თავი 2 "ვერცხლისფერი ფურირემი"

96 8 6
                                    


           "ვერცხლისფერი ფურირემი"

შობა ახლოვდებოდა. "ბუნაგის" ფანჯრებს თოვლის ფიფქები ეხლებოდა. ჯეიმს და ალბუს პოტერები რონის ოთახის თავზე მდებარე ოთახში, ჭინკას აწვალებდნენ - თოვლის გუნდებს ახლიდნენ.. ჯინი ლილი პოტერს, ერთ დროს ბაკბიკის ოთახში, შელოცვებში ავარჯიშებდა და პატარა დუელი ქონდათ გამართული.. ჯორჯი თავის მაღაზიაში იმყოფებოდა, დანაკლისს - ფრედის სახით მხოლოდ ამით იქარწყლებდა.  ჰარი, არტური და პერსი სამინისტროში იყვნენ და საქმეებს აგვარებდნენ ჯადოსნური არსებების თავდასხმების შესახებ..   ბილი გრინგოტსში გობლინებსა და ჯადოქრებს შორის მოლაპარაკებებს ახორციელებდა. ფლერი კი მესამე ბავშვის მოლოდინში საკუთარ დედ-მამასთან იმყოფებოდა. მოლი კი ბაღში მოცეკვავე ტყუპ ეკალ-ვარდს რგავდა.. სწორედ ამ დროს ბუმ ფოსტა მოიტანა. მოლიმ ეს დაინახა, წერილი "აკციო"ს შელოცვით გამოიძახა და სახლში შევიდა.
- ჯინიი, ფოსტაა შენს სახელზე!
- მოვდივარ დედა - მეორე სართულიდან ჩამოსძახა ჯინიმ - ლილი დაიმახსოვრე, როცა პატრონუსს ქმნი ყოველთვის კარგზე უნდა იფიქრო!
- გასაგებია დედა! - და ლილიმ ჯადოსნური ჯოხიდან ვერცხლისფერი ფურირემი გამოუშვა.
- როგორ ახერხებს ეს ბავშვი ამ სიძლიერის ჯადოქრობას?! - გაიკვირვა მოლიმ.
- დედიკოს და მამიკოს გავს - თქვა ჯინიმ და ლილის ლოყაზე აკოცა.      მოლიმ ჯადოსნური ჯოხი კისერთან მიიდო და საოცრად მაღალი ხმით თქვა:
- ბიჭებო, საუზმე მზადაა, ჩამოდით ძირს!
ჯინიმ აიღო წერილი და გახსნა;
"ჯინი,
იქნებ სამინისტროში მოხვიდე, აურორთა რაზმი მიმყავს გოლიათებთან საბრძოლველად და იქნებ შენც წამოსულიყავი, შენი ხელი არ აწყენდა გოლიათებს. ძალიან ბევრნი არიან, სავარაუდოდ ვოლდემორის სიკვდილის შემდეგ მიიმალნენ და თავდასხმას აპირებდნენ ხალხზე. კარჰი იქნება თუ წამოხვალ!
                        ჰარი!"
ჯინიმ წერილი ხმამაღლა წაიკითხა და მოლის შეხედა.
- დედა მივდივარ, ბავშვებს მიხედე!
- დარჩი ჯინი! უშენოდაც მოახერხებენ რამეს!  
მაგრამ ამ დროს უკვე ჯინის მანტია მოცმული ქონდა და ჯოხს იდებდა ჯიბეში.
- არა, ჰარისთან უნდა ვიყო!
- დედა, მეც წამიყვანე, - შესთავაზა ლილიმ - უკვე დიდი ვარ და საბრძოლო ხელოვნება ვიცი..
- არა ლილი, დიდი ხარ, მაგრამ სანამ სრულწლოვანი არ გახდები ვერ დაგთანხმდები! კარგი, წავედი მე, ჯეიმსს და ალბუსს უთხარით ძირს ჩამოვიდნენ!
ჯინიმ კარის ზღურბლს ფეხი გადაადგა და იმავე წამს მოახდინა აპარაცია და იმწამსვე სამინისტროს ბუხრიდან გამოვიდა.

ჰარი პოტერი და რჩეულიOnde histórias criam vida. Descubra agora