მალე გამოეწყვეს, მანტიები მოისხეს, გეგმა შეიმუშავეს ჰარიმ აურორები გაანაწილა:
⁃ ბარბერუს, შენ 20 კაცით შეუტევ ჩრდილოეთიდან, ფლიტ, შენ და გვენოგი აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან შეუტევთ ოც-ოცი კაცით. რაც შეეხება ცენტრალურ შესასვლელს მე, ჰერმიონი, სიმუსი, ჯინი და კიდევ 10 კაცი შევალთ.
⁃ გაუმკლავდებით?(მოადგილე)
⁃ ბრძოლის მოგებას არა მეომართა რაოდენობა, არამედ ხარისხი განაპირობებს! (ჰარი)
⁃ რემუს ლუპინი! - დაასრულა ჯინიმ.
⁃ ალბათ ყველაფერი გასაგებია!
⁃ დიახ!
⁃ მაშ, წავედით!
ჰარი ჯადოქრებს წინ წაუძღვა, პორტაჟამდე მიჰყვა, შემდეგ ჯინის ხელი მოკიდა და სანამ უსასრულო წყვდიადში გადაეშვებოდა, ხელზე ეამბორა.
ჰარი თავის თანმხლებებთან ერთად დაეშვა ბნელ და ვიწრო, დაბურულ ქუჩაში.
⁃ ამ მიუსვლელ ადგილას შტაბის გახსნა რომელ ჭკვიან არსებას მოუვიდა აზრად? - გაიკვირვა შეცბუნებულმა ჰარიმ.
⁃ მე! - უპასუხა სერიოზულად ჰერმიონმა და მერე გაეღიმა. - ჩვენი ჰოგვორტსში ყოფნის დრო გამახსენდა.
⁃ ჰოდა, თუ ასე ძალიან მოგენატრა ფართი მოვაწყოთ და ყველა ყოფილი კურსელი დავპატიჟოთ!
⁃ კარგი აზრია, მაგრამ ამაზე საუბრის დრო ახლა არ არის!
აურორები მოფარებულში შევიდნენ. იქ დახვდათ ერთი აგენტი ჯადოქარი სიკვდილის მხვრელთა რიგებიდან.
⁃ სალამი მინისტრო! ბატონო ჰარი!
⁃ გამარჯობა! გისმენთ!
⁃ როგორც ჩემთვის ცნობილია, მხვრელები შტაბის ცენტრალურ დარბაზში არიან გამაგრებულები.
⁃ ქვა სად არის? - ჰკითხა ჰარიმ.
⁃ სავარაუდოდ დელფი ახლა მის ფუნქციებს არკვევს.
⁃ მაოცებს ამ ქალის წინდახედულება. - ჩაეღიმა ჰერმიონს.
⁃ კარგით, განაწილდით და გეგმის მიხედვით იმოქმედეთ! - მიუთითა ჰარიმ აურორებს.
ყველანი დაიშალნენ და თავთავიანთ პოზიციებზე დადგნენ.
⁃ ჩემს ნიშანზე! - გასძახა ჰარიმ იქ მყოფთ. - ჰერნიონ, გვერდიდან არ მომშორდე!
⁃ რაღაც ზედმეტად ზრუნავ ჩემზე! ხომ არ დაგავიწყდა რომ ბავშვი აღარ ვარ?!
⁃ კარგი რა, ახლა ნუ დაიწყებ! - სიმწრით გაიღიმა ჰარიმ.
⁃ დავიწყეთ! (ჰარი)
ჯადოქართა ჯოხებიდან უამრავი შელოცვა გამოსხლტა და გრუხუნმა შესასვლელი ჩამოანგრია. საპასუხო ხმა გაისმა შტაბის ოთხივე მხრიდან.
⁃ შევედით!
ჰარიმ შელოცვა ესროლა სიკვდილის მხვრელს მაგრამ მიზანს ააცილა და მან საპირისპირო შელოცვა სტყორცნა.
⁃ ავადა კადავრა!
⁃ რედუქტო! - შესასვლელის ჭერი ჩამოანგრია ჰერმიონმა და სიკვდილის მხვრელი შიგნით მოყვა.
⁃ ყოჩაღ! (ჰარი)
⁃ ჯობია იბრძოლო! (ჰერმიონი)
გარშემო ყველაფერი დაბურული იყო მტვრისგან და ვერაფერს ვერ უყურებდნენ. ორი აურორი შევარდა ჩამონგრეულ კარებში, მაგრამ იქედან შელოცვის ძალით ვიღაცამ ორივე გარეთ გამოტყორცნა.
⁃ დაიცავი, ჰერმიონ!
ჰარი და ჰერმიონი აურორების წინ დახტა და სიმუსიც მათ მიჰყვა.
⁃ პროტეგო! - უხილავი ფარი აღმართა ჰერმიონმა და ნასროლი შელოცვები აისხლიტა.
⁃ ექსპელიარმუს! გაშეშდი! - შეჰყვირა ჰარიმ და მხვრელს შელოცვა ესროლა. ამასობაში კი სიმუსმა ორივე მოფარებულში გაიყვანა.
შელოცვების სროლის თანხლებით, ჰერმიონი შიგნით შევარდა.
⁃ მოიცა, ჰერმიონ! - შეჰყვირა ჰარიმ.
მას მიჰყვა რამოდენიმე აურორი, მათ შორის ჰარი და სიმუსიც.
დიდხანს მირბოდნენ. უჩვეულო სიჩუმე იდგა, წეხანდელთან შედარებით.
⁃ შეჩერდით! (ჰარი) - და ყველანი გაშეშდნენ.
უცებ შორიდან კივილის ხმა მოისმა და გარშემო ყველაფერი მწვანე შუქმა დაფარა..
ხმა მიწყნარდა...
⁃ ჰერმიონ! ჰერმიონი სად არის?!( ჰარი)
⁃ აქ არსად არ არის! (ჯინი)
გარედან კიდევ მოისმოდა შელოცვების შხულილის და ნგრევის ხმა. ჰარი გაიქცა, მას მიჰყვა ყველა. უცებ ვიღაცას მოჰკრეს კარში თვალი და მას მიჰყვნენ. გარეთ გავიდნენ და დაინახეს ქალი რომელსაც ხელებში მომწყვდეული ჰერმიონი მიჰყავდა. მათ აედევნენ.
⁃ უნდა დავიჭიროთ სანამ საზღვრებს გაცდებიან და აპარაციას გამოიყენებენ!
დიდხანს მირბოდნენ დაბურულ ტყესა და ღრეში სანამ ბოლოს თვალთაგან არ ამოუვარდათ.
⁃ სასწრაფოდ ყველას შეატყობინთ! - უბრძანა ჰარიმ აურორს და მანაც არ დააყოვნა. - სიმუს, თქვენ სამნი მარჯვენა მხრიდან მოუჭრით გზას! თქვენ სამნი მარცხნიდან! - მიუთითა აურორებს.- ჯინი, შენ სიმუსს გაყევი!
⁃ გასაგებია! და შენ მარტო რჩები? (ჯინი)
⁃ მე არაფერი მიჭირს. ჰერმიონი დააბრუნეთ! - და ყველანი წავიდნენ.
ჰარი წინდაწინ მიიწევდა და თან დროდადრო უკან იხედებოდა. მალე მიუახლოვდა ერთ მოშიშვლებულ ადგილს, რომელიც ბრძოლის ველს ჰგავდა. მოულოდნელად ხეებიდან გამოვიდა ოთხი ნიღაბჩამოცმული ადამიანი.
⁃ ექსპელიარმუს! - მოულოდნელად შეჰყვირა ერთმა ნიღბიანმა. - ჰარი პოტერ, რა ხანია ამ მომენტზე ვოცნებობდი?! ფეტრიფიკუს ტოტალუს! - შელოცვა ესროლა ჰარის და ჰარი ძირს გაიშოტა. - მოიყვანეთ!
ხეებიდან გამოიყვანეს გათიშული ჰერმიონი და ჰარის წინ დააწვინეს.
⁃ რა ლამაზია ეს მუქსისხლიანი არაა?! გაგახსენდი?! ადრე ვერა მაგრამ ახლა დაგამარცხებ, მამაჩემს კი აღვადგენ.
დელფიმ ჯოხი აიქნია და ჰარის ლაპარაკის უნარი დაუბრუნდა.
⁃ ალბათ, არ იცი ქვის შესაძლებლობები!
⁃ როგორ გეკადრება!
⁃ მას ვერ აღადგენ! რომც გააკეთო, მაინც არაფრის ძალა არ ექნება. არც ამ ქვეყნად იქნება და არც იმ ქვეყნად!
⁃ ასე გგონია? - დელფიმ ქვა აიღო, ხელში მაგრად ჩაბღუჯა და რაღაც ჩაიბურტყუნა. უცებ რაღაც თეთრი წამოიმართა.
⁃ მამა! - დელფიმ თავი დახარა.
ვოლდემორი აქეთ მიაწყდა, შემდეგ იქეთ, ბოლოს ჰარისთან მივიდა და მასში გაიარა. ჰარიმ გონება დაკარგა და მალევე გონს მოვიდა.
⁃ სულ ეს შეუძლია? - გაიცინა ჰარიმ.
⁃ კრუციო! კრუციო! - გაჰყვიროდა დელფი და ჯოხს ჰარის უმიზნებდა. ჰარი წამებისგან იგრიხებოდა და კვნესოდა. უცებ განათდა. დელფი ჰარის წამებას არ წყვეტდა...
ირგვლივ ბურუსი გამეფდა... ჰარიმ წამით იფიქრა ხომ არ მოვკვდიო, მაგრამ იგრძნო თავში ტკივილი და მიხვდა რომ ცოცხალი იყო.. ჰარიმ გონება დაკარგა...
ESTÁS LEYENDO
ჰარი პოტერი და რჩეული
Fantasíaწიგნი პოტერჰედებისთვის. book for potterhads. ეს წიგნი არის ჰარი პოტერზე, ნაწილბრივ მისი გაგრძელება. წიგნს ქვია "რჩეული".!