰოგვორტსი, დირექტორის კაინეტი! 
ჰარი შავი ბურუსის კორიანტერლში მიქროდა სადღაც მაღლა შორს.. ტრიალებდა და ტრიალებდა.... შემდეგ რაღაც მაგარი იგრძნო ფეხებზე, თვალები გაახილა, სათვალე შეისწორა და დაინახა პროფესორ მაკგონაგელის კაბინეტი. ჰარი ბუხრიდან გადმოვიდა და მაკგონაგელს მიესალმა.
- დილამშვიდობისა დირექტორო!
- გაგიმარჯოს ჰარი!..
- მემგონი მეძახდით ხომ?!
- დიახ, მისტერ პოტერ!
- და რასთან დაკავშირებით?
- ახლავე გაიგებთ!
გაისმა კარის გაღების ხმა და ოთახში შემოვიდა პროფესორი ნევილი (და არა უბრალოდ ნევილი) რომელიც ჰერბოლოგიას ასწავლიდა.
- გამარჯობათ დირექტორო! ოჰჰ, ჰარიი! როგორ ხარ? - ჰარისთან მივიდა და გადაეხვია.
- ნევილ! ბოდიში, პროფესორო ლონგბოტომ! - მაღალი ტონით გამოაჯავრა ჰარიმ - როგორ ხარ?
- არამიშავს, შენ როგორ ხარ? ჯინი როგორაა? აბა ბავშვებს ყოველდღე ვნახულობ..
- ყველანი კარგად ვართ! იცოდე! ცოლი მოიყვანე -  ყურში უჩურჩულა ჰარიმ - ნათლია უნდა ვიყო შენი ბავშვის!!... - ნევილი უღიმის.
მაკგონაგელმა ჩაახველა.
- უკაცრავად დირექტორო!- უთხრა ჰარიმ.
- არაუშავს - უთხრა მაკგონაგელმა - რაზე დაგიბარეთ.. მე უკვე შევედი ასაკში.. კარგა ხანია ამ სკოლაში ვასწავლი და ვიცი, გარკვეული ვარ - დამბლდორის გარდა ჰოგვორტსს არცერთი ღირსეული დირექტორი არ ყოლია..! ჩემი დრო გავიდა..
- მაგრამმ.. - ჰარი
- დამასრულებინე ჰარი! - ჰარიმ და ნევილმა ერთმანეთს შეხედეს - მინდა ჩემი თანამდებობიდან გადავდგე ასაკიდან გამომდინარე - მაკგონაგელმა ხმას აუმაღლა რადგან დაინახა რომ ჰარი და ნევილი რაღაცის თქმას აპირებდნენ - შემეძლო ჩემ თანამდებობაზე დამედგინა რომელიმე ასაკოვანი პროფესორი მაგალითად ფლიტვიკი ან სპრაუტი, მაგრამ ასე არ გავაკეთე... არჩევანი თქვენზე შევაჩერე - ჰარიმ და ნევილმა ერთმანეთს შეხედეს - ეს იმიტომ, რომ ვიცი თქვენ უფრო შეგტკივათ გული ამ სკოლაზე, ფრედიდან, სევერუსიდან, და სხვა დაღუპული ადამიანებიდან გამომდინარე, მათ სიას რა ჩამოთვლის.. მინდა რომ თქვენ ორიდან რომელიმე.. ერთმანეთისგან არ განსხვავებთ, ორივე ჩემები ხართ.. ჰოგვორტსის დირექტორი გახდეს..
ნევილმა ჰარის შეხედა და ორივემ თვალი-თვალში გაუყარა..
ჰარიმ დაიწყო..
- ეს ჩემი პროფესია არაა.. მე სამინისტროში უნდა ვიყო.. იქაა ჩემი ადგილი.. ეს სკოლა იმ ადამიანებს მახსენებს რომლებიც ჩემ გამო დაიღუპნენ - ჰარიმ თავი ჩაქინდრა - ეს ადგილი ჯოჯოხეთად მეჩვენება, როცა სინამდვილეში სამოთხეა.. რა ვქნა?!..  ყოველ აქ მოსვლაზე დაღუპული ადამიანები მელანდება, რომლებიც ჩვენ ვხარეზე იბრძოდნენ.. ამიტომ რაც არ უნდა მოიმოქმედოთ დირექტორო.. მაინც არ დავთანხმდები თუგინდ ჩემგან ეს შეუსაბამობა იყოს.!!
- გასაგებია! მესმის შენი! პროფესორო ნევილ თუ თანახმა იქნებით, ხელი მოაწერეთ დოკუმენტს ჰოგვორტსის დირექტორად დასმის შესახებ!
ნევილმა უყოყმანოდ აიღო ბატისფრთა და დოკუმენტს ხელი მოაწერა.
- წარმატებებს გისურვებთ
დირექტორო ლონგბოტომ! - მიულოცა თანამდებობიდან გადამდგარმა ყოფილმა "პროფესორმა" მინერვა მაკგონაგელმა..
- გილოცავ ნევილ! - მიულოცა გუნებაწამხდარმა ჰარიმ. ბუხრიდან "ფლუ ფხნილი" ჩამოიღო, ბუხარში შეყარა და მტვრის კორიანტელში ტრიალ-ტრიალით ჩაეშვა...

😀😇მეორე თავის გაგრძელება იხილეთ ქვემოთ. 💙💛თუ მოგეწონათ შემიფასეთ და დაწერეთ კომენტარებში, თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, 💝ასევე თუ მოგეწონათ დააჭირეთ ვარსკვლავს! 😍💖

 💙💛თუ მოგეწონათ შემიფასეთ და დაწერეთ კომენტარებში, თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, 💝ასევე თუ მოგეწონათ დააჭირეთ ვარსკვლავს! 😍💖

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
ჰარი პოტერი და რჩეულიWhere stories live. Discover now