თავი 7 დრაკოს გუნდი

53 6 0
                                    

                         თავი 7
                 დრაკოს გუნდი

დილით ჰარიმ ადრე გაიღვიძა. თავი გახეთქვაზე ჰქონდა სასმელისგან. ერთი გაიზმორა და საფეთქლები დაიზილა.
მზიანი დღე იყო, რამაც ჰარის ცოტა გუნება გამოუკეთა და ძირს ჩასასვლელად მოემზადა.
კიბეზე მიმავალს, სურათებიდან დირექტორები და უცნობი ადამიანები ესალმებოდნენ და დაბადების დღეს ულოცავდნენ, რაინდის სურათს რომ მიუახლოვდა, რაინდი პონიდან ჩამოხტა, თავი მოწიწებით დაუკრა და უთხრა: "გულადო მეომარო, გილოცავ! დაე, მუდამ ასე მამაცურად გეცხოვროს!" რის გამოც ჰარი გაკვირვებული იდგა, (რაინდი ხომ სულ ლაჩარს ეძახდა) მაგრამ ბოლოს მაინც მოუხადა მადლობა.
დიდი დარბაზი ცარიელი დახვდა. მარტო მორთულობები შერჩენილიყო კედლებზე. პუფები, დივნები, მაგიდა ყველა გამქრალიყო და მათ მაგივრად ოთხი გრძელი მაგიდა დაედგათ - კლუბებისთვის.
სწორედ იმ დროს როცა ჰარი მუხის კარში გადიოდა, გაისმა კიბეებზე ფეხის ხმა.
ეს ნევილი იყო. ჰარის ნელნელა უახლოვდებოდა.
⁃ რა ადრე ამდგარხარ ჰარი?! საით გაგიწევია?
⁃ დილამშვიდობისა ნევილ! სამინისროში მივდივარ, იმდენი საქმე დაგროვდაა..
⁃ აპარაციით?
⁃ კი! რატომ მეკითხები?!
⁃ ხომ არ დაგავიწყდა რომ ახლა შენ ფენიქსი გყავს?!
ახლაღა შეამჩნია ჰარიმ ნევილის ხელზე დასკუპებული ფენიქსი.
⁃ უიი, ეგ აღარც კი მახსოვდა, დამბლდორი ხომ მაგით გადაადილდებოდა!
ნევილმა ხელი აიქნია და ფოუკსი ჰარის დააჯდა მხარზე.
⁃ აბა კარგად ნევილ! კიდევ მოგინახულებ!
⁃ კარგად, კარგად! გელოდებით!
ჰარიმ ერთი გაიფიქრა ახლა რა უნდა ვქნაო, რომ სამინისტროს ცივ იატაკზე დადგა ფეხი.
ჰარი აღფრთოვანებული იყო. ფენიქსით ხომ არასოდეს გადაადგილებულა.
⁃ გამარჯობათ ბატონო ჰარი! - მიესალმა სამინისტროს მოხელე, რომელსაც იასამნისფერი მანტია ეცვა და ცოტა არ იყოს, სასაცილოდაც გამოიყურებოდა. ჰარიც მიესალმა.
როცა თავის კაბინეტს მიუახლოვდა, მდივანმა მოახსენა:
⁃ დაზარალებულები დიდ საკონფერენციო დარბაზში გელოდებიან!
⁃ მოიცა და.. რატომ?
⁃ რა რატომ? ნუთუ არ იცით, რომ დელფიმ და იმისთანებმა ჯადოქართა ერთ-ერთი დასახლება ყირაზე დააყენეს?!
⁃ არა, ეგ კი ვიცი.. - იცრუა ჰარიმ და წავიდა.
საკონფერენციო დარბაზი გადაჭედილი დახვდა. უამრავი ხალხი ფეხზე იდგა. ჰარიმ დრაკო დაინახა და დაუძახა.
⁃ როგორც იქნა მოხვედი! გაეცანი სიტუაციას?
⁃ კი, გავეცანი!
⁃ ჰოდა შემოდი, შენ გიცდიან, ფეხს არ მოვიცვლითო, გაიძახიან. ჰერმიონი სად არის?
⁃ აი, ახსენე და მოვიდა თუ არა. - ჰარიმ დერეფნის ბოლოსკენ გაიშვირა თითი ჰარიმ, საიდანაც ჰერმიონი მოდიოდა.
⁃ გამარჯობა! აბა შევიდეთ! - ჰერმიონმა სიტყვის თქმა არ აცადა ჰარის და დარბაზში შევიდა.
ჰერმიონი შემაღლებულ ადგილზე დადგა, ჯოხი მიიდო კისერთან და თქვა.
⁃ მაგიის მინისტრი, ჰერმიონ ჯინ გრეინჯერი. მოგესალმებით! გავეცანი თქვენს მდგომარეობას და გვითხარით რას მოითხოვთ ჩვენგან?!
ერთმა მოხუცმა ხელი ასწია.
⁃ აბა გისმენთ!
მოხუცმა ჯოხი კისეთან მიიდო და მაღალი ხმით წარმოთქვა:
⁃ მოგეხსენებათ, არც ისე მდიდარნი ვართ, გვინდა, რაც სიკვდილის მხვრელებმა გაანადგურეს ყველაფრის კონპენსაცია გადაგვიხადოთ! - დარბაზი აჩოჩქოლდა, მოხუცოს ნათქვამს ტაშს უკრავდნენ.
⁃ სიჩუმე! - დაიძახა ხმამაღლა ჰერმიონმა. - კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით, გამოიყოფა სპეც. კომისია, რომლებიც აღრიცხავენ თქვენს დანაკარგს წერილობით და შემდგომ შევაფასებთ და გადაგიხდით შესაბამისად! კომისია ხვალიდან დაიწყებს მუშაობას! გმადლობთ! - და ჰერმიონი კარისკენ გაემართა, რასაც დარბაზში უკმაყოფილება გამოიწვია.
⁃ ჰარი, ჩემს კაბინეტში! და ყველას დაუძახე.
⁃ კარგი მინისტრო! - ჰარიმ ჯოხი ერთი აიქნია, თქვა: "ექსპექტო პატრონუმ" და ჯოხიდან უამრავი ფურირემები გამოსხლტა და შემდეგ გაქრა.
დაახლოებით ხუთ წუთში, ჯინი, სიმუსი, პერსი, დრაკო, ჰარი, მათი მოადგილეები, გამოუვალი სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსი და რამდენიმე აურორი, უკვე ჰერმიონის კაბინეტში ისხდნენ.
⁃ პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას გიხდით მოსვლისთვის! რატომ შეგკრიბეთ აქ.. იმიტომ რომ, უკვე უნდა მოვიმოქმედოთ რაღაც, ვოლდემორის და დელფის პარპაში უკვე ზედმეტია..
⁃ მაგრამ, უკვე ხომ ვრეაგირებთ?!
⁃ არა ჰარი! ჩვენ სერიოზულად უნდა ვიმოქმედოთ! დრაკო, შენ გავალებ რომ შექმნა ჯგუფი, გამორჩეული აურორებისა, რომლებიც იქნებიან მუდამ მზადყოფნაში რომ, ერთი ბრძანება და საბრძოლველად წავიდნენ. მათი მეთაური იქნები შენ!გასაგებია?
⁃ არის, მინისტრო!
⁃ კარგი! ჰარი, შენ ითავებ ჯაშუშთა გუნდის შეკრებას. ყველა მათი ნაბიჯი უნდა ვიცოდეთ!
⁃ გასაგებია!
⁃ დღესვე უნდა იყოს მზად!  ყველას გთხოვთ, მაქსიმალური ძალებით, მაქსიმალურად, ყველანაირი ხერხით შეებრძოლეთ მხვრელებს.
⁃ არის მინისტრო! - უპასუხეს აურორებმა.
⁃ როცა ყველაფერი მზად იქნება, თავდასხმის გეგმა შემდგომ შევიმუშაოთ! ახლა კი  - ჰერმიონი ფეხზე წამოდგა - მადლობა რომ დრო დამითმეთ!
ყველანი გაიხიკნენ ოთხიდან. მარტო დრაკო იჯდა თავის სკამში გაუნძრევლად.
⁃ მინდა გითხრა რომ ძალიან კარგი კიარა, უმაგრესი მინისტრი ხარ!
⁃ მადლობა! - ჰერმიონი გაწითლდა. - ჰო, რატომაც დაგტოვე. ახლავე გადავწყვიტოთ ვინ იქნება გუნდში. უბრალო გუნდი არაა და ამიტომაც დიდი დაფიქრება გვმართებს!
⁃ ხო, ასეა! მაშ, დავიწყოთ? - დრაკო ჰერმიონისკენ მიჩოჩდა და ჰერმიონმა რაღაც იგრძნო, რაც წესით არ უნდა ეგრძნო, მაგრამ იგრძნო და მუცელში რაღაც გადაუტრიალდა და დრაკოს გახედა.
⁃ უკან ჩაიწი მალფოი! - და გაეცინა.
დრაკომ უკან დაიხია სრული სერიოზულობით, მაგრამ ისიც ხვდებოდა რომ მის მიმართ გაუჩნდა რაღაც გრძნობები.

                      * * *
ზუსტად ორ საათში, დრაკო თაბახის ფურცლებით ხელში გამოვიდა ჰერმიონის ოთახიდან. ეს იმათი სია იყო, ვინც ამ გუნდში იქნებოდა: ჰარი, ჰერმიონი, დრაკო, სიმუსი, ჯინი, პერსი,   კინგსლი, ბარბერუსი, ფლიტი, გვენოგი, კიდევ 100 აურორი (ჰოგვორტსიდანაც გამოთქვეს სურვილი) ნევილი, სპრაუტი, ფლიტვიკი (ისევ ფორმაში იყო) და რამდენიმე მეშვიდეკურსელი. მაგრამ დრაკოს ყველაზე მეტად ის უკვირდა, რონი რატომ არ ეწერა სიაში. რაზეც გულიანად გადაიხარხარა. და დააყოლა : - "ლაჩარი".

 Autor's noteძალიან გამიხარდება თუ ერთ კომენტარს  მაინც დამიწერთ, მოგწონთ თუ არა

Rất tiếc! Hình ảnh này không tuân theo hướng dẫn nội dung. Để tiếp tục đăng tải, vui lòng xóa hoặc tải lên một hình ảnh khác.


Autor's note
ძალიან გამიხარდება თუ ერთ კომენტარს  მაინც დამიწერთ, მოგწონთ თუ არა. ❤️💚💚

Bạn đã đọc hết các phần đã được đăng tải.

⏰ Cập nhật Lần cuối: Jul 13, 2018 ⏰

Thêm truyện này vào Thư viện của bạn để nhận thông báo chương mới!

ჰარი პოტერი და რჩეულიNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ