თავი 5 "ჰოგვორტსი"

57 3 2
                                    

                     თავი 5
                 ჰოგვორტსი
⁃ დილამშვიდობის ნევილ! - მიესალმა ჰარი ნევილს, რომელიც საწოლიდან ახალი ამდგარი იყო.
⁃ ჰარი! როგორა ხარ? ახლა ვაპირებდი შენს მონახულებას! უკვე გამოგწერეს?
⁃ კი, გუშინ. - ჰარი დრაკოს საწერ მაგიდასთან მივიდა და სკამზე ჩამოჯდა. - დრაკოს ვესაუბრე.
⁃ ხოო, ინფორმირებული ვარ! ვფიქრობ ტყუილად დაატყვევეს.
⁃ ყველა მაგ მოსაზრებაზე ვდგავართ. იცი, ამას წინათ დრაკომ მითხრა დამბლდორის ჯოხი ნევილს ეკუთვნისო.
⁃ ჰოო? მართალი უთქვამს.. აკციო! - ნევილმა ჯოხი შელოცვით მოიხმო.
⁃ ამის ახსნა არსებობს? - ენა დაება ჰარის.
⁃ არვიცით, ვინც ეს იცოდა, უკვე მკვდარია - ოლივანდერი და გრეგორევიჩიც. უბრალოდ, ვარაუდით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ან დამბლდორი და ყველა ის ჯადოქარი ცდებოდა ან ეს არის ერთადერთი გამონაკლისი - ანწლის ჯოხი. დაზუსტებით არაფრის თქმა შეგვიძლია!
⁃ ჰმმ.. გაგება მოგვიწევს.
ნევილმა გულიანად დაამთქნარა და ჰარიც სკამზე გადაიხარა.
⁃ ძალიან დავიღალეთ! - თქვა ნევილმა.
⁃ კიი.. გეთანხმები.
⁃ რონი სად არის?
⁃ ჰერმიონთან, კიდევ არ გაუღვიძია, ჯერჯერობით. - იმედს არ კარგავდა ჰარი.
⁃ იქნებ ცოტა განვიტვირთოთ?
⁃ რანაირად?!
⁃ გახსოვს, ჩვენს ბავშვობაში მეჯლისები რომ იმართებოდა?
⁃ რა თქმა უნდა, მახსოვს!
⁃ ჰოდა, მოვაწყოთ მეჯლისი! ჩვენი ყოფილი თანაკურსელები დავპატიჟოთ, ასევე მასწავლებლებიც..
⁃ კი, მაგრამ შენი აზრით, ახლა მაგის დროა?
⁃ სწორედ მაგიტომ უნდა მოვაწყოთ, რომ დრო არ არის და უნდა განვიტვირთოთ.
⁃ კარგი ახსნაა ნამდვილად. - დაიკრიჭა ჰარი.
⁃ ჰარიი..
⁃ კარგი, მაშინ ეს საქმე შენ მოაგვარე და ყველა დაპატიჟე!
⁃ არის უფროსო! - გაიღიმა ნევილმა.
ჰარი სავარძლიდან ადგა და კარებისკენ წავიდა, როცა ნევილმა დაუძახა.
⁃ ჰარი, შენთვის სიურპრიზი მაქვს.
⁃ ჰოო, შენ სიურპრიზები რომ არ გიყვარდა?
⁃ რა ვქნათ, ასეც ხდება. ახლა კი შეხვედრამდე! - დაემშვიდობა ნევილი და ჰარი კაბინეტიდან გავიდა.
როცა დერეანში მიდიოდა, დამბლდორის პორტრეტი გამოელაპარაკა.
⁃ დილამშვიდობისა ჰარი!
⁃ დამბლდორ! რა პატივია?!
⁃ ჰოგვორტსი არ მოგენატრა?
⁃ კი, ქვეყნის სამსახურის გადამკიდე სკოლისთვის ვეღარ ვიცლი!
⁃ ასეც არის! გახსოვს, გაფრთხილებდი, ასე მოხდება მეთქი?
⁃ მე არ მახსენდება!
⁃ ჰოო? შეიძლება!
⁃ შეგიძლია მითხრა, რატომ ემორჩილება ანწლის ჯოხი ნევილს?
⁃ დაზუსტებით, ვერ გეტყვი!  არვიცი.
⁃ ასეც ვიცოდი! შენ არაფერი არ იცი!
⁃ ჰოო, რატომ იბოღმები?
⁃ შენი ბრალიცაა, შენ რომ გეთქვა თუ რა შეუძლია ქვას, ეს შეიძლებოდა არ მომხდარიყო!
⁃ შეცდომა ყველას მოსდის, ჰარი!
⁃ ჰარი! - ამ დროს ჯინიმ დაუძახა და ჰარიმ მიიხედა. - ჰერმიონმა გაიღვიძა! - ჰარი სიხარულით ცას ეწია.
⁃ მოვდივარ! - უთხრა მეუღლეს. - დამბლდორ, ჩვენ გავაგრძლელებთ! - ჰარი პორტრეტისკენ მიტრალდა, მაგრამ დამბლდორი იქ აღარ დახვდა.
ჰარიმ ერთი ამოიხვნეშა და საავადმყოფო ფლიგელისკენ გაიქცა.

ჰარი პოტერი და რჩეულიWhere stories live. Discover now